„უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟების ნუსხისა და მათზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების მფლობელის მიერ საქართველოში ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 28 დეკემბრის №170/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№33/04
სარეგისტრაციო კოდი
300060000.18.011.016090
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/04/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №33/04

2013 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

 

„უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟების ნუსხისა და მათზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების მფლობელის მიერ საქართველოში ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 28 დეკემბრის №170/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟების ნუსხისა და მათზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების მფლობელის მიერ საქართველოში ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 28 დეკემბრის №170/01 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ)საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის, რომლის ფასიანი ქაღალდები დაშვებულია სავაჭროდ უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე პერიოდულ საანგარიშგებო მოთხოვნებს.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-5 მუხლი:

„მუხლი 5. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნები

1. საეთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, რომლის ფასიანი ქაღალდები დაშვებულია სავაჭროდ უცხო ქვეყნის ერთ-ერთ აღიარებულ საფონდო ბირჟაზე და რომელიც საქართველოში ახორციელებს საჯარო შეთავაზებას, ვალდებულია ეროვნულ ბანკში წარმოადგინოს ყველა ის ფინანსური, თუ სხვა სახის ანგარიში, რომლის წარდგენაც მას ევალება იმ აღიარებულ საფონდო ბირჟაზე, რომელზეც მისი ფასიანი ქაღალდები დაშვებულია სავაჭროდ და რომლის შესახებ მან საჯარო შეთავაზების დროს აცნობა ეროვნულ ბანკს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფინანსური, თუ სხვა სახის ანგარიში საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა უნდა წარადგინოს იმ ფორმით და იმ ვადებში როგორც იმ აღიარებულ საფონდო ბირჟაზე, რომელზეც მისი ფასიანი ქაღალდები დაშვებულია სავაჭროდ  და რომლის შესახებ მან საჯარო შეთავაზების დროს აცნობა ეროვნულ ბანკს.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე



დანართი №1

უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟების ნუსხა

 

1. ავსტრიის რესპუბლიკა:

ვენის საფონდო ბირჟა (Wiener Borse AG – http://www.wbag.at);

2. ბელგიის სამეფო:

ბრიუსელის საფონდო ბირჟა – „ევრონექსტ ბრიუსელი“ (Euronext Brussels – http://www.euronext.com);

3. ბულგარეთის რესპუბლიკა:

ბულგარეთის საფონდო ბირჟა – სოფია (Bulgarian Stock Exchange, Sofia – http://www.bse-sofia.bg);

4. კვიპროსის რესპუბლიკა:

კვიპროსის საფონდო ბირჟა (Cyprus Stock Exchange – http://www.cse.com.cy);

5. ჩეხეთის რესპუბლიკა:

პრაღის საფონდო ბირჟა (Prague Stock Exchange – http://www.pse.cz);

6. დანიის სამეფო:

კოპენჰაგენის საფონდო ბირჟა – „ოუ ემ იქს კოპენჰაგენი“ (Copenhagen Stock exchange, OMX Copenhagen – http://www.omxnordicexchange.com);

7. ესტონეთის რესპუბლიკა:

ტალინის საფონდო ბირჟა – „ოუ ემ იქს ტალინი“ (Tallinn Stock Exchange, OMX Tallinn – http://www.baltic.omxnordicexchange.com);

8. ფინეთის რეპუბლიკა:

ჰელსინკის საფონდო ბირჟა – „ოუ ემ იქს ჰელსინკი“ (Helsinki Stock Exchange, OMX Helsinki – http://www.omxnordicexchange.com);

9. საფრანგეთის რესპუბლიკა:

„ევრონექსტ პარიზი“ (Euronext Paris ; http://www.euronext.com/);

10. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა:

ა) „დოიჩე ბორსე“ (Deutsche Borse – http://deutsche-boerse.com/);

ბ) ბერლინის საფონდო ბირჟა (Borse Berlin – http://www.equiduct-trading.de);

გ) ჰამბურგის საფონდო ბირჟა (Borse Hamburg – http://www.hamburger-boerse.de);

დ) ჰანოვერის საფონდო ბირჟა ( Borse Hanover – http://www.boersenag.de);

ე) მიუნხენის საფონდო ბირჟა (Borse Munchen – http://www.boerse-muenchen.de);

ვ) „ევრექსი“ (Eurex – http://www.eurexchange.com);

ზ) შტუტგარტის საფონდო ბირჟა (Borse Stuttgart – http://www.boerse-stuttgart.de);

11. საბერძნეთის რესპუბლიკა:

ა) ათენის საფონდო ბირჟა (Athens Stock Exchange – http://www.ase.gr);

ბ) თესალონიკის საფონდო ბირჟა (Thessalonica Stock Exchange – http://www.tsec.ase.gr);

12. უნგრეთის რესპუბლიკა:

ბუდაპეშტის საფონდო ბირჟა (Budapest Stock Exchange – http://www.bse.hu);

13. ირლანდია:

ირლანდიის საფონდო ბირჟა (Irish Stock Exchange – http://www.ise.ie);

14. იტალიის რესპუბლიკა:

იტალიის/მილანის საფონდო ბირჟა (Borsa Italiana – http://www.borsaitaliana.it);

15. ლატვიის რესპუბლიკა:

რიგის საფონდო ბირჟა – „ოუ ემ იქს რიგა” (Riga Stock Exchange, OMX – http://nasdaqomx.com);

16. ლიტვის რესპუბლიკა:

ვილნიუსის საფონდო ბირჟა – „ოუ ემ იქს ვილნიუსი” (Vilnius Stock Exchange, OMX – http://nasdaqomx.com);

17. ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო:

ლუქსემბურგის საფონდო ბირჟა (Luxembourg Stock Exchange – http://www.bourse.lu);

18. მალტის რესპუბლიკა:

მალტის საფონდო ბირჟა (Malta Stock Exchange – http://www.borzamalta.com.mt);

19. ნიდერლანდის სამეფო:

„ევრონექსტ ამსტერდამი“ (Euronext Amsterdam – http://www.euronext.com);

20. პოლონეთის რესპუბლიკა:

ა) ვარშავის საფონდო ბირჟა (Warsaw Stock Exchange – http://www.gpw.pl);

ბ) „ნიუ ქონექთი“ (New Connect – http://www.newconnect.pl);

21.  პორტუგალიის რესპუბლიკა:

ა) „ევრონექსტ ლისაბონი“ (Euronext Lisbon – http://www.euronext.com);

ბ) „ოპექსი“ (OPEX – http://www.opex.pt);

22. რუმინეთი:

ა) ბუქარესტის საფონდო ბირჟა (Bucharest Stock Exchange – http://www.bvb.ro);

ბ) “სიბექსი” (SIBEX – Sibiu Monetary Financial and Commodities Exchange – http://www.bmfms.ro);

23. სლოვაკეთის რესპუბლიკა:

ბრატისლავას საფონდო ბირჟა (Bratislava Stock Exchange – http://www.bsse.sk);

24. სლოვენიის რესპუბლიკა:

ლუბლიანას საფონდო ბირჟა (Ljubljana stock Exchange – http://www.ljse.si);

25. ესპანეთის სამეფო:

ა) მადრიდის საფონდო ბირჟა (Bolsa de Madrid – http://www.bolsamadrid.es);

ბ) ბარსელონას საფონდო ბირჟა (Bolsa de Barcelona – http://www.borsabcn.es);

გ) ვალენსიის საფონდო ბირჟა (Bolsa de Valencia – http://www.bolsavalencia.es);

დ) ბილბაოს საფონდო ბირჟა (Bolsa de Bilbao – http://www.bolsabilbao.es);

26. შვედეთის სამეფო:

