საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.04.2013
ძალის დაკარგვა 01.12.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/73
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.024.016263
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (2)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
ცვლილება შეტანილია აქტით
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 01.12.2016
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება
№1/1-73
2013 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „რ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”.
მუხლი 2🔗
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
დანართი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗.
იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1.
იურიდიული დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ)
სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
გ)
საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;
დ)
ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
ე)
სასურველია უცხო ენის (ინგლისური/გერმანული/რუსული) ცოდნა.
2.
იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ)
სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ)
საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;
დ)
ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
ე)
სასურველია უცხო ენის (ინგლისური/გერმანული/რუსული) ცოდნა.
მუხლი 2🔗.
პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველო
1.
პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ)
სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;
გ)
საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მთავრობის რეგლამენტის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;
დ)
ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
ე)
სასურველია უცხო ენის (ინგლისური/გერმანული/რუსული) ცოდნა.
2.
პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ)
სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;
გ)
საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მთავრობის რეგლამენტის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;
დ)
ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
ე)
სასურველია უცხო ენის (ინგლისური/გერმანული/რუსული) ცოდნა.
მუხლი 3🔗.
სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო
1.
სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ)
სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;
გ)
საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;
დ)
ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
ე)
სასურველია უცხო ენის (ინგლისური/გერმანული/რუსული) ცოდნა.
2.
სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ)
სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;
გ)
საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;
დ)
ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
ე)
სასურველია უცხო ენის (ინგლისური/გერმანული/რუსული) ცოდნა.
მუხლი 4🔗.
სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო
1.
სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ)
სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;
გ)
საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;
დ)
ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
ე)
სასურველია უცხო ენის (ინგლისური/გერმანული/რუსული) ცოდნა.
2.
სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: