📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

მიღების თარიღი 01.04.2013
გამომცემი ორგანო ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 230210000.35.151.016122
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 483 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ალიბეგაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 2013 წლის 1 აპრილი დაბა სტეფანწმინდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 204 -ე მუხლისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების  შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №15 დადგენილება. მუხლი 3🔗 ზემოთაღნიშნული დადგენილების   მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. მუხლი 4🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ალიბეგაშვილი                                                                                                                                                                                                         დანართი №1 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები მუხლი 1🔗 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონებაზე გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს შემდეგი სახით:  ა) საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%-ით; ბ) საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1%-ით; გ) სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვროს მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0.6%-ით. მუხლი 2🔗 1. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.08%-ით; ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.9%-ით. მუხლი 3🔗 1.სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, მისი ხარისხისა და სახეობების მიხედვით: ა) სახნავისთვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსთვის – 56 ლარით; ბ) სათიბებისთვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 16 ლარით; გ) საძოვრებისთვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 10 ლარით. მუხლი 4🔗 ტყის მიწებისთვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, 1 ჰექტარზე გაანგარიშებით, მიწაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს სახნავისთვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსთვის დადგენილი საბაზისო განაკვეთის – 56 ლარის  50%-ით, ანუ 28 ლარით. მუხლი 5🔗 ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი. მუხლი 6🔗 1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთები განისაზღვროს შემდეგნაირად:  ა) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, გარდა დაბა სტეფანწმინდისა და დაბა გუდაურისა, 0,19 ლარით (0,24 ლარი (საბაზისო განაკვეთი) X0,8 (ტერიტორიულ კოეფიციენტზე);  ბ) დაბა სტეფანწმინდის ტერიტორიაზე 0,24 ლარით (0,24 ლარი (საბაზისო განაკვეთი)X0,24 (ტერიტორიულ კოეფიციენტზე);  გ) დაბა გუდაურის ტერიტორიაზე 0,36 ლარით (0,24 ლარი (საბაზისო განაკვეთი)X1,5 (ტერიტორიულ კოეფიციენტზე). მუხლი 7🔗 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლებულია: ა)ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში  მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს; ბ) საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.