ფრაქციათა საქმიანობის გაუმჯობესების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 29.03.2013
გამომცემი ორგანო თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.132.016168
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2013
matsne.gov.ge 188 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე

დოკუმენტის ტექსტი

ფრაქციათა საქმიანობის გაუმჯობესების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ თვითმმართველი ქალაქი  ბათუმის საკრებულოს დადგენილება №17 2013 წლის 29 მარტი ქ. ბათუმი ფრაქციათა საქმიანობის გაუმჯობესების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის  შესაბამისად, თვითმ­მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ადგენს: 1. თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოში შექმნილი ფრაქციების საქმიანობის გაუმჯო­ბესე­ბის მიზნით, თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოში არსებული  ფრაქციებისათვის მოწვეულ იქნეს თითო სპეციალისტი. 2. აღნიშნული დადგენილების პირველი პუნქტით  გათვალისწინებული ფრაქციების თანამშ­რომელთა შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. 3. აღნიშნული დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფრაქციების თანამშრომელთა  სამუშაოზე მიღება და სამუშაოდან გათავისუფლება ხორციელდება ფრაქციის თავმ­ჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, შრომითი ხელშეკ­რულების საფუძ­­ველზე, რომლის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს წარდგინებიდან ერთი თვის ვადაში. 4. აღნიშნული დადგენილების პირველი პუნქტით  გათვალისწინებული ფრაქციების თანამშრომელი უზრუნველყოფს: ა) ფრაქციის სხდომების მომზადებისათვის საჭირო ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონის­ძიებების განხორციელებას; ბ) ფრაქციის მიერ საკრებულოში განსახილველად წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექ­ტების მომზადებას; გ) ფრაქციის თავმჯდომარის წერილებისა და კორესპონდენციების მომზადებას; დ) ფრაქციის და ფრაქციის თავმჯდომარის დავალებების შესრულებას; ე) ფრაქციის წესდებით გათვალისწინებული სპეციალისტების შრომის ანაზღაურების სხვა ღონისძიებების განხორციელებას; 5. დადგენილებით განსაზღვრული სპეციალისტების შრომის ანაზღაურების შესაბამისი დაფინანსება განხორციელდეს თვითმმართველი ქ. ბათუმის 2013 წლის ბიუჯეტით, საკრებულოსათვის  გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქ­ვ­ე­­ყ­­ნე­ბისთანავე.ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჩავლეიშვილი