საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.04.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/71
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.024.016262
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,111 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/71 2013 წლის 1 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ  „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე და „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „რ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული “საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი დანართი საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის მოხელეთა  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი  განათლება (უპირატესობა მიენიჭება იურიდიულ განათლებას); ბ) ადამიანური რესურსების მართვის  სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (თავი III, IV), ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის,  საქართველოს შრომის კოდექსის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) ადამიანური რესურსების მართვის სისტემების ცოდნა; ე) სასურველია დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (,,დეს”) მუშაობის გამოცდილება; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. 2. ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი  განათლება (უპირატესობა მიენიჭება იურიდიულ განათლებას); ბ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება, მათ შორის,  ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (თავი III,  IV), ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის,  საქართველოს შრომის კოდექსის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) ადამიანური რესურსების მართვის სისტემების ცოდნა; ე) სასურველია დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (,,დეს”) მუშაობის გამოცდილება; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. მუხლი 2🔗. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო 1. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი  განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ადამიანური რესურსების მართვის სფეროში. გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის,  საქართველოს შრომის კოდექსისა და  საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა; ე) ადამიანური რესურსების მართვის სისტემების ცოდნა; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. 2. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსისა და  საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) ადამიანური რესურსების მართვის სისტემების ცოდნა; ე) სასურველია დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (,,დეს”) მუშაობის გამოცდილება; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. მუხლი 3🔗. საქმისწარმოების სამმართველო 1. საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საქმისწარმოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის  ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 25 თებერვლის №1-1/45 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის ,,საქმისწარმოების ინსტრუქციის“ ცოდნა; დ) დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (,,დეს”) მუშაობის გამოცდილება; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. 2. საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი  (საქმისწარმოების სპეციალისტი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი  განათლება; ბ) საქმისწარმოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 25 თებერვლის №1-1/45 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის ,,საქმისწარმოების ინსტრუქციის“ ცოდნა; დ) დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემაში (,,დეს”) მუშაობის გამოცდილება; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. 3. საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი (საქმისწარმოების სპეციალისტი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი  განათლება; ბ) საქმისწარმოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 25 თებერვლის №1-1/45 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის ,,საქმისწარმოების ინსტრუქციის“ ცოდნა. დ) დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემაში (,,დეს”) მუშაობის გამოცდილება; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. 4. საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (საარქივო საქმიანობის სპეციალისტი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი  განათლება; ბ) საარქივო საქმისწარმოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) ,,ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №174 ბრძანებისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემაში (,,დეს”) მუშაობის გამოცდილება; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. მუხლი 4🔗. საიდუმლოების დაცვის რეჟიმის სამმართველო 1. საიდუმლოების დაცვის რეჟიმის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის  ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) ,,მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის    საგანგებო სიტუაციებზე  ეროვნული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს №415 ბრძანებულების, ,,სახელმწიფო საიდუმლოების  შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან  მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებული ”სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესის“ ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. 2. საიდუმლოების დაცვის რეჟიმის  მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) საჯარო სამსახურში შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; ბ) ,,მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის    საგანგებო სიტუაციებზე  ეროვნული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს №415 ბრძანებულების, ,,სახელმწიფო საიდუმლოების  შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან  მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებული ”სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესის“ ცოდნა; გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.