⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (23.10.2014)
გაუქმებულია:

საქართველოს ეროვნული ბანკში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 02.04.2013
ძალის დაკარგვა 23.10.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი №გამოშვების წელი
სარეგისტრაციო კოდი 140120000.18.011.016091
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,373 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.04.2013 მიღება
23.10.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (4)
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
იარაღისა და საბრძოლო მასალის გაცემა
ნომერი გამოშვების წელი
თარიღი საათი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №35/04 2013 წლის 2 აპრილი ქ.თბილისი საქართველოს ეროვნულ ბანკში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე ,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის და მე-20 მუხლის პირველი პუნქტის და ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,საქართველოს ეროვნულ ბანკში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი“ თანდართულ დანართებთან ერთად. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე საქართველოს ეროვნულ ბანკში იარაღისა  და საბრძოლო მასალის შენახვის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნულ ბანკში (შემდგომში – ეროვნული ბანკი) სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალის აღრიცხვის, შენახვის წესსა და პირობებს. 2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი განმარტება: ა) ინკასატორი - „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების  შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ  ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის მე-12 მუხლითა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 66-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირი; ბ) პასუხისმგებელი პირი - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის ან აღმასრულებელი დირექტორის (შემდგომში – ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირი) მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული პირი, რომელსაც ევალება იარაღისა და საბრძოლო მასალის აღრიცხვა, შენახვა, გაცემა და მიღება, ასევე შეიარაღების ტექნიკურ მდგომარეობაზე კონტროლი. 3. ინკასატორს უნდა ჰქონდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული იარაღის ტარების ნებართვა. 4. პასუხისმგებელი პირის მიერ სამსახურებრივი-საშტატო იარაღი და საბრძოლო მასალა ინკასატორზე გაიცემა ინკასაციის ოპერაციებისა და სასწავლო სროლების ჩატარების დროს. 5. პასუხისმგებელი პირის დროებით არყოფნის შემთხვევაში იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაბარება და მისი მოვალეობის შესრულების სხვა პირზე დაკისრება ხდება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით. 6. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაბარებისას ფორმდება აქტი, რომელსაც ხელს აწერს პროცესში მონაწილე ყველა პირი. 7. ამ წესის დაცვა სავალდებულოა ეროვნული ბანკის ყველა იმ თანამშრომლისათვის, რომელსაც შეხება აქვს იარაღთან. მუხლი 2🔗. ინკასატორის ვალდებულება 1. ინკასატორი ვალდებულია უზრუნველყოს: ა) ამ წესებისა და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების განუხრელი დაცვა; ბ) ფასეულობის გადაზიდვების ოპერაციების, ასევე სასწავლო სროლების დასრულების შემდგომ იარაღის და დარჩენილი საბრძოლო მასალის დაუყოვნებლივ ჩაბარება პასუხისმგებელ პირზე; გ) იარაღის და საბრძოლო მასალის დაკარგვის ან გატაცების შემთხვევაში მომხდარის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უახლოესი ქვედანაყოფისათვის და საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის უფროსისათვის ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება. 2. ინკასატორის გაუფრთხილებელი ან ბრალეული ქმედებით უვარგისად ქცეული იარაღი ან საბრძოლო მასალა უბრუნდება იარაღის გამცემს დადგენილი წესით, ხოლო ეროვნული ბანკისათვის მიყენებული ზარალი ექვემდებარება ინკასატორის მიერ ანაზღაურებას, მისი საბალანსო ღირებულების შესაბამისად. მუხლი 3🔗. პასუხისმგებელი პირის ვალდებულება პასუხისმგებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს: ა) იარაღისა და საბრძოლო მასალის აღრიცხვა, შენახვა, გაცემა და მიღება; ბ) სასწავლო სროლების ჩატარების ორგანიზება; გ) იარაღისა და საბრძოლო