სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.03.2013
ძალაში შესვლა 01.04.2013
ძალის დაკარგვა 08.11.2022
გამომცემი ორგანო 80
ნომერი №74
სარეგისტრაციო კოდი 010240000.10.003.017238
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | ქ. თბილისი |
| 2 | ქ. რუსთავი |
| 3 | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| 4 | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| 5 | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| 6 | ქ. ქუთაისი |
| 7 | ხონის მუნიციპალიტეტი |
| 8 | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| 9 | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| 10 | ქ. ბათუმი |
| 11 | თელავის მუნიციპალიტეტი |
| 12 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| 13 | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| 14 | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| 15 | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №74
2013 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდეს თანდართული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამა“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 აპრილიდან.პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
დანართი №1
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის
2013 წლის სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა), ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ და მიტოვების რისკის მქონე ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაცია.
მუხლი 2🔗. პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამები (კომპონენტები)
პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამებია (კომპონენტებია):
ა) მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;
ბ) ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა;
გ) ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა;
დ) ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა;
ე) დღის ცენტრების ქვეპროგრამა;
ვ) დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა:
ვ.ა) სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
ვ.ბ)საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
ვ.გ) სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
ვ.დ) კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი;
ვ.ე) ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით, უსინათლოთა ხელჯოხებით და გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
ზ) ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა;
თ) დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;
ი) მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა;
კ) მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამა;
ლ) მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;
მ) სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამა.
მუხლი 3🔗. პროგრამის დაფინანსების წყარო და დაფინანსების მექანიზმები
1. სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – 2013 წლის პროგრამა) დაფინანსების წყაროს წარმოადგენს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის „35 02 03“ პროგრამული კოდით („სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა“) განსაზღვრული ასიგნება.
2. პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამების (კომპონენტების) დაფინანსება ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან ვაუჩერის მეშვეობით, რომელიც შეიძლება იყოს არამატერიალიზებული ან მატერიალიზებული. ამასთან:
ა) მატერიალიზებული ვაუჩერი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს;
ბ) ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში გამოყენებული მატერიალიზებული ვაუჩერის ფორმა მტკიცდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამასთან, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 დეკემბრის №503 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის (შემდგომში – 2012 წლის პროგრამა) ანალოგიური ქვეპროგრამების (კომპონენტების) ფარგლებში 2012 წელს მოქმედი მატერიალიზებული ვაუჩერის ფორმები, აგრეთვე 2012 წელს გაცემული მატერიალიზებული ვაუჩერები (ვაუჩერის ტალონები) ძალაშია, თუ 2013 წლის პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამებით (კომპონენტებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში, სადაც დაფინანსებისათვის გამოიყენება ვაუჩერი, მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად რეგისტრაციისათვის მსურველი პირი მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგენს განაცხადს და ინფორმაციას შეთავაზებული მომსახურების (საქონლის) შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთან:
ა) მარეგისტრირებელი ორგანო ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში პირის მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად რეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია;
ბ) მარეგისტრირებელი ორგანო განიხილავს განაცხადს, წარდგენილ ინფორმაციას და იღებს გადაწყვეტილებას ქვეპროგრამით (კომპონენტით) გათვალისწინებული მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად პირის რეგისტრაციის შესახებ;
გ) პირს, რომელიც 2012 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 2012 წლის პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამის (კომპონენტის) მიმწოდებლად, რეგისტრაცია უგრძელდება ავტომატურად 2013 წლის 1 ივნისამდე, რა ვადამდეც პირმა შესაბამისი ქვეპროგრამის (კომპონენტის) მიმწოდებლის სტატუსის შენარჩუნების მიზნით უნდა უზრუნველყოს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რეგისტრირებული მიმწოდებლის რეგისტრაცია უქმდება;
დ) რეგისტრირებული მიმწოდებლის რეგისტრაცია უპირობოდ უქმდება მიმწოდებლის მიერ რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მარეგისტრირებელი ორგანოსათვის წერილობითი მიმართვის შემთხვევაში, არა უადრეს მიმართვის თვის ამოწურვის დღისა და არა უგვიანეს 31-ე კალენდარული დღისა. ამასთან, რეგისტრირებული მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდება რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართვის თვის ამოწურვამდე, ასევე – ბენეფიციართა გაფრთხილება შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდების შეწყვეტის დაგეგმილი თარიღის თაობაზე მარეგისტრირებელ ორგანოში განცხადების წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში;
ე) მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია გააუქმოს რეგისტრირებული მიმწოდებლის რეგისტრაცია ამ მიმწოდებლის მიერ შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდების პირობათა არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში;
ვ) რეგისტრაციის გაუქმება არ ათავისუფლებს მიმწოდებელს შესაბამისი საქონლის (მომსახურების) მიწოდების პერიოდში აღებული ვალდებულებების შესრულებისაგან;
ზ) თუ მარეგისტრირებელი ორგანო არ არის ამავდროულად შესაბამისი ქვეპროგრამის განმახორციელებელი, მარეგისტრირებელი ორგანო პირის რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ინფორმაციას აწვდის ქვეპროგრამის განმახორციელებელს არა უგვიანეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღისა.
4. რეგისტრირებული მიმწოდებელი თავის მიერ მიწოდებული მომსახურების (საქონლის) მახასიათებლების დაგეგმილი ცვლილების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს ცვლილების განხორციელებამდე სულ მცირე ერთი კალენდარული თვით ადრე, თუ 2013 წლის პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამით (კომპონენტით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში, სადაც დაფინანსებისათვის გამოიყენება ვაუჩერი, ეს დადგენილება, აგრეთვე შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი აქტები და მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლის წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას ქვეპროგრამის (კომპონენტის) განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და, შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან (მათ შორის, ვაუჩერის ღირებულების ანაზღაურების კუთხით).
6. ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში, სადაც დაფინანსება ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, 2013 წლის დეკემბერში გაწეული მომსახურების ანაზღაურება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განხორციელდება მიმწოდებლის მიერ იმავე წლის 15 დეკემბრამდე წარდგენილი დეკემბრის უკვე გაწეული მომსახურების ანგარიშისა და თვის ბოლომდე დაგეგმილი გასაწევი მომსახურების განაცხადის მიხედვით. ამასთან, თუ 2014 წლის იანვარში მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის წარსადგენი დაზუსტებული ანგარიშით მიმწოდებელს მიღებული აქვს ზედმეტი თანხები, მაშინ ეს თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება არა უგვიანეს 2014 წლის 31 იანვრისა.
7. 2013 წლის პროგრამის მოსარგებლეები შესაბამის სარგებელს იღებენ სახელმწიფო დახმარების სახით.
მუხლი 4🔗. პროგრამის განხორციელების ვადა
პროგრამის განხორციელების ვადაა 2013 წლის პროგრამის ამოქმედებიდან 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.
დანართი 1.1
მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის ამოცანა
ქვეპროგრამის ამოცანაა ბავშვის მიტოვების რისკის შემცირება.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის ღონისძიებები
ქვეპროგრამა ითვალისწინებს სამიზნე ჯგუფის „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფას.
მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი
1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფია ერთი წლისა და 6 თვის ასაკის ჩათვლით ბავშვი, რომლის:
ა) ოჯახი კვების ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტში რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 57001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა;
ბ) ოჯახი რეინტეგრაციის შემწეობის მიმღებია.
2. ვაუჩერით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოები (შემდგომში – რეგიონული საბჭო) ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის“ (შემდგომში - სააგენტო) მიმართვისა და სააგენტოს სოციალური მუშაკის მიერ ოჯახის შეფასების შემდეგ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, სადაც მითითებულია, რომ არსებობს ბავშვის მიტოვების რისკი და საჭიროა სათანადო პრევენციული ზომების გატარება. ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის მიმართვას თან უნდა ერთოდეს ბავშვის ხელოვნური კვების მიზანშეწონილობის თაობაზე იმ ექიმ-სპეციალისტის წერილობითი დასკვნა, რომელიც ახორციელებს ბავშვის განვითარებაზე დინამიკურ მეთვალყურეობას. სოციალური მუშაკი შესაბამისი ექიმი-სპეციალისტის წერილობით დასკვნას რეგიონულ საბჭოს წარუდგენს მის მიერ ოჯახის შეფასების შემდეგ მომზადებულ დასკვნასთან ერთად.
მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 307 400 ლარით.
2. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის დაფინანსებისათვის და შედგება შესაბამისი თვეების ტალონებისაგან.
3. ქვეპროგრამით განსაზღვრული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება საქონლის მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის არა უგვიანეს საქონლის მიწოდების თვის 15 რიცხვის ჩათვლით წარდგენილი ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონი, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას საქონლის მიწოდების თვის ამოწურვამდე. ამასთან, საქონლის მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით წარდგენილი კვების ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.
4. კვების ვაუჩერის ტალონები გაიცემა რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვიდან ბავშვის ერთი წლისა და 6 თვის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით თვეებზე, მაგრამ არა უმეტეს 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით თვეებზე.
5. ვაუჩერი გაიცემა (არა უგვიანეს რეგიონული საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თვიდან მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით) ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელზე, რომელიც უზრუნველყოფს არა უგვიანეს საქონლის მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვის ჩათვლით საქონლის მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას.
6. საქონლის მიმწოდებელი დასაქონლებული ვაუჩერით თითოეულ ბენეფიციარზე გაცემული კვების პროდუქტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და ღირებულების თაობაზე ინფორმაციას აწვდის სააგენტოს არა უგვიანეს ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის დასაქონლების თვის 15 რიცხვის ჩათვლით.