ა) სტოკჰოლმის საფონდო ბირჟა – „ოუ ემ იქს სტოკჰოლმი“ (Stockholm Stock Exchange. OMX – http://omxnordicexchange.com);

ბ) „ჩრდილოეთის მზარდი ბაზარი“ (Nordic Growth Market – http://www.ngm.se);

27. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო:

ა) ლონდონის საფონდო ბირჟა (London Stock Exchange – http://www.londonstockexchange.com);

ბ) ლონდონის საერთაშორისო ფიუჩერსების ბირჟა – „ევრონექსტი“ (London International Financial Futures Options Exchange – Euronext – http://www.euronext.com);

გ) „პლას მარკეტს“ (Plus Markets – http://www.plusmarketsgroup.com);

დ) ნორმანდიის კუნძულების საფონდო ბირჟა (Channel Islands Stock Exchange – http://www.cisx.com);

ე) გიბრალტარის საფონდო ბირჟა (Gibraltar stock Exchange);

28. ამერიკის შეერთებული შტატები:

ა) ნიუ იორკის საფონდო ბირჟა (New York Stock exchange – NYSE Euronext – http://www.nyse.com);

ბ) „ნასდაკი ოუ ემ იქსი“ (NASDAQ OMX – http://nasdaqomx.com);

გ) „ენ აი სი“ (NYC – New York Cotton Exchange – „ICE Trade the world“ – http://www.theice.com);

დ) „ნიუ იორკის ფიუჩერსების ბირჟა“ (New York Futures Exchange – „ICE Trade the world“ – http://www.theice.com);

ე) ჩიკაგოს სავაჭრო საბჭო (Chicago Board of Trade – http://www.cbot.com);

ვ) ჩიკაგოს ოფციების სავაჭრო საბჭო (Chicago Board Options Exchange – http://www.cboe.com);

ზ) ჩიკაგოს საფონდო ბირჟა (Chicago Stock Exchange – http://www.chx.com);

თ) ყავის, შაქრის და კაკაოს ბირჟა (Coffee, Sugar and Cocoa Exchange – http://www.theice.com);

ი) ამერიკის საფონდო ბირჟა (American Stock Exchange – http://www.amex.com);

კ) კანზასის სავაჭრო საბჭო (Kansas City Board of Trade – http://www.kcbt.com);

ლ) მინეაპოლისის მარცვლეულის ბირჟა (Minneapolis Grain Exchange – http://www.mgex.com);

29. კანადა:

ა) „ნასდაკ კანადა“ (NASDAQ Canada – http://www.nasdaq-canada.com);

ბ) ტორონტოს საფონდო ბირჟა (Toronto Stock Exchange – TSX Group – http://www.tsx.com);

გ) მონრეალის საფონდო ბირჟა (Montreal Stock exchange – http://www.m-x.ca);

დ) კანადის ახალი საფონდო ბირჟა (Canada’s New Stock Exchange – http://www.cnq.ca);

ე) კანადის ფიუჩერსების ბირჟა (ICE Futures Canada – https://www.theice.com/futures–canada.jhtml);

30. კორეის რესპუბლიკა:

ა) „კოსდაკი“ (KOSDAQ – Korean Securities Dealers Automated Quotations);

ბ) კორეის საფონდო ბირჟა (Korea stock Exchange – http://krx.co.kr);

31. იაპონია:

ა) ტოკიოს საფონდო ბირჟა (Tokyo stock Exchange – http://www.tse.or.jp);

ბ) “ჯასდაკი” (JASDAQ – http://www.jasdaq.co.jp);

გ) ოსაკას საფონდო ბირჟა (Osaka Stock Exchange – http://www.ose.or.jp);

დ) ფუკუოკას საფონდო ბირჟა (Fukuoka Stock Exchange – http://www.fse.or.jp);

ე) ნაგოიას საფონდო ბირჟა (Nagoya stock Exchange – http://www.nse.or.jp);

ვ) საპოროს საფონდო ბირჟა (Sapporo Securities Exchange – http://www.sse.or.jp);

