სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 28.03.2013
ძალაში შესვლა 25.03.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №71
სარეგისტრაციო კოდი 140080000.10.003.017235
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,952 სიტყვა · ~15 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.03.2013 მიღება
25.03.2013 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №71 2013 წლის 28 მარტი ქ. თბილისი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 „სახელმწიფო  დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქა­რთ­ვე­­ლოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს  სახელ­მწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანდართული დებულება.  მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 25 მარტიდან.პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დ ე ბუ ლ ე ბა თავი I.  ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 1.  სახელმწიფო  დაცვის  სპეციალური სამსახური   (შემდგომში  - სამ­სა­ხური) არის საქართველოს მთავრობის  უშუალო დაქვემდებარებაში არსე­ბუ­ლი აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედ­როებული დაწესებულება, რომელიც  საქართველოს  კანონმდებ­ლობის  შესაბამისად,  უზრუნველყოფს  უმაღლესი  საკანონმდებლო,  აღმას­რუ­ლებელი  და სასამართლო  ხელისუფლების  თანამდებობის  პირთა  და საქართველოს მთავრობის  მიერ დამტკიცებული  ნუსხით  განსაზღვრულ  პირთა  და  ობიექტთა  დაცვას მართლსაწინააღმდეგო  ხელყოფისაგან. 2. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთან­ხმებების შესაბამისად,  სამსახური უფლებამოსილია, ითანამშრომლოს საზღ­ვარ­გარეთის შესაბამის სამსახურებთან.  3. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამსახური  წარმოადგენს  სახე­ლ­მწი­ფოს. 4. სამსახური პასუხისმგებელია საქართველოს  პრემიერ-მინისტრის წინაშე,  რომელიც  კანონმდებლობით  დადგენილი წესით  ახორციელებს მის  სამსახურებრივ  კონტროლს. 5. სამსახურის  იურიდიული მისამართია  ქ.თბილისი,  9 აპრილის ქ. N2. მუხლი  2🔗 1. სამსახურის დაფინანსების წყაროებია საქართველოს  სახელმწიფო ბიუჯეტი  და  კანონმდებლობით ნებადართული  სხვა შემოსავლები. 2. სამსახურს აქვს დასრულებული  ბალანსი, ანგარიში  ხაზინაში და ხარჯთა ნუსხა. 3. სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის  გამოსახულებით  და თავისი  სახელწოდების აღნიშვნით,  ნამდვილი და პირობითი დასახელება,  აგრეთვე  სამსახურის  გერბი,  რომელიც  შეიძლება  გამოყენებულ იქნეს  სამსახურის  თანამდებობის  პირთა და თანამშრო­მელთა სავიზიტო ბარათებზე, სამსახურის ოფიციალურ დოკუმენტაციებზე, სამსა­ხურის სხვა ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე. მუხლი 3🔗 1. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქარ­თვე­­ლოს კონსტიტუცია,  საქართველოს საერთაშორისო  სამართლე­ბრივი აქ­ტები, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის დადგენილებები და განკარგულებები, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და სამსახურის უფროსის ბრძანებები, საქართველოს სხვა შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამარ­თლებრივი აქტები.  2. სამსახურის საქმიანობა ეფუძნება ერთმმართველობისა და ცენტ­რალიზების პრინციპებს. 3. სამსახურის შემადგენლობაში შედის აფხაზეთისა და აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკების დანაყოფები ამ დებულებით განსაზღვრული სტრუქტურის შესაბამისად. თავი II. სამსახურის საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები  და  კომპეტენცია მუხლი 4🔗 სამსახურის საქმიანობის სფეროა დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა უსაფრთხოების მიზნით დაცვითი, ოპერატიული, ოპერატიულ-სამძებრო და კანონმდებლობით დაშვებული სხვა სპეციალური ღონისძიებების განხორ­ციე­ლება, კომპეტენციის ფარგლებში  კონტროლისა და საკუთარი უსაფრ­თხოების  უზრუნველყოფა. მუხლი 5🔗 სამსახურის  ძირითად  ამოცანებს  განეკუთვნება: ა) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხით განსაზ­ღვ­­რული უმაღლესი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირების და ხელი­სუფლების  უმაღლესი  ორგანოების  ხელმძღვანელი პირების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ბ) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხით განსაზ­ღვრული საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების  გან­კარ­გულებაში  არსებული  ადმინისტრაციული  შენობა-ნაგებობების  დაც­ვითი  ღონისძიებებით უზრუნველყოფა; გ) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქარ­თველოში ვიზიტად მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამ­დებობის პირების, დიპლომატიური კორპუსის, აგრეთვე საერთა­შორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სხვა მნიშვნელოვანი პირების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დასაცავ ობიექტებზე წესრიგის და უსაფრთხოების  უზრუნველყოფა; ე) საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა დასაცავ პირთა და ობიექტთა დაცვითი ღონისძიებებით უზრუნვე­ლყოფა; ვ) დაცვის და უსაფრთხოების ღონისძიებათა სპეციალური ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა. მუხლი 6🔗  სამსახური მისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად: ა)  ახორციელებს  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქა­რთ­ველოს პრემიერ-მინისტრის, უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ საქარ­თველოს პრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრების ( პრეზიდენტის სიცო­ცხლის ბოლომდე), აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასა­მართლოს თავმჯდომარის, საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების პერი­ოდში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების და საქართველოს მთავ­რობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა პირთა დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას; ბ) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სა­მ­­სახურის ფუნქციებს აღნიშნული სამსახურის შექმნამდე; გ) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე,  უზ­რუ­ნველყოფს  საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირე­ბის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და საზღვარ­გა­რეთის  ქვეყნების სხვა მნიშვნელოვანი პირების დაცვით ღონისძიებებს საქა­რთველოში მათი ვიზიტის დროს;  დ) უზრუნველყოფს  უსაფრთხოების ზომების მიღებას იმ ღონის­ძიების მოწყობის ადგილებში, რომლებშიც მონაწილეობენ დასაცავი პირები; ე) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბა­მი­სად, ახორციელებს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ადმინი­სტრაციული შენობა-ნაგებობების, სამთავრობო რეზიდენციების,  და­სა­ცავ პირთა საცხოვრებელი სახლებისა და სხვა მნიშვნელოვანი შენობა-ნაგე­ბობების დაცვას; ვ) ახორციელებს დასაცავი პირების გადაადგილებისათვის განკუთ­ვ­ნილ სამსახურის სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური გამართუ­ლო­ბისა და უსაფრთხოების კონტროლს; ზ)  საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ნუს­ხით განსა­ზღვრულ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში ნიშნავს თანამშ­რომ­ლებს სამსახურის კადრში დატოვებით; თ) უზრუნველყოფს დაცვითი ღონისძიებების განხორციელებას დასა­ცავი პირების გადაადგილების მუდმივ და დროებით მარშრუტებზე; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს კავშირგაბ­მულობის საშუალებით საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხო გადაცემას, რისთვისაც თანამშრომლობს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და სხვა დაწესებულებებთან, რომლებიც აწარმოებენ სპეციალურ გამოკვლევებს აღნიშნულ სფეროში; კ)   დასაცავ პირთა ყოფნის მუდმივ და დროებით  ადგილებში  ახორცი­ე­ლებს ოპერატიულ-ტექნიკურ შემოწმებას, სამედიცინო უზრუნველყოფას კვლევის ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული მეთოდების გამოყენებით და დაცვის ობიექტების ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ღონისძიებებს; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, ოპერატიული მიზნებისათვის ქმნის კინოლოგიურ ბაზას და უზრუნველყოფს მის ფუნქციონირებას;  მ) განსაკუთრებულ პერიოდში, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს დასაცავ პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეიმუშავებს და ახორციელებს სპეციალურ ღონისძიებებს; ნ) აუცილებლობის შემთხვევაში მოიზიდავს საქართველოს  აღმას­რულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებათა  ძალებსა  და  საშუალებებს; ო) წყვეტს სამსახურის მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპ­ლექტების