მასალის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი; დ) იარაღისა და საბრძოლო მასალის შესანახი საშუალებების გასაღებების საიმედოდ შენახვა ისე, რომ გამოირიცხოს  მათი სხვა პირთა ხელში მოხვედრის შესაძლებლობა. მუხლი 4🔗. იარაღისა და საბრძოლო მასალის მიღება, გაცემა და აღრიცხვა 1. ეროვნულ ბანკში იარაღისა და საბრძოლო მასალის მიღება-გაცემა-შენახვასა და აღრიცხვაზე კონტროლს ახორციელებს ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტი.  2. ეროვნულ ბანკში არსებული იარაღი და საბრძოლო მასალა პასუხისმგებელი პირის მიერ აღირიცხება „იარაღისა და საბრძოლო მასალის აღრიცხვის დავთარში“ (დანართი №1), სადაც მიეთითება იარაღისა და საბრძოლო მასალის დასახელება, ნომერი, გამოშვების წელი, ნებართვის ნომერი და რაოდენობა. 3. პასუხისმგებელი პირის მიერ ინკასატორზე იარაღისა და საბრძოლო მასალის  გაცემა და მისგან ჩაბარება ხორციელდება „იარაღისა და საბრძოლო მასალის მიღება-ჩაბარების რეგისტრაციის დავთრის“ (დანართი №2) მეშვეობით, სადაც მიეთითება მიღების/ჩაბარების თარიღი, დრო, იარაღისა და საბრძოლო მასალების დასახელება, იარაღის ნომერი, რაოდენობა, მიმღები/წარმომდგენი  და პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი. 4. დავთრები უნდა იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი, აკინძული და საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის უფროსის მიერ ხელმოწერით და ბეჭდით დადასტურებული. 5. დავთრები უნდა შეივსოს გარკვევით, წიგნებში არსებული ჩანაწერების შესწორებები დამოწმებული უნდა იქნეს პასუხისმგებელი პირის მიერ. 6. იარაღისა და საბრძოლო მასალის სააღრიცხვო დოკუმენტები ინახება იარაღთან და საბრძოლო მასალასთან ერთად. მუხლი 5🔗. პრაქტიკული სროლების ჩატარების უზრუნველყოფა 1. სასწავლო სროლების ჩატარების პერიოდი და მათზე გასახარჯი საბრძოლო მასალის ოდენობა განისაზღვრება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით. 2. სასწავლო სროლების ჩატარებისა და საბრძოლო მასალის გახარჯვის შესახებ დგება აქტი, სადაც მითითებული უნდა იყოს: როდის, სად, ვის მიერ, რამდენი და რა კატეგორიის საბრძოლო მასალა იქნა გახარჯული, რასაც ხელს აწერს სროლებში მონაწილე ყველა პირი. 3. სასწავლო სროლების ჩატარებისა და საბრძოლო მასალის გახარჯვის შესახებ აქტის საფუძველზე ხორციელდება შესაბამისი ანგარიშიდან საბრძოლო მასალის ჩამოწერა. მუხლი 6🔗. იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვა 1. იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრულ  არანაკლებ  ორ პირს. 2. იარაღი და საბრძოლო მასალა ინახება ეროვნული ბანკის განსაკუთრებულად დაცულ ადგილზე განთავსებულ ლითონის კარადაში, რაზედაც  მიმართული უნდა იყოს სადღეღამისო ვიდეო–სათვალთვალო კამერა. 3. ლითონის კარადა იკეტება ორი გასაღებით, რომელთაგან თითო ეგზემპლარი ინახება პასუხისმგებელ პირთან, ხოლო კარადის სათადარიგო გასაღებები დალუქული სახით ინახება საკასო ცენტრის საცავში. 4. იარაღი უნდა ინახებოდეს განმუხტულ მდგომარეობაში დაშვებული და დამცველზე დაყენებული ჩახმახით, ცალკეული სახეობებისა და კატეგორიების მიხედვით. მჭიდი იარაღის სახელურიდან არ ამოიღება. 5. ინკასატორზე განპიროვნებული იარაღი უნდა ინახებოდეს იარაღის ტარების ნებართვასთან ერთად. 6. დაუშვებელია ლითონის კარადის შენახვის ადგილზე ღია ცეცხლის წყაროს მეშვეობით მანათობელი ხელსაწყოების გამოყენება, თამბაქოს მოწევა, საწვავის და ადვილად აალებადი ნივთიერებების შენახვა. 7. განსაკუთრებულ შემთხვევებში, პასუხისმგებელი პირის არ ყოფნის შემთხვევაში, ლითონის კარადის გახსნა დასაშვებია ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიური წესით, სათადარიგო გასაღებების გამოყენებით. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხდება ინვენტარიაზაცია, რომლის შედეგების შესახებ ფორმდება სათანადო აქტი, რომელსაც ხელს აწერს ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილე ყველა პირი. მუხლი 7🔗. იარაღის გადატანა და შეკეთება 1. იარაღისა და საბრძოლო ვაზნების გადატანა (ფასეულობის გადაზიდვების ოპერაციის გარდა) ხორციელდება ბანკის ხელმძღვანელი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით. 2. იარაღისა და საბრძოლო ვაზნების ტრანსპორტირება (სასწავლო სროლებისა და ფასეულობის გადაზიდვების ოპერაციის გარდა) დაიშვება მხოლოდ შეფუთულ და დალუქულ მდგომარეობაში. ამასთან, დაცული უნდა იქნეს უსაფრთხოების ზომები. 3. ყოველი გაუმართავი იარაღი ექვემდებარება შეცვლას, თუ შესაძლებელია შეკეთებას, ხოლო საბრძოლო ვაზნები - შეცვლას. 