7. კვების ვაუჩერის თითო ტალონი ითვალისწინებს კვების პროდუქტების დაფინანსებას ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელზე გაცემული კვების პროდუქტების ფაქტობრივი ჯამური ღირებულების შესაბამისად, თვეში არა უმეტეს 80 ლარის ოდენობით.
8. გაცემული ვაუჩერის ზედიზედ 2 თვის ტალონის გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის ავტომატურ გაუქმებას.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამით გათვალისწინებული საქონლის მიმწოდებელი
ქვეპროგრამით გათვალისწინებული საქონლის მიმწოდებელია სააგენტოში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.
მუხლი 6🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
1. ქვეპროგრამას ახორციელებს სააგენტო.
2. სააგენტო უზრუნველყოფს ამ ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფის ბავშვების მშობლებზე ან კანონიერ წარმომადგენლებზე კვების ვაუჩერის გაცემას და მათ ინფორმირებას რეგისტრირებული მიმწოდებლების, მათ მიერ შეთავაზებული საქონლისა და სარეალიზაციო პუნქტების ადგილმდებარეობის შესახებ, არა უგვიანეს რეგიონული საბჭოს მიერ ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით.
დანართი 1.2
ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის ამოცანა
ქვეპროგრამის ამოცანაა განვითარების შეფერხების, შეფერხების რისკის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების განვითარების სტიმულირება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება, შესაძლებლობის შეზღუდვისა და მიტოვების პრევენცია.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის ღონისძიებები
ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის:
ა) გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხების მქონე ბავშვის დაბადებისას ოჯახის მხარდაჭერა და პირველი დღეებიდანვე ბავშვის ჩართვა ადრეული განვითარების პროგრამაში;
ბ) გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ადრეული განვითარების დარღვევების იდენტიფიკაცია, მათი სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, თვითმოვლის და კომუნიკაციური უნარების განვითარება და სოციალურ ინტეგრაციაში ხელშეწყობა;
გ) ბავშვისა და მშობლის საჭიროებებიდან გამომდინარე, მულტიდისციპლინური გუნდის ერთი ან საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე სპეციალისტის (ადრეული განვითარების სპეციალისტი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი და სხვა) მიერ, საერთო ჯამში, თვეში 8 მომსახურების გაწევა, რომელიც 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში გულისხმობს ინდივიდუალურ და/ან ჯგუფურ მომსახურებას, ხოლო 3 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში - მხოლოდ ინდივიდუალურ მომსახურებას. ამასთან, ჯგუფური მუშაობის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თვეში 4-ს. ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, მომსახურება შესაძლებელია მიეწოდოს სახლში, სამედიცინო დაწესებულებაში, მიმწოდებელთან ან საბავშვო ბაღში;
დ) შეფასების შესაბამისი სისტემისა და მეთოდოლოგიის დახმარებით ბავშვის სტიმულირება, სოციალური და თვითმოვლის უნარების შეძენა, შემეცნება, მოტორიკასა და კომუნიკაციურ უნარებზე მუშაობა, ბავშვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის (გრძელვადიანი და მოკლევადიანი გაზომვადი მიზნებით) შედგენა, განხორციელება და განახლება;
ე) ბავშვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის განსახორციელებლად მშობლის მომზადება (მათ შორის, შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარება და სპეციფიკური ზრუნვის სწავლება).
მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი
1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხების (მათ შორის, დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა, აუტიზმი და სხვ.) მქონე 0-7 წლამდე ასაკის თვეში არაუმეტეს 150 ბავშვი.
2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) პირის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელია/მინდობით აღმზრდელია;
ბ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობა და მისი ასლი;
დ) ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა).
3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეთა შერჩევას და შესაბამის გადაწყვეტილებას სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე იღებენ რეგიონული საბჭოები ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის მიერ სააგენტოსათვის განცხადებით მიმართვიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში. ვაუჩერი გაიცემა ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელზე გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით.
მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 223 000 ლარით.
2. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული მომსახურების დაფინანსებისათვის და შედგება შესაბამისი თვეების ტალონებისაგან.
3. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის არა უგვიანეს მომსახურების მიწოდების თვის 15 რიცხვის ჩათვლით წარდგენილი ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონი, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის ამოწურვამდე. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.
4. ვაუჩერის ტალონები გაიცემა რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვიდან ბავშვის შვიდი წლის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით თვეებზე, მაგრამ არა უმეტეს 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით თვეებზე.
5. ვაუჩერი გაიცემა (არა უგვიანეს რეგიონული საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თვიდან მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით) ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელზე/მინდობით აღმზრდელზე, რომელიც უზრუნველყოფს არა უგვიანეს მომსახურების მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვის ჩათვლით მომსახურების მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას.
6. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევის თვის 15 რიცხვის ჩათვლით სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ წინა თვეში ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობის მონაცემები წინა თვის განმავლობაში მიღებული მომსახურების სახეობების, ჯერადობისა და მომსახურების ჩატარების ადგილის მითითებით, რაც დადასტურებული უნდა იყოს ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით. დოკუმენტის ფორმას განსაზღვრავს სააგენტო.
7. ვაუჩერის ერთი თვის ტალონი ანაზღაურდება არა უმეტეს 144 ლარის ოდენობით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში. ამასთან:
ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა გადაწყვეტილების მიღების დროისთვის არ აღემატება 100 000-ს, ასევე რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების წევრებს ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონი დაუფინანსდებათ ლიმიტის 100%-ით;
ბ) დანარჩენ ბენეფიციარებს ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონი დაუფინანსდებათ ლიმიტის 75%-ით.
8. მომსახურების მიწოდების თვის ვაუჩერის შესაბამის ტალონზე ასანაზღაურებელი თანხა მცირდება, თუ წინა თვეში გაწეული მომსახურებების ჯერადობა ნაკლებია 8–ზე. კერძოდ:
ა) ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში – მომსახურების მიწოდების წინა თვეში მომსახურების მინიმალურად მოთხოვნილ და ფაქტობრივად გაწეულ ჯერადობებს შორის სხვაობის ნამრავლით 18 ლარის ოდენობაზე;
ბ) ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში – მომსახურების მიწოდების წინა თვეში მომსახურების მინიმალურად მოთხოვნილ და ფაქტობრივად გაწეულ ჯერადობებს შორის სხვაობის ნამრავლით 13 ლარისა და 50 თეთრის ოდენობაზე.
9. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი დამატებითი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სააგენტოში წარდგენა, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.
10. ზედიზედ 2 თვის ვაუჩერის ტალონის გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის გაუქმებას, გარდა ბენეფიციარის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში განთავსებისა ან შესაბამისი დაწესებულების ფუნქციონირების დროებით შეჩერების შემთხვევებისა, რაზეც მიმწოდებელი მინიმუმ ერთი თვით ადრე წერილობით აცნობებს ბენეფიციარს/მის კანონიერ წარმომადგენელს, სააგენტოს და სამინისტროს. ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი
ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.
მუხლი 6🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამას განახორციელებს სააგენტო.
დანართი 1.3
ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის ამოცანები
ქვეპროგრამის ამოცანებია სამიზნე ჯგუფის ბავშვთა სპეციფიკური რეაბილიტაცია, ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ადაპტაციური შესაძლებლობების გაძლიერება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის ღონისძიებები
1. ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნობრივი ჯგუფებისათვის ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის:
ა) ინდივიდუალური აბილიტაციის და/ან რეაბილიტაციის წლიური გეგმის შედგენა (წელიწადში ერთხელ, მიუხედავად მომსახურების მიმწოდებლის შესაძლო ცვლილებისა) შესაბამის სპეციალისტთა ინტერდისციპლინური გუნდის მიერ, სადაც მითითებული იქნება აბილიტაციის (რეაბილიტაციის) კურსების (მათ შორის, მიმდინარე წელს ჩასატარებელი) რეკომენდებული რაოდენობა, ხანგრძლივობა, ჩატარების ვადები;
ბ) თერაპიული ინტერვენცია, რომელიც მოიცავს ფიზიკური თერაპიის, ოკუპაციური თერაპიის, მეტყველებისა და ენის თერაპიის და საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგიური კორექციის, ქცევითი თერაპიის, აგრეთვე მშობელთა ან კანონიერ წარმომადგენელთა განათლებისა და ტრენინგის სეანსებს - ,,ცერებრული დამბლა“ – კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინი) კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 18 დეკემბრის №278/ო ბრძანების შესაბამისად;
გ) ექიმის მეთვალყურეობა (სეანსი), რაც მოიცავს ბავშვთა ნევროლოგიურ გასინჯვას, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებას, ინტერდისციპლინური გუნდის მუშაობის კოორდინაციას;
დ) საჭიროების შემთხვევაში – ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ფსიქოლოგიური დახმარება (სეანსი).
2. ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნობრივი ჯგუფისათვის ქვეპროგრამა ითვალისწინებს სარეაბილიტაციო ღონისძიებებს, რაც მოიცავს: შესაბამისი სპეციალისტის კონსულტაციას, სამკურნალო მასაჟს, ფიზიოთერაპიულ მანიპულაციებს, ფიზიკურ თერაპიას.
მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი
1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებია:
ა) ბავშვთა ცერებრული დამბლის, სპინური კუნთოვანი ატროფიისა და მასთან დაკავშირებული სინდრომების, კუნთოვანი დისტროფიის, თანდაყოლილი მიოპათიების, კუნთების სხვა (მათ შორის, დაუზუსტებელი) პირველადი დაზიანების, ჰემი-, პარა- და ტეტრაპლეგიის, ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი და სისხლძარღვოვანი დაავადებების შედეგების, ანთებითი პოლინეიროპათიების შედეგების, პერიფერიული ნერვული სისტემის სამშობიარო ტრავმის შედეგების მქონე 3 წლისა და მეტი ასაკის (მათ შორის მინდობით აღზრდაში მყოფი) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, აგრეთვე ამავე მდგომარეობების მქონე 3 წლამდე ასაკის ბავშვები. სულ არაუმეტეს 800 ბენეფიციარისა;
ბ) 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც 2012 წლის დეკემბრის მდგომარეობით იღებდნენ 2012 წლის პროგრამის დანართი 1.9-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისათვის განკუთვნილ მომსახურებას.
2. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების მიღების/მიწოდების მიზნებისათვის:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფის პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი განცხადებით მიმართავს შესაბამის მიმწოდებელს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის:
ა.ა) კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
ა.ბ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი;
ა.გ) დაბადების მოწმობა (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
ა.დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა);
ა.ე) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა და მისი ასლი, თუ პირი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია;
ბ) მიმწოდებელი უზრუნველყოფს:
ბ.ა) პირის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისადმი კუთვნილების დადგენას;
ბ.ბ) პირის ინდივიდუალური აბილიტაციის და/ან რეაბილიტაციის წლიური გეგმის შემუშავებას, სადაც მითითებული იქნება 2013 წლის განმავლობაში ამ დანართის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო კურსის (კურსების) შესაბამისი ვაუჩერების რეკომენდებული რაოდენობა და ამ კურსის (კურსების) დაწყების თარიღები;
ბ.გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სააგენტოში წარდგენას არა უგვიანეს პირის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის მიერ მიმწოდებლისთვის მიმართვისა და ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღისა, სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმით;
გ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ინდივიდუალური აბილიტაციის და/ან რეაბილიტაციის წლიური გეგმა და ბენეფიციარის მომსახურებაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება უქმდება დაგეგმილ კურსზე ბენეფიციარის მიერ ნებისმიერი მიზეზით ზედიზედ 60 კალენდარული დღის ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს ბენეფიციარის პროგრამაში ხელახლა ჩართვა ყველა აუცილებელი პროცედურის გავლით. ამავე დროს გათვალისწინებული იქნება ბენეფიციარის მიერ 2013 წლის განმავლობაში ჩატარებული კურსების ჯერადობაც. აღნიშნული შეზღუდვის, ისევე როგორც რეაბილიტაციის პროგრამაში მონაწილეობის სხვა პარამეტრების შესახებ ბენეფიციარის მშობელი/კანონიერი წარმოდგენილი ინფორმირებული უნდა იყოს მომსახურების მიმწოდებლის მიერ.
მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 241 000 ლარით.
2. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების (ათდღიანი კურსის) ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს 308 ლარის ოდენობით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში. ამასთან, ამ ვაუჩერის ანაზღაურების აუცილებელი პირობაა საჭიროების შესაბამისი მომსახურებების (ათდღიანი კურსის), ჯამში არანაკლებ 22 სეანსის ჩატარება, რომელიც უნდა მოიცავდეს ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაუჩერი ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
3. ვაუჩერი ფინანსდება არა უგვიანეს შესაბამისი კურსის დასრულების შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთან, დაფინანსების სავალდებულო პირობაა შესაბამისი მიმწოდებლის მიერ დასრულებული კურსის ფარგლებში გაწეული მომსახურების თაობაზე ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის მიერ ხელმოწერილი საანგარიშო ინფორმაციის არა უგვიანეს კურსის დასრულების მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით სააგენტოში წარდგენა. ინფორმაციის წარდგენის ფორმას განსაზღვრავს სააგენტო.
4. „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრ ბავშვებს, რომელთა სარეიტინგო ქულა ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისათვის არ აღემატება 100 000-ს, ასევე რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების წევრ ბავშვებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვაუჩერები დაუფინანსდებათ შესაბამისი ლიმიტის 100%-ით, ხოლო სხვა ბენეფიციარებს - შესაბამისი ლიმიტის 75%-ით.
5. ერთ ბენეფიციარზე 2013 წლის განმავლობაში ფინანსდება არა უმეტეს 5 ვაუჩერისა. ამასთან, ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები ასევე ვრცელდება 2013 წლის 1 იანვრიდან მომსახურებაში ჩართულ ბენეფიციარებზეც, რომელთაც 2013 წელს, ამ პროგრამის ამოქმედებამდე, 2012 წლის პროგრამით განსაზღვრული და მიღებული ათდღიანი კურსის შესაბამისი ვაუჩერების რაოდენობა ჩაეთვლებათ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ლიმიტში, ხოლო ოცდღიანი კურსის შესაბამისი ვაუჩერის რაოდენობა ჩაეთვლებათ, როგორც ამ პროგრამით გათვალისწინებული ორი ვაუჩერით მიღებული მომსახურება.
6. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების ანაზღაურებისათვის გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი. ამასთან:
ა) გაწეული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს თვეში 250 ლარის ოდენობით;
ბ) მომსახურების ღირებულების ანაზღაურების აუცილებელი პირობაა ამ დანართის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიმწოდებლის მიერ სააგენტოში შესაბამისი ანგარიშის წარდგენა, რომლის ფორმას და წარდგენის ვადებს განსაზღვრავს სააგენტო.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი
ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია სააგენტოში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.
მუხლი 6🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამას განახორციელებს სააგენტო.
დანართი 1.4
ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის ამოცანა
ქვეპროგრამის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის პირთა სამკურნალო-პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო მომსახურებების გაწევა.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის ღონისძიებები
ინდივიდუალური სამკურნალო-პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო კურსის (შემდგომში – ინდივიდუალური კურსი) ფარგლებში ქვეპროგრამის ღონისძიებებს, საჭიროებისამებრ, განეკუთვნება:
ა) ექიმ-სპეციალისტ(ებ)თან კონსულტაცია;
ბ) ფიზიოთერაპიული და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩატარება;
გ) ბალნეოლოგიური პროცედურების ჩატარება;
დ) სამკურნალო ფიზკულტურისა და მანუალური თერაპიის პროცედურების ჩატარება.
მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი
1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის (შემდგომში – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი) მიერ წარმოებულ საინფორმაციო ბაზაში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ან ხანდაზმული ((ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან) ომის ვეტერანები.
2. ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი განცხადებით მიმართავს ამ დანართის მე-5 მუხლით განსაზღვრულ მიმწოდებელს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
ბ) ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის მოწმობა და მისი ასლი;
გ) სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომ პირს მიმდინარე წელს არ უსარგებლია ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით (ინდივიდუალური კურსით);
დ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი (შშმ პირის შემთხვევაში);
3. პირის ქვეპროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ დანართის მე-5 მუხლით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი. ამასთან, მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია სააგენტოსგან გამოითხოვოს ინფორმაცია ქვეპროგრამის ბიუჯეტის ფარგლებში დარჩენილი ასათვისებელი რესურსის თაობაზე.
მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 40 000 ლარით.
2. 2013 წლის განმავლობაში ერთ პირზე გათვალისწინებულია არა უმეტეს ერთი ინდივიდუალური კურსის ღირებულების დაფინანსება.
3. ინდივიდუალური კურსით გათვალისწინებული მომსახურებების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი. ამასთან, ანაზღაურება ხორციელდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, არა უმეტეს 250 ლარის ოდენობით.
4. დაფინანსების მისაღებად მიმწოდებელი დასრულებული ინდივიდუალური კურსის შესახებ სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმის ანგარიშს აწვდის სააგენტოს არა უგვიანეს ინდივიდუალური კურსის დასრულების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით, რომელიც უზრუნველყოფს ამავე თვის ამოწურვამდე შესაბამისი ვაუჩერის დაფინანსებას ამ მუხლის მე-3 პუნქტის პირობათა გათვალისწინებით. ამასთან, შესაბამისი ანგარიშის ვადის დარღვევით წარდგენის შემთხვევაში ვაუჩერი არ ანაზღაურდება.
5. დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის ქვეპროგრამის განმახორციელებელთან წარდგენა ამ უკანასკნელის მიერ მოთხოვნილი ფორმით.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი
ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელმაც გაიარა რეგისტრაცია სააგენტოში, ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
მუხლი 6🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამას განახორციელებს სააგენტო.
დანართი 1.5
დღის ცენტრების ქვეპროგრამა
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის ამოცანა
ქვეპროგრამის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის ოჯახების მხარდაჭერა და მიტოვების პრევენცია.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის ღონისძიებები
ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის:
ა) ყოველდღიური (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა) მომსახურება ორჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
ბ) ბენეფიციართა აკადემიური საჭიროებების გამოვლენა და მათი დაკმაყოფილება;
გ) ბენეფიციართა საყოფაცხოვრებო და სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;
დ) ბენეფიციარების კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვის უზრუნველყოფა;
ე) ბენეფიციარებისათვის დროის სწორი ორგანიზების, ეფექტური კომუნიკაციის, არჩევანის გაკეთების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისა და კონფლიქტების არაძალადობრივი გზით მოგვარების უნარ-ჩვევების სწავლება;
ვ) საჭიროების შემთხვევაში – ამბულატორიული სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზება;
ზ) შშმ პირების (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების) შემთხვევაში დღის ცენტრის მომსახურება დამატებით მოიცავს:
ზ.ა) ბენეფიციართა ცენტრებში მიყვანისა და შინ დაბრუნების ორგანიზებას (ბენეფიციარის ტრანსპორტირებას ან სამგზავრო ხარჯების დაფინანსებას);
ზ.ბ) წლიური ინდივიდუალური აბილიტაციის და/ან რეაბილიტაციის პროგრამის შედგენას (ერთხელ, მიუხედავად მომსახურების მიმწოდებლის შესაძლო ცვლილებისა), განხორციელებას და განახლებას;
ზ.გ) შშმ ბავშვთა მომზადებას ინკლუზიური განათლებისათვის.
მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფები
1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებია:
ა) 6-დან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვი, რომელიც არ განეკუთვნება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის კატეგორიას და რომლის ოჯახიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“. ამასთან, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური შეფასებით დადგენილი სარეიტინგო ქულა დღის ცენტრის მომსახურებაში ბავშვის ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ქულას. ასევე, ამავე ასაკობრივი ჯგუფის ბავშვები, რომლებიც არ განეკუთვნებიან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა კატეგორიას და რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას. ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 586-ს;
ბ) 6-დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან მინდობით აღზრდის ანაზღაურებას. ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 956-ს.
2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად შესაბამის მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის საკითხები რეგულირდება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანების მოთხოვნათა გათვალისწინებით.
მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 184 800 ლარით.
2. ქვეპროგრამის დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებით.
3. ვაუჩერის ტალონები გაიცემა რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვიდან ბავშვის, მათ შორის შშმ ბავშვის 18 წლის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით თვეებზე, შშმ პირებზე შშმ სტატუსის მოქმედების ვადით, მაგრამ არაუმეტეს 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით თვეებზე, ამასთანავე შშმ სტატუსის დადგენის შემთხვევაში, მათ ავტომატურად გაუგრძელდებათ ვაუჩერის მოქმედების ვადა.
4. ვაუჩერის ერთ ტალონზე ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გამოკლებით) რაოდენობაზე. ამასთან:
ა) მიმდინარე თვეში ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ანაზღაურებისათვის ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა მცირდება წინა თვეში ბენეფიციარის (ბენეფიციარების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილი დღეების რაოდენობის ნამრავლით ვაუჩერის დღიური ანაზღაურების ოდენობის ნახევარზე, თუ გაცდენილ დღეთა რაოდენობა ხუთი ან ხუთზე ნაკლებია ხოლო, თუ წინა თვეში გაცდენილ დღეთა რაოდენობა ხუთზე მეტია, მიმდინარე თვეში ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ანაზღაურებისათვის ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა მცირდება წინა თვეში გაცდენილი დღეების რაოდენობის ნამრავლით ვაუჩერის დღიური ანაზღაურების ოდენობაზე;
ბ) მიმწოდებელი ვალდებულია არა უგვიანეს მომსახურების გაწევის თვის 15 რიცხვის ჩათვლით სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების წინა თვეში შესაბამისი დღის ცენტრის მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რაც დადასტურებული უნდა იყოს ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით (ქმედუუნარო ბენეფიციარის შემთხვევაში – მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით). დოკუმენტის ფორმას განსაზღვრავს სააგენტო;
გ) მიმწოდებლის მიერ გამოცხადებული არდადეგების დღეები არ ანაზღაურდება;
დ) ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი დამატებითი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სააგენტოში წარდგენა, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.
5. ვაუჩერის გაცემა წარმოებს არა უმეტეს ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სამიზნე ჯგუფების მიხედვით დაწესებული ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა, რომლის ცენტრალიზებულ კოორდინაციას ახორციელებს სააგენტო. ამასთან, ვაუჩერი მოქმედებს მხოლოდ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, რომელზედაც იქნა გაცემული.
№
ადმინისტრაციულ-
ტერიტორიული ერთეული
ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები
ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები
1
ქ. თბილისი
170
420 (მ.შ. არანაკლებ 200 შშმ ბავშვი)
2
ქ. ქუთაისი
50
90 (მ.შ. არანაკლებ 40 შშმ ბავშვი)
3
ქ. რუსთავი
56
52 (მ.შ. არანაკლებ 12 შშმ ბავშვი)
4
ქ. ბათუმი
-
41
5
გორის მუნიციპალიტეტი
65
30
6
ქარელის მუნიციპალიტეტი
-
15
7
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
-
21
8
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
35
16
9
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
-
40
10
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
30
25
11
თელავის მუნიციპალიტეტი
-
51(მ.შ. არანაკლებ 20 შშმ ბავშვი)
12
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
-
33
13
ფოთი
-
28
14
ხაშური
-
25
15
ზუგდიდი
-
14
16
საგარეჯო
-
15
17
ჩხოროწყუ
-
20
18
მცხეთა
-
20
19
თიანეთის მუნიციპალიტეტი
30
-
20
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
30
-
21
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
50
-
22
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
30
-
23
ასპინძის მუნიციპალიტეტი
10
-
24
ახმეტა
30
-
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისა და შშმ პირებისათვის განსაზღვრული ლიმიტები ქ.ბათუმის, ასევე გორის, ქარელის, თერჯოლის, სამტრედიის, ზესტაფონის, ოზურგეთის, ფოთის, ხაშურის, ზუგდიდის, საგარეჯოსა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში განკუთვნილია მხოლოდ 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების, ხოლო გურჯაანის მუნიციპალიტეტში – 18 წლისა და მეტი ასაკის შშმ პირებისათვის.
7. გაცემული ვაუჩერის ზედიზედ 2 თვის ტალონის გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის გაუქმებას, გარდა ბენეფიციარის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში განთავსებისა ან შესაბამისი დღის ცენტრის ფუნქციონირების დროებით შეჩერების (საზაფხულო არდადეგები ან/და რეაბილიტაციისათვის დახურვა) შემთხვევებისა. ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.
8. ქვეპროგრამა ასევე უზრუნველყოფს 2013 წლის განმავლობაში იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედი დღის ცენტრების ბენეფიციართა დაფინანსებას, სადაც ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის ფარგლებში გამოვლინდება დღის ცენტრის მომსახურებაში ბენეფიციართა ჩართვის საჭიროება, რომელსაც განსაზღვრავს სამინისტრო (ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტების გაუთვალისწინებლად).
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი
ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.
მუხლი 6🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამას განახორციელებს სააგენტო.
დანართი 1.6
დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის ამოცანა
ქვეპროგრამის ამოცანაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება და მისი საზოგადოებაში ინტეგრაცია.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამით გათვალისწინებული კომპონენტები
ქვეპროგრამით გათვალისწინებული კომპონენტებია:
ა) სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
ბ) საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
გ) სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
დ) კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი;
ე) ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით, უსინათლოთა ხელჯოხებით და გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის კომპონენტი.
მუხლი 3🔗. დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში შეძენილი ან დაფინანსებული დამხმარე საშუალებების განაწილების წესი
1. ამ დადგენილების 1.6.1, 1.6.2, 1.6.3, 1.6.4 და 1.6.5 დანართებით გათვალისწინებული კომპონენტების ფარგლებში შესყიდული და/ან ვაუჩერით დაფინანსებული დამხმარე საშუალებების ბენეფიციარებისათვის განაწილების ან შესაბამისი ვაუჩერების გაცემის მიზნით სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით სააგენტოში იქმნება სპეციალური კომისია (შემდგომში – კომისია).
2. კომისია განიხილავს ამ დადგენილების 1.6.1, 1.6.2, 1.6.3, 1.6.4 და 1.6.5 დანართებით გათვალისწინებული დამხმარე საშუალებებით დაკმაყოფილების თაობაზე მოქალაქეთა განცხადებებს მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად და გამოაქვს გადაწყვეტილება განმცხადებლის დაკმაყოფილების ან მისთვის უარის თქმის შესახებ, ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. კომისია აგრეთვე ანაწილებს 2012 წლის პროგრამით გათვალისწინებული დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში შესყიდულ და 2012 წლის ამოწურვამდე გაუნაწილებელ დამხმარე საშუალებებს.
4. ამ დადგენილების 1.6.1, 1.6.2 (გარდა ორთეზისა), 1.6.3 და 1.6.4 დანართებით გათვალისწინებული დამხმარე საშუალებებით დაკმაყოფილებისათვის უარის თქმის საფუძველია, თუ წინა წლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღებული ანალოგიური დამხმარე საშუალებების საგარანტიო ვადა არ არის ამოწურული.
5. კომისიის გადაწყვეტილება შეიტანება ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.
6. კომისიის სამდივნო კომისიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების თაობაზე წერილობითი ფორმით აცნობებს შესაბამის განმცხადებელს გადაწყვეტილების გამოტანიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში. ამასთან, კომისიის მიერ დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილების შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილების დროს წერილობით შეტყობინებაში აგრეთვე მიეთითება:
ა) მატერიალიზებული ვაუჩერით დაფინანსების შემთხვევაში – ვაუჩერის მისაღებად სააგენტოსადმი მიმართვის ვადა, შესაბამისი საქონლის (მომსახურების) ყველა მიმწოდებელი პირის რეკვიზიტები და ამ პირისადმი მიმართვის ვადა;
ბ) დამხმარე საშუალების შესყიდვის შემთხვევაში – შესაბამისი საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელი პირის რეკვიზიტები და ამ პირისადმი მიმართვის ვადა.
7. თუ განმცხადებელი კომისიის სამდივნოს მიერ გაგზავნილ წერილობით შეტყობინებაში მითითებულ ვადაში არ მიმართავს სააგენტოს და/ან შესაბამისი საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელს, დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილების თაობაზე კომისიის მიერ გამოტანილი შესაბამისი გადაწყვეტილება ითვლება გაუქმებულად.
8. დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილებაზე უპირატესი უფლებით სარგებლობენ შესაბამისი დამხმარე საშუალების მიღებაზე უფლების მქონე პირები, შემდეგი რიგითობით:
ა) სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში მცხოვრები ბენეფიციარები. ამ შემთხვევაში დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენს სამინისტროს ან სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის (შემდგომში – ფონდის) მიერ სააგენტოსადმი მიმართვა. დამხმარე საშუალების (გარდა ყავარჯნის, ხელჯოხ-ყავარჯნის, უსინათლოთა ხელჯოხის და გადასაადგილებელი ჩარჩოს) მოთხოვნის შესახებ მიმართვას თან უნდა ერთოდეს სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი – ფორმა №IV-50/2, სადაც მითითებული იქნება შესაბამისი დამხმარე საშუალების საჭიროება და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პირადობის მოწმობის ან 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში – პირადობის მოწმობის არქონისას – დაბადების მოწმობის ასლი). განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც არსებობს პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის ან/და სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის – ფორმა №IV-50/2 წარდგენის დამაბრკოლებელი გარემოება, დასაშვებია ამ პირის სასარგებლოდ დამხმარე საშუალების მოთხოვნის შესახებ სამინისტროს ან ფონდის დირექტორის მიმართვის დაკმაყოფილება სამედიცინო დოკუმენტაცია – ფორმა №IV-100/ა საფუძველზე, სადაც მითითებული იქნება შესაბამისი დამხმარე საშუალების საჭიროება;
ბ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – სასჯელაღსრულების დეპარტამენტი) დაწესებულებაში მყოფი პირები (გარდა ელექტრო სავარძელ - ეტლის მოთხოვნის შემთხვევისა). დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენს სამინისტროს ან საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ სააგენტოსადმი მიმართვა. დამხმარე საშუალების (გარდა ყავარჯნის, ხელჯოხ-ყავარჯნის, უსინათლოთა ხელჯოხის და გადასაადგილებელი ჩარჩოს) მოთხოვნის შესახებ მიმართვას თან უნდა ერთოდეს სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი - ფორმა №IV-50/2, აგრეთვე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში – დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას); გამონაკლის შემთხვევებში (დაბადების მოწმობისა და პირადობის მოწმობის არქონისას) პირის იდენტიფიცირებისათვის გამოიყენება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ამ დაწესებულებაში პირის იდენტიფიკაციისათვის გამოყენებული ნომრის (ან სხვა რეკვიზიტების) მითითებით;
გ) „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები;
დ) ამ დადგენილების დანართი 1.6.2-ით გათვალისწინებული საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში – ორთეზირების საჭიროების მქონე ბავშვები, რომლებიც არიან ამ დადგენილების დანართი 1.3-ით გათვალისწინებული ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის ბენეფიციარები;
ე) ამ დადგენილების დანართი 1.6.4-ით გათვალისწინებული კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში – შესაბამისი კომპონენტით გათვალისწინებული სამიზნე ჯგუფის ხუთიდან ექვს წლამდე ასაკის ბავშვები;
ვ) 18 წლამდე ასაკის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრი შშმ ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს;
ზ) 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვები;
თ)„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრი შშმ პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, შემდეგი თანმიმდევრობით:
თ.ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;
თ.ბ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;
თ.გ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;
თ.დ) ასაკით პენსიონერები;
ი) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;
კ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;
ლ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;
მ) ასაკით პენსიონერები.
დანართი 1.6.1
სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფის კომპონენტი
მუხლი 1🔗. კომპონენტის ამოცანა
კომპონენტის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის ინდივიდუალურად ადაპტირებადი მექანიკური და ელექტრო სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფა.
მუხლი 2🔗. კომპონენტის ღონისძიებები
კომპონენტის ღონისძიებებში შედის:
ა) სავარძელ-ეტლების ბენეფიციარზე გაცემა და ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით მორგება საჯდომის სიგანის, საზურგის სიმაღლის, ფეხის დასადების მიხედვით;
ბ) საჭიროების შემთხვევაში – სავარძელ-ეტლთან ერთად ნაწოლებისგან დამცავი სპეციალური ბალიშის გაცემა ასევე, მენჯისა და გვერდითა დამჭერების, მხრების ქამრის, ფეხის დამჭერი ქამრის, თავის დამჭერის, ტერფის კორექტორის, მაგიდის და ხელის დასადების დამონტაჟება;
გ) სავარძელ-ეტლების გამოყენებასთან დაკავშირებული ტრეინინგების, სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევა;
დ) გაცემული სავარძელ-ეტლების საგარანტიო მომსახურება მინიმუმ 24 თვის განმავლობაში;
ე) საგარანტიო მომსახურების ვადის ამოწურვამდე გაცემული სავარძელ-ეტლის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში (რაც არ არის გამოწვეული ბენეფიციარის მიზეზით) – მისი უფასო შეცვლა, თუ მისი შეკეთება ვერ ხერხდება საგარანტიო მომსახურების მიღების მოთხოვნით მიმართვიდან 7 კალენდარული დღის ვადაში;
ვ) ელექტრო სავარძელ-ეტლის შემთხვევაში დამატებით:
ვ.ა) მართვის პულტი უნდა მონტაჟდებოდეს ბენეფიციარის შესაძლებლობისა და საჭიროებების მიხედვით;
ვ.ბ) ელექტრო სავარძელ-ეტლი უნდა იყოს დასაკეცი და მისი მასა არ უნდა აღემატებოდეს 45 კგ-ს;
ვ.გ) ძრავის სიმძლავრე არანაკლებ 180W;
ვ.დ) დატვირთვის მასა არანაკლებ 110 კგ;
ვ.ე) ელექტრო სავარძელ-ეტლის სახელმძღვანელო.
მუხლი 3🔗. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი
1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება სავარძელ-ეტლის საჭიროების მქონე შშმ პირები (მათ შორის, შშმ ბავშვები), ამასთან ელექტრო სავარძელ-ეტლის საჭიროების შემთხვევაში 16 წლისა და უფროსი ასაკის შშმ პირები.
2. ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი ან პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) პირის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელია;
ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელია;
გ) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი – დაბადების მოწმობა და მისი ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას);
დ) შშმ პირის (მათ შორის, შშმ ბავშვის) სტატუსის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი;
ე) პირზე გაცემული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი – ფორმა №IV-50/2, სადაც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული სავარძელ-ეტლის საჭიროება. ამასთან, ელექტრო სავარძელ-ეტლის საჭიროება დასაბუთებულ უნდა იქნეს სოციალური მუშაკის მიერ;
ვ) „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრულმა პირებმა ასევე უნდა წარადგინონ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული შესაბამისი მოწმობის ასლი, ან ისინი რეგისტრირებული უნდა იყვნენ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტში არსებულ საინფორმაციო ბაზაში.
მუხლი 4🔗. კომპონენტის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 308 700 ლარით. მათ შორის ელექტრო სავარძელ-ეტლებისთვის - 120 000 ლარი.
2. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) -მექანიკური სავარძელ-ეტლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის დაფინანსებისათვის.
3. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) -მექანიკური სავარძელ-ეტლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის არა უგვიანეს მომსახურების მიწოდების დასრულების მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით წარდგენილი ვაუჩერი. წარდგენილი ვაუჩერი ექვემდებარება ანაზღაურებას არა უგვიანეს მომდევნო თვის ამოწურვამდე.
4. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სააგენტოში წარდგენა სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.
5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად განკუთვნილი ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტი მექანიკური სავარძელ-ეტლის შემთხვევაში შეადგენს 300 ლარს.
6. კომპონენტით გათვალისწინებულ საქონელს (მომსახურებას) - 30 ერთეულ ელექტრო სავარძელ-ეტლს შეისყიდის სააგენტო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
7. მექანიკური სავარძელ-ეტლის ვაუჩერი ფინანსდება კომპონენტით განსაზღვრული საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების შესაბამისად ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, ამასთან:
ა) ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 100%-ის ფარგლებში საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების 100%-ით ფინანსდებიან:
ა.ა) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები;
ა.ბ) სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მცხოვრები ბენეფიციარები;
ა.გ)„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები;
ა.დ) სასჯელაღსრულებისა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფი პირები;
ა.ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა კომისიის მიერ ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ აღემატება 100 000-ს;
ბ) დანარჩენი ბენეფიციარები დაფინანსდებიან ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 75%-ის ფარგლებში საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების 75%-ით.
8. საქონლის (მომსახურების) მიწოდების ასანაზღაურებლად წარდგენილი ფაქტობრივი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ საქონლის (მომსახურების) მიმწოდებლად რეგისტრაციისას წარდგენილი საქონლის (მომსახურების) განფასებაში დაფიქსირებულ ღირებულებას.
მუხლი 5🔗. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელი
1. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) - მექანიკური სავარძელ-ეტლის მიმწოდებელია სააგენტოში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.
2. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) - ელექტრო სავარძელ-ეტლის მიმწოდებელია პირი, რომელთანაც სააგენტოს დადებული აქვს ხელშეკრულება შესაბამისი საქონლის (მომსახურების) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ამასთან, სააგენტო ამ კომპონენტით გათვალისწინებული შესყიდვებისათვის საჭირო პროცედურების დაწყებას უზრუნველყოფს 2013 წლის 1 მაისამდე.
მუხლი 6🔗. კომპონენტის განმახორციელებელი
კომპონენტს განახორციელებს სააგენტო.
დანართი 1.6.2
საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი
მუხლი 1🔗. კომპონენტის ამოცანა
კომპონენტის ამოცანაა საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის სამიზნე ჯგუფის ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება და მისი საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗. კომპონენტის ღონისძიებები
კომპონენტის ღონისძიებებში შედის:
ა) ქვედა კიდურის ყველა დონის ამპუტირების შემთხვევაში – ქვედა კიდურების პროთეზების შერჩევა, დამზადება და მორგება;
ბ) ზედა კიდურის ყველა დონის ამპუტირების შემთხვევაში – პროთეზის შერჩევა, დამზადება და მორგება;
გ) ორთეზების შერჩევა, დამზადება და მორგება;
დ) საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის მიღებიდან 12 თვის განმავლობაში საგარანტიო მომსახურება მისი გამოცვლის ჩათვლით, თუ შესაბამისი ნაწარმის მწყობრიდან გამოსვლა არ უკავშირდება ფიზიოლოგიურ ცვლილებას, დაავადებას ან ტრავმით გამოწვეულ ცვლილებას, წინასწარ განზრახულ დაზიანებას ან არადანიშნულებისამებრ გამოყენებას;
ე) ინდივიდუალური ტრენინგებისა და სპეციალური სწავლების ჩატარება ბენეფიციართათვის გადაცემული საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის უსაფრთხო და შეძლებისდაგვარად ხანგრძლივი ექსპლუატაციის მიზნით.
მუხლი 3🔗. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი
1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის საჭიროების მქონე შშმ პირები (მათ შორის, შშმ ბავშვები).
2. ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი ან კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს. ამასთან, აღნიშნულ განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) პირის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელია;
ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელია;
გ) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი – დაბადების მოწმობა და მისი ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას);
დ) შშმ პირის (მათ შორის, შშმ ბავშვის) სტატუსის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი (გარდა 3 წლამდე ასაკის ბავშვების ორთეზის საჭიროებისას);
ე) პირზე გაცემული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი – ფორმა №IV-50/2, სადაც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული საპროთეზო-ორთოპედიული საშუალების საჭიროება შესაბამისი საქონლის (მომსახურების) სახეობის მითითებით;
ვ) „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრულმა პირებმა ასევე უნდა წარადგინონ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული შესაბამისი მოწმობის ასლი, ან რეგისტრირებული უნდა იყვნენ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტში არსებულ საინფორმაციო ბაზაში.
მუხლი 4🔗. კომპონენტის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 099 700 ლარით.
2. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის დაფინანსებისათვის.
3. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის არა უგვიანეს მომსახურების მიწოდების დასრულების მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით წარდგენილი ვაუჩერი. წარდგენილი ვაუჩერი ექვემდებარება ანაზღაურებას არა უგვიანეს მომსახურების მიწოდების დასრულების მომდევნო თვის ამოწურვამდე.
4. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სააგენტოში წარდგენა სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.
5. კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ანაზღაურებისათვის განკუთვნილი ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტები საქონლის (მომსახურების) შესაბამისი სახეობების მიხედვით განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის
(მომსახურების) სახეობა
დაფინანსების ლიმიტი
(ლარებით)
I. პროთეზირება
1. ქვედა კიდურის პროთეზირება
1.1. პროთეზი ტერფის ნაწილობრივი ამპუტაციისას და კოჭ-წვივის სახსარში ამოსახსვრისას
370
1.2. მუხლს ქვედა პროთეზი
1.2.1.მუხლს ქვედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ან თერმოპლასტიური ბუდით, სილიკონ-ლაინერით ან სილიკონ-ლაინერის გარეშე
1280
1.2.2. მუხლს ქვედა პროთეზი ხის კვანძით – ხის მიმღებით, ტყავის ან ლითონის მიმღებით და ლითონის კარკასით
1070
1.3. პროთეზი მენჯ-ბარძაყის ამოსახსვრისას
1.3.1. მოდულური პროთეზი მენჯ-ბარძაყის ამოსახსვრისას ლამინაციური ან თერმოპლასტიური ბუდით
2840
1.3.2. პროთეზი მენჯ-ბარძაყის ამოსახსვრისას ხის კვანძით – ხის მიმღებით, ტყავის ან ლითონის მიმღებით და ლითონის კარკასით
1100
1.4. მუხლს ზედა პროთეზი
1.4.1. მუხლს ზედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ან თერმოპლასტიური ბუდით, სილიკონ-ლაინერით ან სილიკონ-ლაინერის გარეშე
1985
1.4.2. მუხლს ზედა პროთეზი ხის კვანძით – ხის მიმღებით, ტყავის ან ლითონის მიმღებით და ლითონის კარკასით
1080
1.4.3. მოდულური პროთეზი მუხლის სახსრის ამოსახსვრისას ლამინაციური ან თერმოპლასტიური ბუდით, სილიკონ-ლაინერით ან სილიკონ-ლაინერის გარეშე
2300
2. ზედა კიდურის პროთეზირება
2.1. იდაყვს ზედა პროთეზი
2.1.1. იდაყვს ზედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ან თერმოპლასტიური ბუდით, სილიკონ-ლაინერით ან სილიკონ-ლაინერის გარეშე
3340
2.1.2. იდაყვს ზედა (კოსმეტიკური) პროთეზი ტყავის, პოლიამიდის ან ნიტროლაქის მიმღები ბუდით
385
2.2. იდაყვს ქვედა პროთეზი
2.2.1. იდაყვს ქვედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ან თერმოპლასტიური ბუდით, სილიკონ-ლაინერით ან სილიკონ-ლაინერის გარეშე
2120
2.2.2. იდაყვს ქვედა (კოსმეტიკური) პროთეზი ტყავის, პოლიამიდის ან ნიტროლაქის მიმღები ბუდით
210
2.2.3. ხელის მტევნის (კოსმეტიკური) პროთეზი ტყავის, პოლიამიდის ან ნიტროლაქის მიმღები ბუდით
80
2.2.4. ხელის მტევნის (კოსმეტიკური) პროთეზი უცხოური წარმოების კვანძით
960
II. ორთეზირება
1. ტერფის ორთეზი კოჭ-წვივის სახსრის ჩართვით
110
2. ორთეზი მუხლისა და კოჭ-წვივის სახსრის ჩართვით
600
3. მუხლის ორთეზი
610
4. ორთეზი მენჯ-ბარძაყის, მუხლისა და კოჭ-წვივის სახსრების ჩართვით
710
5. ორთეზი იდაყვს ქვედა
40
6. ორთეზი იდაყვის სახსრის ჩართვით
130
7. ორთეზი კისრის დონეზე
100
8. ორთეზი გულმკერდ-წელის დონეზე
500
9. ორთეზი წელის დონეზე
410
6. ვაუჩერი ფინანსდება კომპონენტით განსაზღვრული საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების შესაბამისად, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, ამასთან:
ა) ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 100%-ის ფარგლებში საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების 100%-ით ფინანსდებიან:
ა.ა) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები;
ა.ბ) სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მცხოვრები ბენეფიციარები;
ა.გ) „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები;
ა.დ) სასჯელაღსრულებისა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფი პირები;
ა.ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა კომისიის მიერ ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ აღემატება 100 000-ს;
ბ) დანარჩენი ბენეფიციარები დაფინანსდებიან ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 75%-ის ფარგლებში საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების 75%-ით.
7. საქონლის (მომსახურების) მიწოდების ასანაზღაურებლად წარდგენილი ფაქტობრივი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ საქონლის (მომსახურების) მიმწოდებლად რეგისტრაციისას წარდგენილი საქონლის (მომსახურების) განფასებაში დაფიქსირებულ ღირებულებას.
მუხლი 5🔗. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელი
კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელია სააგენტოში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.
მუხლი 6🔗. კომპონენტის განმახორციელებელი
კომპონენტს განახორციელებს სააგენტო.
დანართი 1.6.3
სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი
მუხლი 1🔗. კომპონენტის ამოცანა
კომპონენტის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება და მისი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗. კომპონენტის ღონისძიებები
კომპონენტის ღონისძიებები მოიცავს:
ა) 1 000 ციფრული სმენის აპარატის შეძენას და გაცემას;
ბ) ციფრული აპარატის მორგებას;
გ) ციფრული სმენის აპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით შესაბამისი სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევას;
დ) გაცემული ციფრული სმენის აპარატის უფასო საგარანტიო მომსახურებას არანაკლებ 12 თვის განმავლობაში.
მუხლი 3🔗. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი
1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება სმენის აპარატის საჭიროების მქონე სმენადაქვეითებული შშმ პირები (მათ შორის, შშმ ბავშვები).
2. ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი ან პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს. ამასთან, აღნიშნულ განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) პირის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელია/მინდობით აღმზრდელია;
ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელია;
გ) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი – დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას);
დ) შშმ პირის (მათ შორის, შშმ ბავშვის) სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
ე) პირზე გაცემული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი – ფორმა №IV-50/2, სადაც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული სმენის აპარატის საჭიროება.
მუხლი 4🔗. კომპონენტის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 450 000 ლარით.
2. შესაბამის საქონელს (მომსახურებას) შეისყიდის სააგენტო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
მუხლი 5🔗. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელი
საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელია პირი, რომელთანაც სააგენტოს დადებული აქვს ხელშეკრულება კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.
მუხლი 6🔗. კომპონენტის განმახორციელებელი
1. კომპონენტის განმახორციელებელია სააგენტო.
2. სააგენტო ამ კომპონენტით გათვალისწინებული შესყიდვებისათვის საჭირო პროცედურების დაწყებას უზრუნველყოფს 2013 წლის 1 მაისამდე.
დანართი 1.6.4
კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი
მუხლი 1🔗. კომპონენტის ამოცანა
კომპონენტის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება და მისი საზოგადოებასთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗. კომპონენტის ღონისძიებები
1. კომპონენტის ღონისძიებები მოიცავს:
ა) 30 კოხლეარული იმპლანტის შეძენას;
ბ) რეაბილიტაციას.
2. რეაბილიტაცია გულისხმობს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მიერ სარეაბილიტაციო კურსის ჩატარებას არანაკლებ 12 თვის განმავლობაში, რაც, თავის მხრივ, მოიცავს:
ა) ოპერაციის შემდგომ, პერიოდულად, კოხლეარული იმპლანტის მორგება-რეგულირებას;
ბ) ლოგოპედის (მეტყველების თერაპევტის) მომსახურებას ბენეფიციარისათვის/მისი კანონიერი წარმომადგენლისათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
მუხლი 3🔗. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი
1. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს:
ა) აბსოლუტური სიყრუის მქონე და ყრუ-მუნჯი 6 წლამდე ასაკის ბავშვები;
ბ) 6 წლისა და მეტი ასაკის პირები, თუ სამედიცინო დასკვნის თანახმად, ნაჩვენებია კოხლეარული იმპლანტაციის ოპერაცია;
გ) ის პირები, რომლებსაც წინა წლების შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული „კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის“ ფარგლებში მიღებული აქვთ კოხლეარული იმპლანტი და საჭიროებენ ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მომსახურებებს.
2. ამ კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის და/ან მომსახურების მიღების მოთხოვნით ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს. ამასთან, განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) პირის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელია;
ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელია;
გ) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი – დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას);
დ) შშმ პირის (მათ შორის, შშმ ბავშვის) სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) პირზე გაცემული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი – ფორმა №IV-50/2, სადაც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული კოხლეარული იმპლანტის საჭიროება (ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფის შემთხვევაში).
მუხლი 4🔗. კომპონენტის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 459 800 ლარით.
2. შესაბამის საქონელს და მომსახურებას შეისყიდის სააგენტო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
3. შესყიდული საქონლის და მომსახურების ღირებულება ამავე დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ფარგლებში თითოეულ ბენეფიციარზე არ უნდა აღემატებოდეს 33 500 ლარს, ამასთან:
ა) ერთი კოხლეარული იმპლანტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 28 500 ლარს;
ბ) ერთი ბენეფიციარისათვის ოპერაციის შემდგომ, პერიოდულად კოხლეარული იმპლანტის მორგება-რეგულირების ღირებულება რეაბილიტაციის პერიოდში არ უნდა აღემატებოდეს 3 000 ლარს;
გ) ერთი ბენეფიციარისათვის ლოგოპედის (მეტყველების თერაპევტის) მომსახურების ღირებულება რეაბილიტაციის პერიოდში არ უნდა აღემატებოდეს 2 000 ლარს.
მუხლი 5🔗. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის და მომსახურების მიმწოდებელი
კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის და მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელთანაც სააგენტოს დადებული აქვს ხელშეკრულება კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.
მუხლი 6🔗. კომპონენტის განმახორციელებელი
კომპონენტის განმახორციელებელია სააგენტო.
დანართი 1.6.5
ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით, უსინათლოთა ხელჯოხებით და გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის კომპონენტი
მუხლი 1🔗. კომპონენტის ამოცანა
კომპონენტის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗. კომპონენტის ღონისძიებები
კომპონენტის ღონისძიებებში შედის:
ა) 100 წყვილი ყავარჯნის შეძენა და გაცემა;
ბ) 100 წყვილი ხელჯოხ-ყავარჯნის შეძენა და გაცემა;
გ) 100 ცალი უსინათლოთა ხელჯოხის შეძენა და გაცემა;
დ) 100 ცალი გადასაადგილებელი ჩარჩოს - ჩოჩიალას (გორგოლაჭების გარეშე) შეძენა და გაცემა.
მუხლი 3🔗. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი
1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება:
ა) ყავარჯნის, ხელჯოხ-ყავარჯნის ან გადასაადგილებელი ჩარჩოს საჭიროების მქონე შშმ პირები და ხანდაზმულები (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან);
ბ) უსინათლოთა ხელჯოხის საჭიროების მქონე მხვედველობადაქვეითებული შშმ პირები.
2. ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი ან პირის კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს. ამასთან, აღნიშნულ განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) პირის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელია;
ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელია;
გ) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი – დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას);
დ) შშმ პირის (მათ შორის, შშმ ბავშვის) სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი (შშმ პირის შემთხვევაში);
ე) პირზე გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია – ფორმა №IV-100/ა), სადაც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების საჭიროება შესაბამისი სახეობის მითითებით.
მუხლი 4🔗. კომპონენტის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 18 500 ლარით.
2. შესაბამის საქონელს (მომსახურებას) შეისყიდის სააგენტო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
მუხლი 5🔗. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელი
საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელია პირი, რომელთანაც სააგენტოს დადებული აქვს ხელშეკრულება კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.
მუხლი 6🔗. კომპონენტის განმახორციელებელი
1. კომპონენტის განმახორციელებელია სააგენტო.
2. სააგენტო ამ კომპონენტით გათვალისწინებული შესყიდვებისათვის საჭირო პროცედურების დაწყებას უზრუნველყოფს 2013 წლის 1 მაისამდე.
დანართი 1.7
ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის ამოცანა
ქვეპროგრამის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის ღონისძიებები
ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:
ა) საქართველოს (ქ. თბილისის გარდა) მინიმუმ რვა რეგიონში სურდოთარჯიმნების მომსახურებით უზრუნველყოფას (თითოეულ ამ რეგიონში მინიმუმ ერთი სურდოთარჯიმანი);
ბ) ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული სურდოთარჯიმნის მომსახურების შესახებ ინფორმაციის განთავსებას ძირითად საჯარო დაწესებულებებში (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საქართველოს სასამართლოები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, აგრეთვე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულები);
გ) სურდოთარჯიმანთა მეშვეობით ყრუთა ინფორმირებას სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი სხვადასხვა მომსახურების შესახებ;
დ) ყოველთვიურად, მომსახურების გაწევის შემდგომი თვის 10 რიცხვის ჩათვლით, მიმწოდებლის მიერ სააგენტოში გაწეული მომსახურების თაობაზე ამ მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული შესაბამისი დაწესებულების უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დადასტურებული ინფორმაციის წარდგენას. ინფორმაციის წარდგენის ფორმას განსაზღვრავს სააგენტო.
მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი
ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოში მცხოვრები ყრუ პირები.
მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 12 800 ლარით.
2. შესაბამის მომსახურებას შეისყიდის სააგენტო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი
ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელთანაც სააგენტოს დადებული აქვს ხელშეკრულება ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.
მუხლი 6🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
1. ქვეპროგრამას განახორციელებს სააგენტო.
2. სააგენტო ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული შესყიდვებისათვის საჭირო პროცედურების დაწყებას უზრუნველყოფს 2013 წლის 1 მაისამდე.
დანართი 1.8
დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის ამოცანები
ქვეპროგრამის ამოცანაა ჩვილ ბავშვთა მიტოვების პრევენცია და ბავშვის ბიოლოგიური ოჯახის გაძლიერება.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის ღონისძიებები
ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:
ა) 24-საათიანი თავშესაფრით უზრუნველყოფას;
ბ) უსაფრთხო გარემოთი უზრუნველყოფას;
გ) კვების პროდუქტებით, ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას;
დ) პროფესიული და არაფორმალური განათლების ხელშეწყობას;
ე) საჭიროების შემთხვევაში, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას;
ვ) ფსიქოლოგის მომსახურებას.
მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი
1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებია:
ა) სხვადასხვა პრობლემების მქონე დედა 10 წლამდე ასაკის შვილ(ებ)თან ერთად, თუკი ეს უკანასკნელ(ნ)ი მიტოვების ან ინსტიტუციაში მოხვედრის რისკის წინაშე იმყოფებიან;
ბ) სხვადასხვა პრობლემების მქონე ქალი, რომელიც ორსულობის არანაკლებ 26-ე კვირაში იმყოფება (მათ შორის, 10 წლამდე ასაკის შვილ(ებ)თან ერთად, თუკი ეს უკანასკნელ(ნ)ი მიტოვების ან ინსტიტუციაში მოხვედრის რისკის წინაშე იმყოფებიან).
2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის საკითხები რეგულირდება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანების შესაბამისად.
მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 271 000 ლარით.
2. ამ ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურებისთვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა შეადგენს 17 ლარს დღეში.
3. ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების ერთდროულად მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობა არ აღემატება 15 პირს ქ. ქუთაისში და 43 პირს ქ.თბილისში.
4. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული დედათა და ბავშვთა თავშესაფრით მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას არა უგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის ბოლომდე.
5. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული დედათა და ბავშვთა თავშესაფრით მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სააგენტოში წარდგენა სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.
6. დედათა და ბავშვთა თავშესაფარში მომსახურების ანაზღაურებისათვის განკუთვნილ ვაუჩერზე თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის (17 ლარი) ნამრავლით მომსახურების მიღების თვეში ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი
ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.
მუხლი 6🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამას განახორციელებს სააგენტო.
დანართი 1.9
მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის ამოცანა
ქვეპროგრამის ამოცანაა მზრუნველობამოკლებული ბავშვების მიმღებ ოჯახებში განთავსების გზით ოჯახურ გარემოში აღზრდის უზრუნველყოფა.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის ღონისძიებები
ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:
ა) ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში აღზრდის ხელშეწყობას;
ბ) ბავშვის ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, მის ინდივიდუალურ განვითარებასა და საჭიროებებზე ორიენტირებული ზრუნვის უზრუნველყოფას;
გ) ბავშვის ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადების ხელშეწყობას;
დ) ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახთან კონტაქტის გაძლიერებისა და ხელშეწყობის უზრუნველყოფას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს.
მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი
1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფია მინდობით აღზრდაში განთავსებას დაქვემდებარებული პირები.
2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის საკითხები რეგულირდება „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №51/ნ ბრძანების შესაბამისად.
მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 5 681 400 ლარით.
2. მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა და პრინციპები განისაზღვრება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების შესაბამისად.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი
ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირების რეგისტრირება, შერჩევა და სხვა თანამდევი საკითხები რეგულირდება „მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №51/ნ ბრძანების შესაბამისად.
მუხლი 6🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამას განახორციელებს სააგენტო.