საკითხს; პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს დასაცავი ობიექ­ტების საიდუმლოების რეჟიმის დაცვის საქმიანობაში; ჟ) უზრუნველყოფს თავისი დანაყოფების მეცნიერულ-ტექნიკურ და ინფორ­მაციულ-ანალიტიკური საქმიანობის ორგანიზაციას; რ)  სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, თავისი კომპე­ტენ­ცი­ის ფარგლებში ახორციელებს ინფორმაციის მოპოვებასა და დამუშავებას, ანალიტიკურ კვლევას; ს) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ახორციელებს შეიარა­ღების, სპეციალური საშუალებებისა და ტექნიკის შეძენა-ექსპლუატაციას; ტ) დაცვის ობიექტების ადმინისტრაციასთან შეთანხმებით განსა­ზღ­ვრავს ამ ობიექტებზე დაშვების რეჟიმს და დაცვითი ღონისძიებების სის­ტემას, აგრეთვე რეკომენდაციას უწევს დაცვის ობიექტების ადმინისტრაციას მის გამგელობაში არსებული შენობა-ნაგებობის (დაცვის ობიექტი) დაცვის ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის თაობაზე; უ) ტექნიკური კონტროლის საშუალებათა გამოყენებით ახორცი­ელებს და­ცვის ობიექტებზე შემსვლელ პირთა შემოწმებას; ფ) განსაზღვრავს თავის ამოცანათა განხორციელების პრიორი­ტეტულ მიმართულებებს, შეიმუშავებს მუშაობის სრულყოფის მიზნობრივ კომპლე­ქსურ პროგრამებსა და ამ პროგრამების განხორციელების სამართლებრივ, ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სხვა მექანიზმებს; ქ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამუშავებს დანაყოფების სტრუქ­ტურას და საჭიროებისამებრ შეაქვს ცვლილებები საშტატო ნუსხაში; ღ) უცხო სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმო­მადგენელთა და სხვა მნიშვნელოვან პირთა საქართველოში ვიზიტის დროს გას­ცემს  მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის ქვეყა­ნაში შემოტანისა და ქვეყნიდან გატანის ნებართვებს; ყ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამო­სი­ლებებს.      თავი III. სამსახურის ხელმძღვანელობა და პერსონალი მუხლი 7🔗 1. სამსახურს  ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამ­­დებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. სამსახურის უფროსს სპეციალურ წოდებას ანიჭებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გარდა უმაღლესი სპეციალური წოდებისა. მუხლი  8🔗 სამსახურის უფროსი: ა)  წარმოადგენს სამსახურს და კანონმდებლობით  დადგენილი წესით ანიჭებს სამსახურის წარმომადგენლობის უფლებას; ბ)  ამტკიცებს სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების დებულებებს, სამსახურის საშტატო ნუსხას, სამსახურისა და სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მიერ გამოყენებული ბეჭდების, შტამპების, ლუქების ნიმუშებს, აგრე­თვე ბლანკების ნიმუშებს ოფიციალური მიმოწერისათვის; უფლება­მო­სი­ლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები, განსაზღვროს მათი მოვალეობები და საქმიანობის  წესი;  გ) განსაზღვრავს სამსახურის  სტრუქტურული დანაყოფების უფრო­სების  და სხვა თანამდებობის პირების უფლებამოსილებას და სტრუქ­ტუ­რუ­ლი დანაყოფების კონკრეტულ  ამოცანებს; დ)  აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯ­დომარეებთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდე­ბობიდან ათავისუფლებს  სამსახურის შემადგენლობაში შემავალი აფხაზე­თისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების დანაყოფების უფროსებს;  ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამ­სახურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანა­მშრომლებს; ვ)  თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამსახურის სტრუ­ქტურული დანაყოფების რეორგანიზაციას; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურებრივ ზედამ­ხე­დ­ვე­ლობას უწევს სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების და არსებობის შემთხვევაში სამსახურის მმართველობის სფეროში  შემავალი  საჯარო სამარ­თ­ლის იურიდიული პირის (პირების) საქმიანობას; თ) გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტებს სამსახურებრივი ზედა­მხედველობის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით; ი)  დადგენილი წესით ანიჭებს სპეციალურ წოდებებს სახელმწიფო და­ც­­ვის პოლკოვნიკის სპეციალური წოდების ჩათვლით; კ) სათანადო დამსახურებისთვის სპეციალური წოდების მქონე პირად შემადგენლობას ვადაზე ადრე ანიჭებს მორიგ სპეციალურ წოდებებს სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკის სპეციალური წოდების ჩათვლით; ლ) წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამ­სახურის თანამშრომლებს; მ) სამსახურის თანამშრომლებს დადგენილი წესით  წარადგენს სახე­ლმწიფო ჯილდოებზე; ნ)  აწესებს და ანიჭებს სამსახურებრივ (უწყებრივ) ჯილდოებს; ო) განსაზღვრავს ოპერატიული საქმიანობის ძირითად მიმართუ­ლე­ბებს, ამტკიცებს დაცვითი ღონისძიებების გეგმებს;  პ) უზრუნველყოფს თანამშრომელთა ოპერატიული, საბრძოლო და სპეცი­ალური მომზადების ორგანიზებას, რისთვისაც ამტკიცებს შესაბამის პრო­გრამებს, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს შესა­ბამის ნორმატივებსა და სახელმძღვანელო სტანდარტებს; ჟ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანების განხორციელების მიზნით გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ამტკიცებს თანამშრომელთა ეთიკის კოდექსს; რ)  კანონით დადგენილი წესით, აუცილებლობის შემთხვევაში, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამის უწყებებთან შეთანხმებით გამო­სცემს ერთობლივ ბრძანებებს; ს)  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგე­ნილი წესით ყოველწლიურად წარადგენს ანგარიშს სამსახურიდან გასული საჯარო ინფორმაციის შესახებ; ტ) კანონით დადგენილი წესით განკარგავს სახელმწიფო დაცვის სპე­ციალური სამსახურის ფულად სახსრებს და მატერიალურ ფასეულობებს; უ)  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდე­ქსით დადგენილი წესით სამსახურისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით გასცემს სააღსრულებო ფურცელს, რომლის ფორმას ამტ­კი­ცებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ფ) სამსახურში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვის მიზ­ნით დებს შრომით ხელშეკრულებებს შესაბამისი სპეციალობის მქონე პირე­ბთან  (მათ შორის სამხედრო, სახელმწიფო  სპეციალური წოდების მქონე და სამო­ქალაქო პირებთან), ადგენს ხელშეკრულებით მოწვეული თანამშ­რომ­ლე­ბის პერსონალურ თანამდებობრივ განაკვეთებს კანონმდებლობით დად­გენილი წესით; ქ)  განსაზღვრავს სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი მოწ­მობების გაცემის, გამოყენების და ჩაბარების წესს; ღ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გასცემს იარაღის და სპეცი­ალური საშუალებების შენახვისა და ტარების უფლებას; ყ) სათანადო უფლებამოსილებით წარმოადგენს სამსახურს საერთა­შორისო ორგანიზაციებში; შ) პასუხისმგებელია სამსახურისთვის განსაზღვრული ამოცანების შეს­რულებაზე; ჩ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლება­მო­სი­ლე­ბებს. მუხლი 9🔗 სამსახურის უფროსის ბრძანება და დავალება სავალდებულოა შესას­რუ­ლებლად სამსახურის მთელი სისტემისა და თანამდებობის  პირებისათვის. მუხლი 10🔗 1. სამსახურის უფროსს ჰყავს ოთხი მოადგილე, რომლებსაც საქარ­თვე­ლოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანა­მდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. 2. სამსახურის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის მოვა­ლეობას შესაბამისი ბრძანების საფუძველზე ასრულებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე  ამავე ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. 3. სამსახურის  უფროსის მოადგილე, რომელიც იმავდროულად არის სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი, წარმართავს სამსახურის ურთი­ერ­თობას საქართველოს პარლამენტთან. მუხლი 11🔗  სამსახურში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელი თანამ­დებობის პირები არიან სამსახურის უფროსის მოადგილეები, სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების უფროსები, მათი მოადგილეები, აღნიშნული დანაყოფების ქვედანაყოფების - სამმართველოს უფროსები და საშტატო ნუსხით მათთან გათანაბრებული პირები, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუ­ფლებს სამსახურის უფროსი.   მუხლი 12🔗 სამსახურის სხვა თანამშრომლები არიან შესაბამისი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები (ჩარიცხვის გარეშე დანიშვნით  ან  შრომითი  ხელშეკრულებით მიღებული თანამშრომლები), რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურში იღებს და სამსახურიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. მუხლი 13🔗 1. სამსახურის გავლის სახეებია: ა) საკონტრაქტო; ბ) საკონტრაქტო-პროფესიული; გ) კადრის; დ) სამოქალაქო. 2. საკონტრაქტო, აგრეთვე საკონტრაქტო-პროფესიული, კადრის და სამო­ქა­ლაქო სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება საქართველოს მთა­ვრობის დადგენილებით დამტკიცებული შესაბამისი დებულებებით. 3. სამსახურში მიღების წესს განსაზღვრავს „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, ეს დებულება და სამსა­ხურის უფროსის შესაბამისი სამართლებრივი აქტები. 4. სამსახურში მისაღები კანდიდატები, დადგენილი წესით, გადიან შერ­ჩე­ვისა და შესწავლის პროცედურას. 5. სამსახურში მისაღები კანდიდატების შერჩევისა და შესწავლის წესი განისაზღვრება  სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით. თავი IV. სამსახურის სტრუქტურა და სტრუქტურული  დანაყოფების ფუნქციები მუხლი 14🔗 1. სამსახურის სტრუქტურას შეადგენენ მისი დანაყოფები, რომ­ლე­ბიც თა­ვიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ მათთვის დაკი­სრებული ამოცანების შესრულებას. 2. სამსახურის სტრუქტურული დანაყოფის ამოცანები, მის შემა­დ­გენლობაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ძირითადი საქმიანობა, ხელმძღვანელობა, ქვემდებარეობა და შენაცვლების წესი განისა­ზღვრება შესაბამისად ამ დებულებით, სამსახურის საშტატო ნუსხითა და სამსახურის სტრუქტურული დანაყოფის დებულებით. მუხლი 15🔗 1. სამსახურის სტრუქტურული დანაყოფებია: ა) სამსახურის ადმინისტრაცია  (დეპარტამენტი); ბ) პირადი დაცვის დეპარტამენტი; გ) ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის დეპარტამენტი; დ) ოპერატიული დეპარტამენტი; ე) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი; ვ) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი); ზ) ეკონომიკური დეპარტამენტი; თ) სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველო; ი) კადრების მთავარი სამმართველო; კ) სპეციალური დანიშნულების ავტოკოლონის უსაფრთხო გადა­ად­გილების უზრუნველყოფის  მთავარი სამმართველო; ლ) სამედიცინო მთავარი სამმართველო; მ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო; ნ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო; ო) დასავლეთ საქართველოს მთავარი სამმართველო. 2. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის შექ­მ­ნამდე სამსახურის სტრუქტურაშია საქართველოს პრეზიდენტის დაცვის მთა­­ვარი სამმართველო. მუხლი 16🔗 1. სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ძირითადი ამოცა­ნებია: ა) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის კოორ­დი­ნა­ციის უზრუნველყოფა; ბ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის სამართ­ლე­ბრივი უზრუნველყოფა და შესაბამისი კონსულტაციების გაწევა; გ)  საკანცელარიო და საარქივო საქმისწარმოების უზრუნველყოფა; დ) უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო  ორგანიზაციების წარ­მომადგენლების, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი პირების საქართველოში ვიზიტის დროს მათი თანმხლები პირების მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის, გადაადგილებისა და ქვეყნიდან გატანის სპეციალური ნებართვების რეესტრის წარმოება; ე)  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ვ) სამსახურის უფროსის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და სამ­სახურის ანგარიშების მომზადება; ზ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, კანონმდებლობით გა­თ­ვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკა­ვშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა, სამსახურის სტრუქტურულ დანაყოფებში საიდუმლო საქმისწარმოების მდგომარეობის კონტროლი; თ) ღია საინფორმაციო საშუალებებთან მუშაობის ორგანიზება (ბრიფი­ნგები, პრესკონფერენციები, ინტერვიუები); ი) კომპლექსური სასწავლო-საწვრთნელი პროგრამების შემუშავება და განხორციელება; კ)  სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული გეგმებისა და სასწავლო პროგრამების მიხედვით, მოსამსახურეთა ფიზიკური, საცეცხლე და ტაქ­ტიკური მომზადების უზრუნველყოფა თეორიული და პრაქტიკული მეცა­დინეობების ჩატარებით, მომზადების ან პროფესიული გადამზადების ცალ­კეული ეტაპის დასრულების შემდეგ გამოსაცდელი ნორმატივების ჩაბარების უზრუნველყოფა; ლ) სამსახურის დასაცავი პირების და დაცვის ობიექტების დაცვითი ღონი­სძიების დაგეგმვის უზრუნველყოფა; მ) საქართველოს ტერიტორიაზე დასაცავ პირთა ხშირი მონახულების ობიე­ქტების უსაფრთხოების (დაცვითი) მუდმივმოქმედი გეგმებით უზრუ­ნველყოფა; ნ) დაცვითი ღონისძიების განხორციელებისას რადიოეთერის მეშვე­ო­ბით სამსახურის სტრუქტურულ დანაყოფებს შორის ინფორმაციის დრო­ული გაცვლისა და ურთიერთქმედების კოორდინაციის უზრუნველყოფა; ო) სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზ­რუ­ნველყოფა. 