32. ჰონგ კონგი:

ა) ჰონგ კონგის საფონდო ბირჟა (Hong Kong Stock Exchange – http://www.hkex.com.hk);

ბ) ჰონგ კონგის მზარდი საწარმოების ბაზარი (Hong Kong Growth Enterprise Market – http://www.hkgem.com);

33. ისრაელის სახელმწიფო:

თელავივის საფონდო ბირჟა (Tel Aviv Stock Exchange – http://www.tase.co.il);

34. სინგაპურის რესპუბლიკა:

ა) სინგაპურის საფონდო ბირჟა (Singapore Stock Exchange – http://www.sgx.com);

ბ) სინგაპურის სასაქონლო ბირჟა (Singapore Commodity Exchange – http://www.sicom.com.sg);

35. ბაჰრეინის სამეფო:

ბაჰრეინის საფონდო ბირჟა(Bahrain Stock Exchange – http://www.bahrainstock.com);

36. შვეიცარიის კონფედერაცია:

ა) შვეიცარიის საფონდო ბირჟა (SWX Swiss Exchange – http://www.swx.com);

ბ) ბერნის საფონდო ბირჟა (Berne Exchange – http://www.berne-x.com);

37. არაბთა გაერთიანებული საამიროები

ა) აბუ დაბის საფონდო ბირჟა (Abu Dhabi stock Exchange – http://www.adx.ae);

ბ) დუბაის საფინანსო ბაზარი (Dubai Financial Market – http://www.dfm.ae);

გ) დუბაის საერთაშორისო საფინანსო ბირჟა (Dubai International financial Exchange – http://www.difx.ae);

38. ისლანდიის რესპუბლიკა:

ისლანდიის საფონდო ბირჟა – „ოუ ემ იქს ისლანდია“ (Iceland Stock Exchange – OMX – http://omxnordicexchange.com);

39. ნორვეგია:

ოსლოს საფონდო ბირჟა – „ოუ ემ იქს ოსლო“ (Oslo Stock Exchange, OMX – http://omxnordicexchange.com);

40. ახალი ზელანდია:

ახალი ზელანდიის საფონდო ბირჟა (New Zealand Stock Exchange – http://www.nzx.com);

41. ავსტრალიის თანამეგობრობა:

ა) სიდნეის ფიუჩერსების ბირჟა (Sydney Futures Exchange – http://www.sfe.com.au);

ბ) ავსტრალიის წყნარი ოკეანის ბირჟა (Australia Pacific Exchange – http://www.apx.com.au);

გ) ავსტრალიის ნაციონალური საფონდო ბირჟა (National Stock exchange of Australia – http://www.nsxa.com.au);

დ) ავსტრალიის ფასიანი ქაღალდების ბირჟა (Australian Securities Exchange – http://www.asx.com.au);

ე) ბენდიგოს საფონდო ბირჟა (Bendigo Stock Exchange – http://www.bsx.com.au);

42 მაკედონია:

 მაკედონიის საფონდო ბირჟა (Macedonia Stock Exchange – http://www.mse.org.mk);

43 მონტენეგრო:

ა) მონტენეგროს საფონდო ბირჟა (Montenegro Stock Exchange – http://www.montenegroberza.com);

ბ) ფასიანი ქაღალდების ახალი საფონდო ბირჟა (New Securities Stock Exchange or NEX Stock Exchange (NEX) – http://www.tmx.com/en/nex/);

44. სერბეთი:

ბელგრადის საფონდო ბირჟა (Belgrade Stock Exchange – http://www.belex.co.yu);

45. ხორვატია:

ზაგრების საფონდო ბირჟა (Zagreb stock Exchange – http://www.zse.hr);

46. ბოსნია და ჰერცოგოვინა:

ა) სარაევოს საფონდო ბირჟა (Sarajevo Stock Exchange – http://www.sase.ba);

ბ) ბანია ლუკას საფონდო ბირჟა (Banja Luka Stock Exchange – http://www.blberza.com);

47. რუსეთი:

ა) მოსკოვის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟა (Moscow Interbank Currency Exchange – http://www.micex.com);

ბ) მოსკოვის საფონდო ბირჟა (Moscow Stock Exchange – http://www.mse.ru);

გ) რუსეთის სავაჭრო სისტემა (The Russian Trading System – http://www.rts.ru);

დ) სანკტ-პეტერბურგის საფონდო ბირჟა (Saint Petersburg Stock Exchange – http://www.spbex.ru);

48. ბელორუსია:

ბელორუსიის სავალუტო და საფონდო ბირჟა (Belarusian Currency and Stock Exchange – http://www.bcse.by);

49. მოლდავეთი:

მოლდავეთის საფონდო ბირჟა (Moldavia Stock Exchange – http://www.moldse.md);

50. უკრაინა:

ა) უკრაინის საფონდო ბირჟა (Ukrainian Stock Exchange – http://www.ukrse.kiev.ua);

ბ) „პი ეფ ტი ეს” – (PFTS Stock Exchange – http://www.pfts.com);

51. სომხეთი:

„ნასდაკი ოუ ემ იქსი” (NASDAQ OMX Armenia – http://www.nasdaqomx.am);

52. აზერბაიჯანი:

ბაქოს საფონდო ბირჟა (Baku Stock Exchange – http://www.bfb.az);

53. ყაზახეთი:

ყაზახეთის საფონდო ბირჟა (Kazakhstan Stock Exchange – http://www.kase.kz);

54. უზბეკეთი:

ტაშკენტის საფონდო ბირჟა (Toshkent Stock Exchange – http://www.uzse.uz/new/main/main.asp);

55. ფარერის კუნძულები:

ფარერის ფასიანი ქაღალდების ბაზარი (Faroese securities Market – http://vmf.fo/);

56. მალაიზია:

მალაიზიის საფონდო ბირჟა ( Bursa Malaysia – http://www.klse.com.my);

57. ჩინეთი:

ა) შანჰაის საფონდო ბირჟა (Shanghai Stock Exchange – http://www.sse.com.cn);

ბ) შანჰაის მეტალის ბირჟა (Shanghai Metal Exchange – http://en.smm.cn/Information/Default.aspx);

გ) შენჟენის საფონდო ბირჟა (Shenzhen Stock Exchange – http://www.szse.cn);

58. ტაივანი:

ტაივანის საფონდო ბირჟა (Taiwan Stock Exchange – http://www.tse.com.tw);

59. მალდივები:

მალდივების საფონდო ბირჟა (Maldives Stock Exchange – http://www.maldivesstockexchange.com.mv);

60. პაპუა ახალი გვინეა:

პორტ მორსბის საფონდო ბირჟა (Port Moresby Stock Exchange – http://www.pomsox.com.pg);

61. ფიჯი:

სამხრეთ წყნარი ოკეანის საფონდო ბირჟა (South Pacific Stock Exchange – http://www.spse.com.fj);

62. კატარი:

დოჰას ფასიანი ქაღალდების ბაზარი (Doha Securities Market – http://www2.dsm.com.qa/);

63. ეგვიპტე:

ეგვიპტის ბირჟა (The Egyptian Exchange – http://www.egyptse.com);

64. თურქეთი:

სტამბულის საფონდო ბირჟა (Istanbul Stock Exchange – http://www.ise.org);

65. ომანი:

მუსკატის საფონდო ბირჟა (Muscat Securities Market – http://www.msm.gov.om);

66. იორდანია:

ამანის საფონდო ბირჟა (Amman Stock Exchange – http://www.ase.com.jo);

67. საუდის არაბეთი:

საუდის არაბეთის საფონდო ბირჟა (Saudi Stock Exchange, Tadawul – http://www.tadawul.com.sa);

68. ბაჰამის კუნძულები:

