1. საჯარო კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში აცხადებს ამ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე თანამდებობის პირი; ამასთან, კანდიდატებს განცხადების შესატანად ეძლევათ არანაკლებ ათდღიანი ვადა შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან.
2. შეტყობინება კონკურსის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს მაინც:
ა) კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელება;
ბ) კანდიდატისათვის წაყენებული მოთხოვნები;
გ) შესასრულებელი სამუშაო;
დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა;
ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი საბუთების წარდგენის ვადა;
ვ) კომისიის მისამართი.
3. კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს სამი კვირისა კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან.
4. მუნიციპალიტეტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. კანდიდატთა ზღვრული ასაკი განისაზღვრება 65 წლით.
5. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავა