⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (18.12.2015)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 05.04.2013
ძალის დაკარგვა 18.12.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №75
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.038.016165
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 660 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.04.2013 მიღება
18.12.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მინისტრი სოზარ სუბარი მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება  №75 2013 წლის 5 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამართლებრივი და საკადრო უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის 2011 წლის 4 ოქტომბრის №175 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მინისტრისოზარ სუბარი დანართი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს  (შემდგომში – სამმართველო) ფუნქციებს, ამოცანებსა და მართვის ორგანიზაციას. 2.  სამმართველო წარმოადგენს დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 3. სამმართველო თავისი  საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, პატიმრობის კოდექსით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით. 4. სამმართველო თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს დეპარტამენტს. 5. სამმართველო ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე. მუხლი 2🔗. სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები სამმართველოს ძირითადი ამოცანები  და ფუნქციებია: ა)  პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის სფეროში კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით  შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და დეპარტამენტის მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, დეპარტამენტის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებისა და დეპარტამენტში მომზადებული სხვა სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების ვიზირება; გ) რეკომენდაციების (დასკვნების) შემუშავება - მომზადება დეპარტამენტში და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში (შემდგომში - დაწესებულება) მომზადებული დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით; დ) სამართალშემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებულ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა; ე) საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ დეპარტამენტის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და  დაწესებულების დირექტორებისათვის ინფორმაციის მიწოდება; ვ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამართლებრივი კონსულტაციის გაწევის კოორდინაცია; ზ) დაწესებულებების იურისტების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; თ) დეპარტამენტის ინტერესების ყველა ინსტანციის სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებში წარმომადგენლობა და დაცვა; ი) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 3🔗. სამმართველოს მართვა  1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე. 2. სამმართველოს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე. 3. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამმართველოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. მუხლი 4🔗. სამმართველოს უფროსი სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სამმართველოს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) კონტროლს უწევს  სამმართველოს მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; დ)  დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს, სამმართველოს მუშაობის შესახებ; ე) დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს საქმიანობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე; ვ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რაც საჭიროა სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად; ზ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას სამმართველოს მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს; თ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; ი) ახორციელებს ვიზირებას დეპარტამენტის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების და დეპარტამენტში მომზადებული სხვა სამართლებრივი დოკუმენტების პროექტებზე; კ) ახორციელებს დაწესებულებების იურისტების საქმიანობის კოორდინაციაზე კონტროლს; ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებსა და დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებებს. მუხლი 5🔗. სამმართველოს უფროსის მოადგილეები 1. სამმართველოს უფროსის მოადგილეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2. სამმართველოს უფროსის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებს ანაწილებს სამმართველოს უფროსი. 3. სამმართველოს უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) სამმართველოს უფროსისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება- მოვალეობებს. 4. სამმართველოს უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე. მუხლი 6🔗. სამმართველოს მოსამსახურეები 1. სამმართველოს მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2. სამმართველოს მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსისა და მისი მოადგილეების წინაშე. 3.  სამმართველოში საჯარო სამსახურს ეწევიან სამმართველოს მთავარი ინსპექტორები.