ბაჰამის საფონდო ბირჟა (Bahamas Securities Exchange – http://www.bisxbahamas.com);

69. მექსიკა:

 მექსიკის საფონდო ბირჟა (Bolsa Mexicana de Valores – http://www.bmv.com.mx);

70. კარიბის კუნძულები:

აღმოსავლეთ კარიბის საფონდო ბირჟა (Eastern Caribbean Securities Exchange – http://www.ecseonline.com);

71. ბერმუდა:

ბერმუდის საფონდო ბირჟა (Bermuda Stock Exchange – http://www.bsx.com);

72. ბრაზილია:

ა) რიო-დე-ჟანეიროს საფონდო ბირჟა (Rio de Janeiro Stock Exchange – http://www.bvrj.com.br/);

ბ) ბრაზილიის საფონდო ბირჟა (BM&F Bovespa – www.bovespa.com.br);

გ) მინაუს, ესპირიტუს სანტოსის და ბრაზილიის საფონდო ბირჟა (BOVMESB – Minas, Brasília and Espírito Santo Stock Exchange – http://www.bovmesb.com.br);

73. ჩილე:

ა) სანტიაგოს საფონდო ბირჟა (Santiago stock exchange – http://www.bolsadesantiago.com);

ბ) სანტიაგოს ელექტრონული საფონდო ბირჟა (Santiago Electronic stock exchange – http://www.bolchile.cl);

74. სალვადორი:

სალვადორის საფონდო ბირჟა (Bolsa de Valores de El Salvador – http://www.bves.com.sv);

75. გვიანა:

გვიანას საფონდო ბირჟა (Guyana Stock Exchange – http://www.gasci.com);

76. ჰონდურასი:

ჰონდურასის საფონდო ბირჟა (Bolsa de Valores de Honduras – http://www.bolcen.org);

77. პანამა:

პანამის საფონდო ბირჟა (Bolsa de Valores de Panama – http://www.panabolsa.com);

78. პერუ:

ლიმას საფონდო ბირჟა (Bolsa de Valores de Lima – http://www.bvl.com.pe);

79. ურუგვაი:

ა) მონტევიდეოს საფონდო ბირჟა (Bolsa de Valores de Montevideo – http://www.bvm.com.uy);

ბ) ურუგვაის ელექტრონული ბირჟა (Bolsa Electronica de Valores de Uruguay – http://www.bevsa.com.uy);

80. ვენესუელა:

კარაკასის საფონდო ბირჟა (Bolsa de Valores de Caracas – http://www.bolsadecaracas.com);

81. სამხრეთ აფრიკა:

ა) იოჰანესბურგის საფონდო ბირჟა (Johannesburg Securities Exchange – http://www.jse.co.za);

ბ) სამხრეთ აფრიკის ფიუჩერსების ბირჟა ( SAFEX – The South African Futures Exchange – http://www.safex.co.za);

გ) ალტერნატიული ბირჟა (ALTX – http://www.altx.co.za);

დ) სამხრეთ აფრიკის ობლიგაციების ბირჟა (Bond exchange of South Africa – http://www.bondexchange.co.za);

82. ბოტსვანა:

ბოტსვანას საფონდო ბირჟა (Botswana Stock Exchange – http://www.bse.co.bw);

83. კოტ დივუარის რესპუბლიკა:

მოძრავი ქონების რეგიონალური საფონდო ბირჟა – (BRVM) (Bourse Régionale des Valeurs Mobilières SA – http://www.brvm.org/);

84. განა:

განას საფონდო ბირჟა ( Ghana Stock exchange – http://www.gse.com.gh);

85. მავრიკი:

მავრიკის საფონდო ბირჟა (The Stock Exchange of Mauritius – http://www.stockexchangeofmauritius.com);

86. ტუნისი:

ტუნისის მოძრავი ქონების საფონდო ბირჟა (Bourse des Valeurs Mobilières de Tunis – http://www.bvmt.com.tn).“.