დანართი 1.10
მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამა
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის ამოცანა
ქვეპროგრამის ამოცანაა მზრუნველობამოკლებული ბავშვების მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსება და მათი ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში აღზრდა.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის ღონისძიებები
ქვეპროგრამის ღონისძიებებია:
ა) 24-საათიანი მომსახურების მიწოდება მცირე საოჯახო ტიპის სახლში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) მინიმუმ სამჯერადი კვება, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
გ) ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსით და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფა;
დ) ბავშვის მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შემუშავება და მისი შესრულებისა და პერიოდული გადასინჯვის უზრუნველყოფა;
ე) ყოველდღიური, ყოფითი უნარების სწავლება (თვითმოვლა, საოჯახო აქტივობებში ჩართვა და სხვ.);
ვ) პროფესიული და სახელობო უნარ-ჩვევების განვითარებაში დახმარება, ბავშვის ინტერესების, მიდრეკილებებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით;
ზ) აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების ხელშეწყობა და ბავშვის თავისუფალი დროის სწორი და მიზნობრივი ორგანიზება;
თ) კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვა;
ი) საჭიროების შემთხვევაში – ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზება;
კ) პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში ბავშვის დინამიური მეთვალყურეობის უზრუნველყოფა და საჭიროებისამებრ, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გაუთვალისწინებელი მომსახურების) მიღების ორგანიზება;
ლ) ბავშვის ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში აღზრდის უზრუნველყოფა სოციალური მუშაკების მიერ პერიოდული ვიზიტებისა და ბავშვის მდგომარეობასა და განვითარებაზე შესაბამისი მეთვალყურეობის დაწესების მეშვეობით;
მ) ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახთან ურთიერთობის ხელშეწყობა თუ ეს არ ეწინააღმდეგება მის ინტერესებს;
ნ) საქართველოს კურორტებზე, ზედიზედ არანაკლებ 12 დღის განმავლობაში, 10 ბავშვზე არანაკლებ 2 მომვლელის თანხლებით ჯგუფური დასვენების უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს:
ნ.ა) შესაბამის კურორტამდე და უკან ტრანსპორტირებას და დასვენების ადგილზე კეთილმოწყობილი და ადაპტირებული საცხოვრებლით უზრუნველყოფას;
ნ.ბ) მინიმუმ სამჯერად კვებას, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
ნ.გ) სპორტულ-გამაჯანსაღებელ და კულტურულ-სანახაობით ღონისძიებებში ჩართვას;
ნ.დ) საჭიროების შემთხვევაში ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას.
მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი
1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებია ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში მცხოვრები ან ჩასარიცხი 6-იდან 18 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებული ბავშვები, ასევე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში მცხოვრები 18 წლის ასაკს გადაცილებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის მოსწავლეები, რომელთა ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება, შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდაში განთავსება ვერ ხერხდება.
2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის საკითხები რეგულირდება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანების შესაბამისად.
მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 263 300 ლარით.
2. მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურების დაფინანსების წესი განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილების შესაბამისად.
3. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი.
4. ამ მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის (17 ლარის) ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე (მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბენეფიციარის ჩარიცხვის ან ამორიცხვის თვეს – შესაბამის თვეში ამ ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე), რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების თვეში ფუნქციონირებად მცირე საოჯახო ტიპის სახლში შეუვსებელი, ლიმიტით განსაზღვრული ადგილები ანაზღაურდება დღეში 8 ლარით.
5. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სააგენტოში წარდგენა სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.
6. მცირე საოჯახო ტიპის სახლში განთავსებულ ბენეფიციარს 18 წლის ასაკის მიღწევის თვეს უფლება აქვს მიიღოს შესაბამისი მომსახურება იმავე მიმწოდებლისგან, ვისგანაც იღებდა მომსახურებას წინა თვეს. ამასთან, თუ მცირე საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრები ბენეფიციარი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი, არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის მოსწავლე, მას უფლება აქვს მიიღოს მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის დამთავრების თვის ჩათვლით პერიოდში იმავე მიმწოდებლისგან, ვისგანაც იღებდა მომსახურებას 18 წლის ასაკის მიღწევის თვეს.
7. მცირე საოჯახო ტიპის სახლში მომსახურების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება რეგიონული საბჭოების მიერ არა უმეტეს ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა:
№
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული
ერთეული
ლიმიტი
1
ქ. თბილისი
116
2
ქ. რუსთავი
16
3
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
20
4
მცხეთის მუნიციპალიტეტი
20
5
დუშეთის მუნიციპალიტეტი
8
6
ქ. ქუთაისი
25
7
ხონის მუნიციპალიტეტი
10
8
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
8
9
საჩხერის მუნიციპალიტეტი
8
10
ქ. ბათუმი
10
11
თელავის მუნიციპალიტეტი
25
12
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
10
13
ახმეტის მუნიციპალიტეტი
8
14
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
16
15
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
8
16
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
16
17
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
8
18
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
8
19
გორის მუნიციპალიტეტი
10
20
ხაშურის მუნიციპალიტეტი
38
21
კასპის მუნიციპალიტეტი
8
8. ქვეპროგრამა ასევე უზრუნველყოფს ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის ფარგლებში 2013 წლის განმავლობაში ამოქმედებული ახალი მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციართა ვაუჩერულ დაფინანსებას ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტების გაუთვალისწინებლად.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი
მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურების შემთხვევაში ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.
მუხლი 6🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამას განახორციელებს სააგენტო.
დანართი 1.11
მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის ამოცანა
ქვეპროგრამის ამოცანაა მიუსაფარ ბავშვთა („ქუჩის ბავშვთა“) რეაბილიტაცია და სოციალური ინტეგრაცია.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის ღონისძიებები
ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის:
ა) დღის ცენტრისა და/ან კრიზისული ინტერვენციის თავშესაფრის მომსახურებით უზრუნველყოფა, რაც მოიცავს ბავშვის საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებას (კვება, თავშესაფარი, ჰიგიენა);
ბ) ტრანზიტული ცენტრის მომსახურების უზრუნველყოფა, რაც მოიცავს:
ბ.ა) 24-საათიანი მომსახურების მიწოდებას;
ბ.ბ) ბენეფიცარების რეაბილიტაციას სოციალური ინტეგრაციის მიზნით;
ბ.გ) მინიმუმ სამჯერად კვებას, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
ბ.დ) ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსით და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას;
ბ.ე) ბავშვის ინდივიდუალური სარეაბილიტაციო პროგრამის შემუშავებას და მისი შესრულებისა და პერიოდული გადასინჯვის უზრუნველყოფას;
ბ.ვ) ყოველდღიური, ყოფითი უნარების სწავლებას (თვითმოვლა და სხვადასხვა აქტივობებში ჩართვას);
ბ.ზ) ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ჩართვის ხელშეწყობას;
ბ.თ) კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვას;
ბ.ი) ფსიქოლოგიური მომსახურების უზრუნველყოფას;
ბ.კ) პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გაუთვალისწინებელი მომსახურების) მიღების ორგანიზებას.
მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი
ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფია 18 წლამდე ასაკის, დღის ცენტრის, კრიზისული ინტერვენციის თავშესაფრის, ტრანზიტული ცენტრის მომსახურების მიმღები და ასევე ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე მიუსაფარი (არაიდენტიფიცირებული) ბავშვები.
მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 304 000 ლარით.
2. ამ დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების შემდეგი თვის ამოწურვამდე.
3. ერთ ბენეფიციარზე ქვეპროგრამით გათვალისწინებული დღიური ხარჯი შეადგენს:
ა) დღის ცენტრის მომსახურების შემთხვევაში - 6 ლარს;
ბ) კრიზისული ინტერვენციის თავშესაფრის მომსახურების შემთხვევაში – 10 ლარს;
გ) ტრანზიტული ცენტრის მომსახურების შემთხვევაში -17 ლარს.
ამასთან, მიმწოდებლის მიერ მიწოდებული მომსახურებისთვის დღეში ასანაზღაურებელი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ტრანზიტულ ცენტრში დღეში არაუმეტეს 40, კრიზისული ინტერვენციის თავშესაფრში არა უმეტეს 20 და დღის ცენტრში არაუმეტს 90 ბენეფიციარის მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობას.
4. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ყოველთვიურად სააგენტოში წარდგენა სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით მომსახურეობის გაწევის თვის შემდგომი თვის 5 რიცხვის ჩათვლით.
5. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებისათვის განკუთვნილ ვაუჩერზე თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვეში ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე.
6. პირისათვის ქვეპროგრამის ფარგლებში გასაწევი შესაბამისი მომსახურების ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი სოციალური მუშაკი.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი
ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.
მუხლი 6🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამას განახორციელებს სააგენტო.
დანართი 1.12
სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამა
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის ამოცანა
ქვეპროგრამის ამოცანაა სამიზნე ჯგუფისათვის ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობების შექმნა, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა და სოციალური ინტეგრაცია.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის ღონისძიებები
ქვეპროგრამის ღონისძიებებია:
ა) საცხოვრებლით, ყოველდღიური მომსახურებითა და სამჯერადი კვებით უზრუნველყოფა, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
ბ) საჭიროებისამებრ, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიღების ორგანიზება;
გ) ქვეპროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებისათვის ინდივიდუალური განვითარების პროგრამის შედგენა და განხორციელება;
დ) პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება (ბენეფიციარების ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და სურვილის გათვალისწინებით – ხელობის შერჩევა, სწავლება და პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობა);
ე) ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსით და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფა;
ვ) საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი
1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფია:
ა) 18 წლისა და უფროსი ასაკის შშმ პირები და ხანდაზმულები (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან);
ბ) პირები, რომლებიც იყვნენ 2011 წლის პროგრამით გათვალისწინებული შშმ პირთა სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის მოსარგებლეები.
2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის საკითხები რეგულირდება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად.
3. ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ერთდროულად მოსარგებლე პირთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 130 პირს.
მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 686 600 ლარით.
2. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის (16 ლარის) ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე (სათემო ორგანიზაციაში ბენეფიციარის ჩარიცხვის ან ამორიცხვის თვეს – შესაბამის თვეში ამ ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე), რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით.
4. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სააგენტოში წარდგენა სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი
ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.
მუხლი 6🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამას განახორციელებს სააგენტო.