4. იარაღზე ნომრის ცვეთისას (თუ ნომერი არ იკითხება), ეროვნული ბანკი ტექნიკური ზემოქმედების კვალის დასადგენად და ტყვია-მასროთეკის ობიექტებთან შედარების მიზნით წერილობით აცნობებს და შემდეგ აღნიშნულ იარაღს, ნომრის აღდგენის მიზნით, წარუდგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილ სამსახურს, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. 5. იარაღის განზრახ დაზიანების ან თვითნებურად გადაკეთებული ნომრის ან სხვა მსგავსი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი სათანადო რეაგირებისთვის მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს. 6. აუცილებლობის შემთხვევაში, იარაღის ტექნიკური მდგომარეობის, მისი შემდგომი გამოყენების ვარგისიანობის დადგენა ან/და გაუმართავი შეიარაღების შეკეთება ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი სამსახურის მიერ. მუხლი 8🔗. იარაღისა და საბრძოლო მასალის შემოწმება 1. ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის  ინვენტარიზაცია ხორციელდება ეროვნული ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისა და/ან საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის მიერ - ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე. 2. საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის მიერ იარაღისა  და საბრძოლო მასალის ინვენტარიზაცია და ამ წესით დადგენილი ოპერაციების წარმოების სისწორის ინვენტარიზაცია ხორციელდება არანაკლებ კვარტალში ერთხელ. 3. ინვენტარიზაცია ხორციელდება პასუხისმგებელი პირის თანდასწრებით. 4. იარაღის ინვენტარიზაცია ხორციელდება რაოდენობებისა და ნომრების, ხოლო საბრძოლო ვაზნების - რაოდენობის მიხედვით სააღრიცხვო დავთრებისა და ბუღალტრულ მონაცემებთან  შედარებით. 5. შემოწმების  შედეგების შესახებ ფორმდება შესაბამისი აქტი,  რასაც ხელს აწერს პროცესში მონაწილე ყველა პირი. 6. ეროვნულ ბანკში ინკასატორზე რიცხული იარაღის ან საბრძოლო მასალის დანაკლისის ფაქტის აღმოჩენისას დაუყოვნებლივ ეცნობება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელ პირს შემდგომი რეაგირებისათვის. დანართი №1 საქართველოს ეროვნული ბანკი იარაღისა და საბრძოლო მასალის აღრიცხვის დავთარი დაწყებულია                       „––––––“ „–––––––––––––––––––––“ 20                წელი დასრულებულია    „––––––“ „–––––––––––––––––––––“ 20                წელი შენიშვნა: ჩანაწერები ამ დავთარში კეთდება მის სრულ გამოყენებამდე. დავთარი უნდა იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი, ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული და ინახებოდეს სეიფში ან ლითონის კარადაში. № იარაღისა და საბრძოლო მასალის დასახელება თარიღი "––" "–––––––––" 20 წელი ნომერი გამოშვების წელი ნებართვის № რაოდენობა  1  2 3  4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28  პასუხისმგებელი პირის/ების ხელმოწერა –––––––––––––––––––––––––––––– დამადასტურებელი წარწერა (დავთრის ბოლოში) ამ დავთარში დანომრილი, ზონარგაყრილი და დალუქულია _______________________________________ ფურცელი (სიტყვებით) №_______ დან №_______ მდე (ჩათვლით) დანართი №2 საქართველოს ეროვნული ბანკი იარაღისა და საბრძოლო მასალის მიღება–ჩაბარების რეგისტრაციის დავთარი დაწყებულია                       „––––––“ „–––––––––––––––––––––“ 20                წელი დასრულებულია    „––––––“ „–––––––––––––––––––––“ 20                წელი შენიშვნა: ჩანაწერები ამ დავთარში კეთდება მის სრულ გამოყენებამდე. დავთარი უნდა იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი, ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული და ინახებოდეს სეიფში ან ლითონის კარადაში. № იარაღისა და საბრძოლო მასალის გაცემა თარიღი საათი წუთი იარაღის და საბრძოლო ვაზნების დასახელება იარაღის ნომერი რაოდენობა მიმღების სახელი და გვარი მიმღები პირის ხელის მოწერა პასუხისმგებელი პირების ხელმოწერა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 დანართი №2 იარაღისა და საბრძოლო მასალის მიღება თარიღი საათი წუთი იარაღის და საბრძოლო ვაზნების დასახელება იარაღის ნომერი რაოდენობა წარმომდგენი პირის ხელმოწერა პასუხისმგებელი პირების ხელმოწერა დამადასტურებელი წარწერა (დავთრის ბოლოში) ამ დავთარში დანომრილი, ზონარგაყრილი და დალუქულია _______________________________________ ფურცელი (სიტყვებით) №_______ დან №_______ მდე (ჩათვლით).