2. პირადი დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავ­მ­ჯ­დომარის და სხვა დასაცავი პირების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა; ბ)  საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მისი სიცოცხლის ბოლომდე საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად, საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებო­ბის პირების დაცვითი ღონისძიებების  განხორციელება; დ) იმ პირთა დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა, რომლებსაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაენიშნებათ პერსონალური დაცვა; ე) საქართველოში ვიზიტად მყოფი უცხო ქვეყნების სახელმწიფო მეთა­ურებისა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პირების დაცვითი ღონის­ძი­ებებით უზრუნველყოფა; ვ)  დასაცავი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ ვითარებაში მათი უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფა; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დასაცავი პირების პერსო­ნა­ლური უსაფრთხოების ღონისძიებების ოპერატიული უზრუნველყოფა მათ მუდმივ  და დროებით სამუშაო და საცხოვრებელ ადგილებზე, აგრეთვე გადაადგილების მარშრუტებსა და მონახულების ობიექტებზე; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ოპერატიულ-სამძებრო ღონი­სძიებების განხორციელება დასაცავი პირების მიმართ შესაძლო მართლ­საწინააღმდეგო ქმედებების პროფილაქტიკის, ადრეულ ეტაპზე გამოვლენისა და დროული რეაგირების მიზნით; ი) დეპარტამენტში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის ანალიზი და სისტემატიზაცია, ოპერატიული ვითარების პროგნოზირება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დაცვითი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო სხვა ოპერატიული ღონისძიებების განხორციელება. 3. ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა)  თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად, საქართველოს საკანონმდებლო, აღმას­რუ­ლებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ადმი­ნისტ­რაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვითი ღონი­ს­ძიებების განხორციელება; ბ)  დაცვის ობიექტებზე სასაშვო რეჟიმის და საკონტროლო-გამშვებ პუნ­ქტებზე  წესრიგის უზრუნველყოფა; გ)  დასაცავი პირების მონახულების ობიექტებზე ხანძარსაწინააღმდეგო  პროფილაქტიკური  ღონისძიებების კონტროლის განხორციელება. 4.   ოპერატიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა)  საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრების პერსონალური უსაფრთხოების ღონისძიებების ოპერატიული უზრუნველყოფა მათ მუდმივ და დროებით სამუშაო და საცხოვრებელ ადგილებზე, აგრეთვე გადაადგილების მარშრუტებსა და მონახულების ობიექტებზე; ბ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება საქარ­თვე­ლოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების, მათი ოჯახის წევრებისა და შესაბამისი ობიექტების მიმართ შესაძლო მართლსაწი­ნა­აღ­მდეგო ქმედებების პროფილაქტიკის, ადრეულ ეტაპზე გამოვლენისა და დროული რეაგირების მიზნით; გ)  დეპარტამენტში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის ანალიზი და სისტემატიზაცია, ოპერატიული ვითარების პროგნოზირება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დაცვითი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო სხვა ოპერატიულ ღონისძიებათა განხორციელება; 5.   ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა)  სამსახურის დასაცავ პირებთან და დაცვის ობიექტებზე, მოთხოვნის შემთხვევაში, ინფორმაციის გაჟონვის ტექნიკური საშუალებებისა და მოწყობი­ლობების გამოვლენის, აღკვეთის და პროფილაქტიკის უზრუნვე­ლყოფა; ბ)  დაცვის ობიექტების, აგრეთვე დასაცავი პირების მონახულების ობი­ე­­ქტებისა და გადაადგილების მარშრუტების დათვალიერება ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოწყობილობების აღმოჩენის მიზნით; გ)  კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო ღო­ნი­­­ს­ძიებების განხორციელება ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; დ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ღია და დახურული რადიოკავშირებით უზრუნველყოფა; ე) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების საერთო მოხმარების საკაბელო-სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ვ) სამსახურის კუთვნილი კავშირის სისტემებისა და საშუალებების ექსპლუატაციის, აგრეთვე მათი ფუნქციონირების ხარისხის გასაუმჯო­ბე­სე­ბე­ლი სამუშაოების უზრუნველყოფა; ზ) სამსახურის კინოლოგიური ბაზის ფუნქციონირების უზრუნვე­ლყო­ფა. 6.  გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ძირითადი ამოცანებია: ა)  სამსახურის საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ბ) მოსამსახურეთა შესაძლო კანონსაწინააღმდეგო კონტაქტების, აგრე­თვე ისეთი კავშირების გამოვლენა და შესწავლა, რომელიც შესაძლოა არასა­სუ­რველ ზემოქმედებას ახდენდეს პირად შემადგენლობაზე; გ)   სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მუშაობის ინსპექტირება; დ) დაცვითი ღონისძიებების განხორციელებისას განაწესების მიმდი­ნარეობის  კონტროლი; ე)  გამოვლენილ დარღვევებზე, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოსამსახურეების მიერ შესაძლო ზიანის მიყენების ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება; ვ) სადისციპლინო მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის კონ­ტ­როლი. 7. ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამსახურის დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების უსაფ­რთხ­ოების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების მატე­რიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფა; ბ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მატერიალური საშუა­ლებებით უზრუნველყოფა; გ)  თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის მატერიალურ-ტექ­ნი­კური ბაზის სრულყოფისა და განვითარების ღონისძიებების განხორ­ცი­ელება; დ) სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუ­ა­ლე­ბების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა; ე) სამსახურის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების დაპროე­ქტების, მშენებლობის, მიმდინარე კაპიტალური შეკეთებისა და სარეკო­ნსტრუქციო სამუშაოების ორგანიზება და მათი ტექნიკური ზედამხე­დველობა; ვ)  სამსახურის საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა; ზ)  სამსახურის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება; თ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ხარჯთა ნუსხის შედგენა; ი) სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა; კ)  სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება. 8.  სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს ამოცა­ნებია: ა) დაცვითი ღონისძიებების გეგმების შესაბამისად, დასაცავ პირთა სამუ­შაო და დროებით ადგილსამყოფელზე, აგრეთვე მათი გადაადგილების მარშრუტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ბ) დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების უსაფრთხოების ღონის­ძიებათა საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა, მათ წინააღმდეგ შესაძლო მართლ­სა­წინააღმდეგო ქმედებების სპეციალური ღონისძიებებით  ნეიტრა­ლიზება; გ) მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობის შენარჩუნება. 9.  კადრების მთავარი სამმართველოს ამოცანებია: ა)  სამსახურის ხელმძღვანელობის საკადრო პოლიტიკის განხორცი­ელე­ბის მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია; ბ)  სამსახურში მისაღები კანდიდატების დადგენილი წესით შერჩევა და სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მაღალკვალიფიციური კადრე­ბით დაკომპლექტების ხელშეწყობა; გ) სამსახურის პირადი შემადგენლობის პირადი საქმეების შედგენა, თა­ვი­სი კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სამსახურებრივი დოკუმენტაციის წარმოება; დ) პირადი შემადგენლობის მიერ სამსახურის გავლასთან დაკავ­ში­რე­ბით სამსახურის უფროსის ბრძანებების პროექტების მომზადება; ე)  ატესტაციის ჩატარებისა და სამსახურის საატესტაციო კომისიის საქ­მ­ი­ა­ნობის უზრუნველყოფა. 10. სპეციალური დანიშნულების ავტოკოლონის უსაფრთხო გადაა­დგილების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ამოცანებია: ა)  ქვეყნის ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო ხელისუფ­ლების უმაღლესი რანგის თანამდებობის პირების ავტოტრანსპორტით უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა; ბ) მიღებული დავალებისა და დაცვითი ღონისძიებების გეგმების შესა­ბამისად, სამსახურის სხვა დასაცავ პირთა ავტოტრანსპორტით უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა; გ) დაცვითი ღონისძიებების გეგმების შესაბამისად, დასაცავ პირთა გადაად­გილების მუდმივ და დროებით მარშრუტებზე დაცვითი ღონი­სძიებების უზრუნველყოფა. 11. სამედიცინო მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი რანგის თანამ­დე­ბობის პირების სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა საქარ­თველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ; ბ)  სხვა დასაცავი პირების სამედიცინო დახმარებით უზრუ­ნველ­ყოფა; გ) სამსახურის თანამშრომლების სამედიცინო დახმარებით უზრუ­ნ­ვე­ლყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სპეციალური საექიმო კომი­სიის მიერ შემოწმების ორგანიზება და განხორციელება; დ) დასაცავი პირის მონახულების ობიექტზე, აგრეთვე დაცვის ობი­ექტზე სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების დაცვის კონტროლის უზრუნველყოფა; ე) სამსახურის ბალანსზე არსებულ ობიექტებზე წინასწარი და მიმდი­ნარე სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის განხორციელება. 12.  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანაა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საკანონ­მდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ხელმძ­ღვა­ნელებისა და ამ ორგანოების  ადმინისტრაციული შენობების დაცვითი ღონის­ძიებებით უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკი­ცებული ნუსხის შესაბამისად. 13. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ძირი­თადი ამოცანებია: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ხელმძღვანელების პირადი დაცვით უზრუნველყოფა; ბ) განსახორციელებელი დაცვითი ღონისძიებების ოპერატიულ-ტექნი­კური უზრუნველყოფა; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამსახურის მიერ განსახორციელებელ სხვა დაცვით ღონისძიებებში მონა­წი­ლეობის მიღება ან მათი უზრუნველყოფა. 14. დასავლეთ საქართველოს მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცა­ნებია სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული გეგმების შესაბა­მისად, დასავლეთ საქართველოს (მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუ­ბლიკის) ტერიტორიაზე სამსახურის დასაცავი პირების დაცვითი ღონის­ძიე­ბებით უზრუნველყოფა ან აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, აგრეთვე დასავლეთ საქართველოს (მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის) ტერიტორიაზე მდებარე სამსახურის დაცვის ობიექტების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა. 15. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის შექმ­ნამდე საქართველოს პრეზიდენტის დაცვის მთავარი სამმართველო უზ­რუ­ნველყოფს: ა)  საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებებს; ბ)  საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხო ევაკუაციას მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ საფრთხის არსებობის შემთხვევაში. მუხლი 17🔗 1. სამსახურის ძალები და საშუალებები, ამ დებულებით განსაზ­ღვ­რული ძირითადი ფუნქციების გათვალისწინებით, სამსახურის ხელმძ­ღვანელობის გადაწყვეტილებით, შეიძლება კონცენტრირებულ იქნეს სამსა­ხურის კომპეტენციაში შემავალი კონკრეტული ამოცანის ან ღონისძიების განხორციელების მიზნით. 2.  საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის სტრუქტურული დანაყო­ფე­ბის და მათი ქვედანაყოფების ხელმძღვანელები  უფლებამოსილი არიან დაქვემდებარებული ქვედანაყოფების ძალები და საშუალებები გადაანა­წი­ლონ ცალკეული ქვედანაყოფის მიერ მისთვის დაკისრებული ამოცანის დრო­უ­ლად და სრულყოფილად განხორციელების მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად. 3.  დაცვითი ღონისძიების ერთობლივად ჩატარების ეფექტიანობის მი­ზ­­ნით, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფები კოორ­დინა­ციას უწევენ დასავლეთ საქართველოს მთავარი სამმართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავარი სამმართველოების შესაბა­მისი ქვედანაყოფების საქმიანობას. მუხლი 18🔗 ამ დებულებაში ცვლილებების შეტანა, სამსახურის ლიკვიდაცია ან რეორ­განიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგე­ნილი წესით.