„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ 14.12.2007
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) გარემოზე ზემოქმედების ნებართვა (შემდგომ – ნებართვა) – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, განუსაზღვრელი ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც გაიცემა საქმიანობის განმახორციელებელზე და საქმიანობის დაწყების სამართლებრივი საფუძველია;“.
2. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამინისტროსთვის წარდგენილ დოკუმენტაციაზე სამინისტრო გასცემს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც მტკიცდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ასეთ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსთვის მშენებლობის ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება ასევე უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის მე-6 და მე-7 მუხლების და მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს.“.
3. მე-8 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მოსალოდნელი ემისიების მოცულობა და სახეები (მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის/ჩაშვების ნორმების პროექტი (4 ეგზემპლარად);“;
ბ) მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მოსალოდნელი ემისიების მოცულობა და სახეები (მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის/ჩაშვების ნორმების პროექტი (4 ეგზემპლარად) – აღნიშნული დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იქნეს მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიაზე;“.
4. მე-19 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომ – დეპარტამენტი).“;
ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს დეპარტამენტი.
5. დეპარტამენტი სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს მხოლოდ შერჩევითი შემოწმებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს.
ქუთაისი, 25 მარტი 2013 წ. N478-რს |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.03.2013.
- როდის იქნა მიღებული „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.03.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №478-რს. სარეგისტრაციო კოდი — 360160000.05.001.016929.
- რამდენი მუხლისგან შედგება „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.03.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №478-რს, 25.03.2013, სარეგისტრაციო კოდი 360160000.05.001.016929 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1885905/