ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 01.04.2013
ძალის დაკარგვა 07.08.2014
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.125.016072
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ცნობილაძე | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 07.09.2010
დოკუმენტის ტექსტი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2013 წლის 1 აპრილი
ქ. ტყიბული
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №7 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ცნობილაძე
დანართი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება
ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის (ტექსტში შემდგომ – გამგეობა) სტრუქტურას, გამგეობის თანამდებობის პირების, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებებს და მუშაობის ორგანიზაციას.
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
გამგეობა
1. გამგეობა არის მუნიციპალიტეტის დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებების შესრულებას.
2. გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, სტუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისაგან.
მუხლი 2🔗.
გამგეობის საქმიანობის საფუძველი და ძირითადი პრინციპები
1. გამგეობა საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპის ქარტიის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად.
2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები, ტერიტორიული ორგანოები და თანამდებობის პირები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.
მუხლი 3🔗.
გამგეობის ადმინისტრაციული წარმოება
1. გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე.
2. გამგეობის ადმინისტრაციული წარმოების საფუძვლები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“, „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით.
3. გამგეობის საქმისწარმოებაში გამოყენებული დოკუმენტების სახეები და მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით „მუნიციპალიტეტის ორგანოების და სამსახურების უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელი'.
4. გამგეობის საქმისწარმოებაში დოკუმენტების მიღების, აღრიცხვის, მომზადების, გაფორმების, მოძრაობის, შესრულებაზე კონტროლის განხორციელების, შენახვისა და გამოყენების პროცედურები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით ..მუნიციპალიტეტის ორგანოების და სამსახურების საქმისწარმოების ინსტრუქცია'.
მუხლი 4🔗.
გამგეობის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები
1. გამგეობის სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების თანამდებობათა დასახელებები მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელსაც შეიმუშავებს გამგებელი და ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2. საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობის შესაბამის სარგოებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. გამგეობის მოხელეთა თანამდებობრივ სარგოებს საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს საკრებულო.
მუხლი 5🔗.
გამგეობის ადგილსამყოფელი
გამგეობის ადგილსამყოფელია ქალაქი ტყიბული, კარლო ლომაძის მოედანი №3
თავი II
მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები
მუხლი 6🔗.
გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები
1. გამგეობის საქმიანობას საერთო ხელმძღვანელობას უწევს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
2. გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები არიან:
ა) გამგებელი;
ბ) გამგებლის მოადგილე.
3. საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების უფლებამოსილება, არჩევა-გადაყენების, დანიშვნა-გათავისუფლების და საქმიანობის წესი განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით.
მუხლი 7🔗.
საკრებულოს თავმჯდომარე
1. საკრებულოს თავმჯდომარე საერთო ხელმძღვანელობას უწევს გამგეობის საქმიანობას.
2. საკრებულოს თავმჯდომარე:
ა) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებლის მიერ შემუშავებულ გამგეობის დებულების, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს;
ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ დებულების შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს გამგებელს;
გ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტით და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 95-ე, 98-107-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლების არებობისას, საკრებულოს თანხმობით, თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელს;
დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებლის მიერ შემუშავებულ გამგეობის საშტატო განრიგს და შესაბამის თანამდებობრივ სარგოებს (საშტატო ნუსხას);
ე) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებლისა და გამგეობის სხვა მოხელეების საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ვ) გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს გამგებლისა და გამგეობის სხვა მოხელეების სამუშაოთა აღწერილობებს;
ზ) გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს გამგეობის სამუშაო გეგმებს;
თ) ისმენს გამგებლის ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ, აფასებს გამგებლისა და გამგეობის საქმიანობას;
ი) საკრებულოს წარუდგენს გამგებლის მიერ მომზადებულ ანგარიშს გამგეობის საქმიანობის შესახებ;
კ) უზრუნველყოფს საკრებულოსა და მოქალაქეების ინფორმირებულობას გამგეობის საქმიანობის შესახებ;
ლ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებლის მიერ მომზადებულ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს;
მ) საკრებულოს წარუდგენს გამგებლის მიერ მომზადებულ ანგარიშს ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
ნ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს საკრებულოს სამუშაო გეგმებისა და სხდომების დღის წესრიგის შესაბამისად გამგეობის მიერ საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
ო) ზედამხედველობს გამგეობის მიერ საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებას;
პ) ახდენს გამგეობის მიერ მომზადებული და გამგებლის მიერ წარდგენილი საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების საკრებულოში ინიციირებას;
ჟ) ქმნის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას;
რ) ხელს აწერს გამგეობის მიერ მომზადებულ ადმინისტრაციულ გარიგებებს;
ს) ხელს აწერს გამგეობის მიერ მომზადებულ მშენებლობის ნებართვებს;
ტ) თანხმობას აძლევს გამგებელს დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე;
უ) გამგებლის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას გამგეობის მოხელის წახალისების ან მისთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ფ) გამგებლის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას დისციპლინარული გადაცდომისათვის მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
ქ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და საკრებულოს რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. საკრებულოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე. საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია ყოველწლიურად, საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში გამგეობის საქმიანობის შესახებ.
4. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივ სარგოს, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში განსაზღვრავს საკრებულო.
მუხლი 8🔗.
მუნიციპალიტეტის გამგებელი
1. გამგებელი არის გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირი, რომელიც უძღვება გამგეობის საქმიანობას.
2. გამგებელს საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე. გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განისაზღვრება ამ დებულებით.
3. გამგებელი:
ა) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს:
ა.ა.) გამგეობის დებულების, გამგეობის სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს;
ა.ბ.) გამგეობის საშტატო ნუსხას და შესაბამის თანამდებობრივ სარგოებს;
ა.გ) წინადადებებს გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხებზე;
ა.დ) გამგეობის სამუშაო გეგმებს;
ა.ე) საბიუჯეტო ნორმატიული აქტების პროექტებს;
ა.ვ) მუნიციპალური პროგრამების პროექტებს;
ა.ზ) დასაქმების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამების პროექტებს;
ა.თ) მუნიციპალიტეტისა და მისი დასახლებების მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმებს, სივრცითი ტერიტორიული მოწყობისა და ქალაქმშენებლობის მარეგულირებელ, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა დოკუმენტებს;
ა.ი) მუნიციპალური შესყიდვების გეგმას;
ა.კ) მუნიციპალიტეტის სახელით დასადები ადმინისტრაციული გარიგებების პროექტებს;
ა.ლ) წინადადებებს, რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებათა პროექტებს ადგილობრივი ქონების, მათ შორის მიწისა და სხვა ბუნებრივი რესურსების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;
ა.მ) წინადადებებს, რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებათა პროექტებს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება-გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის საკითხებზე;
ა.ნ) წინადადებებს, რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებათა პროექტებს გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების, გარე რეკლამის განთავსების, ადგილობრივ საზოგადოებრივ მომსახურებათა ორგანიზების საკითხებზე;
ა.ო) წინადადებებს, რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებათა პროექტებს ადგილობრივი მნიშვნელობის ჯანდაცვის, კულტურისა და სპორტის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებებს მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე;
ა.პ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ ყოველწლიურ და მიმდინარე ანგარიშებს;
ა.ჟ) ანგარიშებს მუნიციპალური პროგრამების განხორციელებისა და მიმდინარეობის შესახებ;
ა.რ) ანგარიშს გამგეობის საქმიანობის შესახებ;
ა.ს) ნორმატიული აქტებისა და სხვა დოკუმენტების პროექტებს მუნიციპალიტეტის კომპეტენციებს მიკუთვნებულ საკითხებზე;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამ დებულების 26-ე მუხლით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ამ დებულების 34-ე მუხლის შესაბამისად თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის საჯარო მოსამსახურეებს;
გ) დებს შრომით ხელშეკრულებებს გამგეობის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან;
დ) თანამდებობრივად არის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი;
ე) უზრუნველყოფს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების შესრულებას;
ვ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ადმინისტრაციული გარიგებების შესრულებას;
ზ) საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების შესასრულებლად ანაწილებს დავალებებს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებსა და ტერიტორიულ ორგანოებს შორის;
თ) ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების სამუშაო გეგმებს;
ი) ისმენს ანგარიშებს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის შესახებ;
კ) გამოსცემს ბრძანებებს გამგეობის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ;
ლ) ხელს აწერს ფინანსურ და ამ დებულებით, აგრეთვე საკრებულოს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა დოკუმენტებს;
მ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. გამგებელი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს წინაშე.
მუხლი 9🔗.
გამგებლის მოადგილე
1. გამგებლის მოადგილე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს გამგებლის მოვალეობას გამგებლის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, ან თანამდებობიდან მისი გადადგომის ან გათავისუფლების შემთხვევაში. გამგებლის მოადგილე ასრულებს სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრულ სამსახურებრივ ფუნქციებს და გამგებლის ცალკეულ დავალებებს.
2. გამგებლის მოადგილე ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
3. გამგებლის მოადგილეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამ დებულებით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
თავი III
გამგეობის სტრუქტურა
მუხლი 10🔗.
გამგეობის სტრუქტურული აგებულება
1. „გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებისაგან (შემდგომში–ტერიტორიული ორგანო).“.
2. მუნიციპალური სამსახურები იქმნება (უქმდება) და მათი დასახელებები განისაზღვრება ამ დებულებით. მუნიციპალური სამსახურის ფუნქციები და სტრუქტურა განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. სამსახურის დებულების პროექტს შეიმუშავებს გამგებელი.
3. მუნიციპალური სამსახური, სამსახურის დებულების შესაბამისად, ფუნქციურ დანიშნულებათა მიხედვით შეიძლება დაიყოს ქვედანაყოფებად – განყოფილებებად.
4. ტერიტორიული ორგანოები იქმნება ამ დებულებით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
მუხლი 11🔗.
მუნიციპალური სამსახურები
1. მუნიციპალური სამსახური არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების პროექტებს.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და გამგებლის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და ცალკეული დავალებების შესაბამისად.
3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4. მუნიციპალური სამსახურებია:
ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური;
გ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური უზრუნველყოფის, ლტოლვილთა, ვეტერანთა საქმეებისა და ჯანმრთელობის დაცვის სამსახური;
დ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური;
ე) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;
ვ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური;
ზ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური;
თ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახური.
მუხლი 12🔗.
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები
1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ქალაქ ტყიბულში;
ბ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოფელ ცუცხვათში;
გ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ორპირის თემში;
დ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო გურნის თემში;
ე) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ხრესილის თემში;
ვ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ჯვარისის თემში;
ზ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოჩხეთის თემში;
თ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო კურსების თემში;
ი) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო საწირის თემში;
კ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოფელ მუხურაში.
2. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას წარმართავს თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული.
მუხლი 13🔗.
გამგეობის რეორგანიზაცია
1. გამგეობის რეორგანიზაცია არის სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც ერთდროულად შეეხება ორ ან მეტ მუნიციპალურ სამსახურს ან ტერიტორიულ ორგანოს. რეორგანიზაცია ხორციელდება აგრეთვე მუნიციპალური სამსახურის (ტერიტორიული ორგანოს) ლიკვიდაციის შემთხვევაში.
2. რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია საკრებულოს დადგენილება გამგეობის დებულებაში ცვლილებების შეტანისა და გამგეობის რეორგანიზაციის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება:
ა) გამგეობის რეორგანიზებული სტრუქტურა;
ბ) რეორგანიზაციის განხორციელების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს;
გ) რეორგანიზაციის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს და მათი განხორციელების ვადებს;
დ) რეორგანიზაციის პროცესში გამგეობის საქმიანობის რეჟიმი.
3. რეორგანიზაციის გეგმით გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ღონისძიებები განხორციელების ვადების მითითებით:
ა) გამგეობის მოხელეთა გაფრთხილება რეორგანიზაციისა და მასთან დაკავშირებული შტატების შემცირების, აგრეთვე ატესტაციის (კონკურსის) ჩატარების შესახებ;
ბ) ტერიტორიული ორგანოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტის მომზადება, თუ რეორგანიზაცია შეეხება ტერიტორიული ორგანოს ფუნქციურ ცვლილებებს;
გ) სალიკვიდაციო ღონისძიებები, თუ რეორგანიზაცია გულისხმობს სტრუქტურული ერთეულის და/ან ტერიტორიული ორგანოს გაუქმებას;
დ) რეორგანიზებული სტრუქტურული ერთეულების დებულებების პროექტების მომზადება და მიღება;
ე) გამგეობის საშტატო ნუსხაში და თანამდებობრივ სარგოებში ცვლილებების, სამუშაოთა აღწერილობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროექტების მომზადება;
ვ) რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ატესტაციებისა და კონკურსების საორგანიზაციო ღონისძიებები;
ზ) რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები.
მუხლი 14🔗.
მუნიციპალური სამსახურის რეორგანიზაცია
1. მუნიციპალური სამსახურის რეორგანიზაცია არის სამსახურში განხორციელებული სტრუქტურული და/ან ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც არ შეეხება რომელიმე სხვა მუნიციპალურ სამსახურს.
2. მუნიციპალური სამსახურის რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია საკრებულოს დადგენილება სამსახურის დებულებაში (თუ ცვლილება შეეხება მუნიციპალური სამსახურის სახელწოდებას – აგრეთვე ამ დებულებაში) ცვლილებების (ცვლილებებისა და დამატებების) შეტანის და სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება:
ა) სამსახურის რეორგანიზებული სტრუქტურა და ფუნქციები;
ბ) რეორგანიზაციის სამოქმედო გეგმა;
გ) რეორგანიზაციის რეჟიმში სამსახურის საქმიანობის წესი.
3. მუნიციპალური სამსახურის რეორგანიზაციაზე ვრცელდება ამ დებულების მე-14 მუხლის შესაბამისი ნორმები.
თავი IV
გამგეობის საჯარო მოსამსახურეები
მუხლი 15🔗.
მოხელე, შტატგარეშე მოსამსახურე, დამხმარე მოსამსახურე
1. გამგეობაში საჯარო სამსახურს ეწევა:
ა) გამგეობის მოხელე, რომელიც დანიშნულია გამგეობის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე;
ბ) გამგეობის შტატგარეშე მოსამსახურე, რომელიც ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია გამგეობაში არამუდმივი სამუშაოს შესასრულებლად;
გ) დამხმარე მოსამსახურე, რომელიც ვადიანი ან უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია გამგეობაში დამხარე, ტექნიკური სამუშაოს შესასრულებლად.
2. გამგეობის დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „საქართველოს შრომის კოდექსის“ შესაბამისად დადებული შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით. გამგეობის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომით ხელშეკრულებას მუნიციპალიტეტის სახელით დებს გამგებელი.
მუხლი 16🔗.
გამგეობის მოხელის სამუშაოთა აღწერილობა (თანამდებობრივი ინსტრუქცია) და საკვალიფიკაციო მოთხოვნა
1. გამგეობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ყოველი თანამდებობისათვის (გარდა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობისა) განისაზღვრება სათანადო სამუშაოთა აღწერილობა (თანამდებობრივი ინსტრუქცია) და საკვალიფიკაციო მოთხოვნა.
2. სამუშაოთა აღწერილობით (თანამდებობრივი ინსტრუქციით) განისაზღვრება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობის პირის საქმიანობის სფერო, სამსახურებრივი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები.
3. საკვალიფიკაციო მოთხოვნით განისაზღვრება თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაცია, სამუშაო სტაჟი, ცოდნა და უნარ-ჩვევები. საკვალიფიკაციო მოთხოვნა შედგება მინიმალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისაგან. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნა საერთოა გამგეობის ყოველი საშტატო თანამდებობისათვის და განსაზღვრავს გამგეობაში თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნა წესდება თითოეული საშტატო თანამდებობისათვის და განსაზღვრავს ცალკეული თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაციას, სამუშაო სტაჟს, აგრეთვე დამატებით ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.
4. გამგებლის სამუშაოთა აღწერილობას (თანამდებობრივ ინსტრუქციას) განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო გამგეობის სხვა მოხელეების სამუშაოთა აღწერილობებს (თანამდებობრივი ინსტრუქციებს) – გამგებელი.
მუხლი 17🔗.
სამსახურის უფროსი
1. სამსახურის უფროსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის სამუშაო გეგმებს;
დ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
ე) იბარებს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფების და/ან მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს ანგარიშებს სამსახურის მიერ სამუშაო გეგმებით და გამგებლის ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
ზ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით სამსახურის საქმისწარმოებას;
თ) უზუნველყოფს სამსახურის მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ;
ი) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
მუხლი 18🔗.
თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული
1. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული:
ა) წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას;
ბ) ახორციელებს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს და უზრუნველყოფს ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს სამუშაო გეგმებს;
დ) ანაწილებს დავალებებს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
ე) იბარებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოხელეებს და აფასებს მათ ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს ანგარიშებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მიერ სამუშაო გეგმებით და გამგებლის ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
ზ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმისწარმოებას;
თ) უზუნველყოფს მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ;
ი) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.