სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო-პროფესიული, კადრის და სამოქალაქო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 28.03.2013
ძალაში შესვლა 25.03.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №75
სარეგისტრაციო კოდი 140080000.10.003.017239
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,577 სიტყვა · ~18 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.03.2013 მიღება
25.03.2013 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო-პროფესიული, კადრის და სამოქალაქო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №75 2013 წლის 28 მარტი  ქ. თბილისი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო-პროფესიული, კადრის და სამოქალაქო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 „ნორმატიული  აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო და­ც­ვის  სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო-პროფესიული, კადრის და სამოქალაქო სამსახურის გავლის წესის შესახებ  დებულება“.  მუხლი 2🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 25 მარტიდან.პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი დებულება სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო-პროფესიული, კადრის და სამოქალაქო სამსახურის გავლის წესის შესახებ თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო-პროფესიული, კადრის და სამოქალაქო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულება (შემდგომში ‑ დებულება) განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის  სპეციალურ სამსახურში (შემდგომში ‑ სამსახური) მიღების, აღდგენის, თა­ნამდებობრივი გადაადგილებისა და სამსახურიდან დათხოვნის პირო­ბებს, აწესრიგებს სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗 საკონტრაქტო-პროფესიული, კადრის და სამოქალაქო სამსახურის გავ­ლის სამართლებრივი საფუძვლებია „სახელმწიფო დაცვის სპეცია­ლური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, ეს დებულება და სხვა ნორმატიული აქტები. მუხლი 3🔗 საკონტრაქტო-პროფესიული, კადრის და სამოქალაქო სამსახურის გავლის ძირითადი პრინციპებია კანონიერება, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაცვა და პატივისცემა, კოლეგიალობა და ურთიერთკოორდინაცია, პროფესიული სრულყოფა და განვითარება, საიდუმლოების მოთხოვნების და ეთიკის ნორმების დაცვა. თავი II სამსახურში მიღება და თანამდებობრივი გადაადგილება მუხლი 4🔗 1. სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და პიროვნული თვი­სებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეძლებს შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები. 2. უმცროსი სპეციალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს ოფიცრის სახელმწიფო სპეციალური წოდების ან ოფიცრის სამხედრო წოდების არმქონე საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკის ჩათვლით, რომელსაც მოხდილი აქვს სამხედრო ვალდებულება (გარდა ქალისა), ხოლო საშუა­ლო ან ზემდგომი სპეციალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე კად­რის სამსახურში – არა უმეტეს 30 წლის ასაკის საქართველოს მოქალაქე. 3. ასაკთან დაკავშირებული შეზღუდვები არ ვრცელდება: ა) პირზე, რომელიც ინიშნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ან მასთან შეთანხმებით; ბ) გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენის შემ­თ­ხ­ვე­ვაში; გ) სამსახურში იმ სახელმწიფო უწყებიდან გადმოსვლით მიღებისას, რომელშიც დაწესებულია სამხედრო წოდებები ან „სახელმწიფო სპეცია­ლური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო სპეციალური წოდებები. 4. საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის უფროსის გადაწყვეტი­ლე­ბით პირი შეიძლება სამსახურში მიღებულ იქნეს და პირად შემადგენლო­ბაში ჩაირიცხოს ასაკის მიუხედავად. ასაკთან დაკავშირებული შეზღუდ­ვები არ ვრცელდება აგრეთვე პირის სამოქალაქო სამსახურში მიღებისას. 5. საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ჩარიცხული პირები საკონტრაქტო-პროფესიულ და კადრის სამსახურში მიიღებიან საერთო წესით. პირები, რომლებსაც არ გაუვლიათ სავალდებულო სამხედრო სამსახური და კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობენ სა­ვალ­დებულო სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლებით, შეიძლება მიღებულ იქნენ სამოქალაქო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების ან გადავადების უფლებით სარგებლობის პერიოდში, შესაბამისად განსაზღვრული ვადით. მუხლი 5🔗 სამსახურში არ მიიღება: ა) პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება ან კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, აგ­რეთვე ნასამართლობის მქონე პირი; ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან ქრო­ნიკული სნეულებით დაავადებული პირი, აგრეთვე ისეთი დასახიჩ­რე­ბის ან დაავადების, ფიზიკური ან ინტელექტუალური მონაცემების მქო­ნე პირი, რომელიც/რომლებიც მას სამსახურისთვის შეუფერებელს ხდის; გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად ან ქმედუუნა­როდ აღიარებული პირი; დ) საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი; ე) პირი, სპეციალური შემოწმების შედეგებით უარყოფითი დას­კვ­ნის საფუძველზე, აგრეთვე კანდიდატი, მისი წინა ნამსახურობის უარყო­ფითად შეფასების საფუძველზე. მუხლი 6🔗 1. სამსახურში მიღება ხორციელდება განსაზღვრული ან განუსაზ­ღვ­რელი ვადით. 2. საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში პირი მიიღება შესაბამისი კონტრაქტის საფუძველზე განსაზღვრული ვადით, ხოლო კადრის სამსა­ხურში ‑ განუსაზღვრელი ვადით. 3. სამოქალაქო პირის სამსახურში მიღება შეიძლება განხორცი­ელდეს: ა) ვაკანტურ საშტატო ერთეულზე დანიშვნით, როგორც განსაზღ­ვ­რული, ასევე განუსაზღვრელი ვადით; ბ) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ამავე ხელშეკრუ­ლე­ბით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად და ხელშეკრუ­ლე­ბით განსაზღვრული ვადით. 4. სამსახურში პირი მიიღება სპეციალური შერჩევისა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სამსახურის უფროსის შესაბამისი ნორმა­ტიული აქტით დადგენილი წესით. 5. საკონტრაქტო-პროფესიულ და კადრის სამსახურში მიღებისას პირი ირიცხება შესაბამისი კატეგორიის მოსამსახურეთა შემადგენ­ლო­ბაში, ენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება და ვაკანტურ თანამ­დებო­ბაზე ინიშნება გამოსაცდელი ვადით ან გამოსაცდელი ვადის გარეშე. მუხლი 7🔗 1. გამოსაცდელი ვადა არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. მისი ხანგრძლივობა განისაზღვრება პირის სამსახურში მიღებისა და თანამ­დე­ბობაზე დანიშვნის შესახებ სამსახურის უფროსის შესაბამისი ინდივი­დუ­ა­ლური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. გამოსაცდელი ვადა არ გამოიყენება: ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან მისი თანხმობით დანიშ­ნული პირის მიმართ; ბ) დათხოვნილი თანამშრომლის სამსახურში აღდგენისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი გაათავისუფლეს გამოსაცდელი ვადის პერი­ოდში, რაც შეიძლება გაგრძელდეს სამსახურში აღდგენის შემთხვევაში; გ) თანამდებობრივი დაწინაურების შემთხვევაში; დ) დროებით არმყოფი თანამშრომლის შემცვლელად ან მოვალე­ო­ბის შემსრულებლად დანიშვნისას. 3. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ან მისი გასვლისას, სამუშაო შედეგების გათვალისწინებით, მიიღება გადაწყვეტილება თანამშრომლის მიერ სამსახურის გაგრძელების ან მისი გათავისუფლების თაობაზე. 4. გამოსაცდელი ვადა წყდება მოსამსახურის საკონტრაქტო-პრო­ფესიული სამსახურიდან კადრის სამსახურში გადაყვანის (ჩარიცხვის) შემთხვევაში. მუხლი 8🔗 1. პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს რიგითების ან სერჟანტების შემადგენლობის შესაბამისი სამხედრო ან „სახელმწიფო სპეციალური წო­დებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უმცროსი სახელმწიფო სპეციალური წოდება, სამსახურში მიღებისას მიენიჭება „სა­ხელმწიფო დაცვის” შესაბამისი უმცროსი სახელმწიფო სპეციალური წო­დება, ჩაირიცხება საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში და დაინიშნება შესაბამისი წოდებრივი ზღვრის მქონე საშტატო თანამდებობაზე. შერ­ჩევის შედეგების გათვალისწინებით, იგი აგრეთვე შეიძლება დაინიშნოს ზემდგომ თანამდებობაზე. 2. პირს, რომელიც უმცროსი ოფიცრის ან ზემდგომი სამხედრო წო­დების მქონეა, ან რომელსაც მინიჭებული აქვს „სახელმწიფო სპეცია­ლუ­რი წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საშუალო ან ზემდგომი სახელმწიფო სპეციალური წოდება, სამსახურში ჩარიცხვისას მიენიჭება „სახელმწიფო დაცვის” შესაბამისი სახელმწიფო სპე­ციალური წოდება, ჩაირიცხება კადრის სამსახურში და დაინიშნება შე­საბამისი წოდებრივი ზღვრის მქონე საშტატო თანამდებობაზე. 3. თუ პირი ერთდროულად განსხვავებული რანგის სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონეა, სამსახურში მიღებისას გათ­ვა­ლისწინებული უნდა იქნეს უფრო მაღალი რანგის წოდება. 4. პირი, მისივე თანხმობით საკონტრაქტო-პროფესიულ და კადრის სამსახურში შეიძლება დანიშნულ იქნეს მისთვის მინიჭებულ სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალურ წოდებაზე უფრო დაბალი წოდებრივი ზღვ­რის მქონე საშტატო თანამდებობაზე. დაუშვებელია საშუალო ან ზემ­დ­გო­მი სპეციალური წოდების, აგრეთვე ოფიცრის სამხედრო წოდების მქო­ნე პირის დანიშვნა უმცროსი სპეციალური წოდების შესაბამის თანამ­დე­ბობაზე. 5. სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების არმქონე პი­რები ჩარიცხვით მიღებისას ირიცხებიან საკონტრაქტო-პროფესიულ სამ­სა­ხურში და ენიჭებათ ,,სახელმწიფო დაცვის“ რიგითის სახელმწიფო სპე­ციალური წოდება. ცალკეულ შემთხვევებში, პირველადი საშუალო სპე­ცი­ალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ან/და სპეციალური სასწავლო კურსის გაუვლელად მინიჭების შესახებ გადაწ­ყვე­ტილებას იღებს სამსახურის უფროსი. 6. სამსახურში მიღებისა და თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ სამ­სახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებ­რივი აქტით შეიძლება განისაზღვროს სამსახურის შესრულების ადგილი და სპეციალიზაცია. 7. სამსახურში მიღების შემდეგ პირი დებს სახელმწიფო დაცვის სპე­ცი­ალური სამსახურის მოსამსახურის ფიცს. მუხლი 9🔗 1. დათხოვნილი თანამშრომელი აღდგენილ უნდა იქნეს სამსა­ხურში, თუ კანონმდებლობით დადგენილი წესით ბათილად იქნა ცნობი­ლი ან ძალადაკარგულად გამოცხადდა ის ინდივიდუალური ადმინის­ტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც პირი სამსა­ხურიდან იქნა დათხოვნილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს სამსახურში აღდგენაზე. 2. სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გამოცემული ბრძანების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, თანამ­შრომელი ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას. სასამართლოს გადა­წ­ყვეტილება არ იწვევს სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ ამ გადა­წყვეტილების შესაბამისად სამსახური ვალდებულია ახალი ბრძა­ნება გამოსცეს სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებულ გარემო­ებათა დამატებით გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ.  3. სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული გარემოე­ბების დამატებით გამოკვლევა და შეფასება უნდა განხორციელდეს გათავისუფლებული პირის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განცხადების (საჩივრის) წარმოდგენის შემთხვევაშიც. 4. სამსახურში აღდგენილი თანამშრომელი ინიშნება დათხოვნამდე დაკავებულ ან სხვა შესაბამის თანამდებობაზე შრომის ანაზღაურების ოდენობის, სამუშაოს სპეციფიკისა და შესრულების ადგილის გათვალის­წინებით. განსხვავებული პირობების დადგენა დასაშვებია მხარეთა შე­თანხმების საფუძველზე. 5. სამსახურში აღდგენილ მოსამსახურეს იძულებით გაცდენილი დრო ეთვლება შრომით სტაჟში, აგრეთვე ნამსახურობაში მორიგი სახელ­მწიფო სპეციალური წოდების მინიჭებისას და ეძლევა იძულებით გაცდე­ნილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. დათხოვნილი მოსამსახურის სამსახურში ხელახლა მიღება ხორ­ციელდება საერთო წესის შესაბამისად. მუხლი 10🔗 1. კონკრეტული თანამდებობის საკონტრაქტო-პროფესიულ და კად­რის სამსახურთან შესაბამისობა განისაზღვრება ამ თანამდებობი­სა­თვის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული სპეციალური წოდებრივი ზღვარის შესაბამისად. 2. საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში მოსამსახურეს დადგე­ნილი წესით ენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება სახელმწიფო დაცვის რიგითიდან სახელმწიფო დაცვის ზემდეგის ჩათვლით, არა უმეტეს დაკავებული თანამდებობისათვის გათვალისწინებული ზღვ­რული წოდებისა. 3. კადრის სამსახურში მოსამსახურეს დადგენილი წესით ენიჭება პირველადი საშუალო ან ზემდგომი სახელმწიფო სპეციალური წოდება არა უმეტეს დაკავებული თანამდებობისთვის გათვალისწინებული ზღვ­რუ­ლი წოდებისა. მუხლი 11🔗 1. თანამშრომელი შეიძლება თანამდებობრივად გადაადგილებულ იქნეს: ა) ზემდგომ თანამდებობაზე ‑ თანამდებობრივი დაწინაურებისას; ბ) თანაბარი რანგის თანამდებობაზე ‑ ვაკანტურ თანამდებობათა დაკომპლექტების, მოსამსახურის პროფესიული შესაძლებლობის მიზან­მი­მართული გამოყენების, დროებით არმყოფი მოსამსახურის ჩანაცვ­ლების ან სხვა ადგილმდებარეობის სამუშაოზე გადაყვანის საჭიროების შემთხვევაში; გ) დაბალი რანგის თანამდებობაზე. 2. დაბალი რანგის თანამდებობაზე თანამშრომელი გადაიყვანება: ა) დისციპლინური სახდელის ‑ „თანამდებობიდან ჩამოქვეითების” გამოყენებისას; ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მისი შესაძ­ლებლობების გათვალისწინებით; გ) სამსახურიდან დათხოვნილი ან დაქვეითებული თანამშრომლის იმავე თანამდებობაზე აღდგენის შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება აღსად­გენი მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშნული თანამშრომლის სხვა შესაბამის თანამდებობაზე გადაყვანა; დ) შტატების შემცირებასთან ან რეორგანიზაციასთან დაკავში­რე­ბით; ე) ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით; ვ) მხარეთა შეთანხმებით, პირადი პატაკის საფუძველზე. 3. თანამდებობრივი გადაადგილებისას მხედველობაში მიიღება თა­ნამდებობის შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და თანამშრომ­ლის პროფესიული შესაძლებლობები. მუხლი 12🔗 1. თანამშრომელი შეიძლება დაწინაურებულ იქნეს ზემდგომ თანამ­დებობაზე დანიშვნით (მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნით) ან ასეთ ვაკანტურ თანამდებობაზე მოვალეობის შესრულების დაკისრებით, მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე დანიშვნით (მოვალეობის შემსრუ­ლებლად დანიშვნით). 2. ატესტაციის შედეგების საფუძველზე, აგრეთვე კვალიფიკაციისა და პროფესიული დამსახურების გათვალისწინებით, თანამშრომლის თანამ­დებობრივი დაწინაურების საკითხს წყვეტს სამსახურის უფროსი. 3. თანამდებობრივ დაწინაურებას წარმოადგენს აგრეთვე საკონტ­რაქტო-პროფესიული სამსახურის შესაბამისი საშტატო თანამდებობიდან კადრის სამსახურის შესაბამის საშტატო თანამდებობაზე გადაყვანა. საკონტრაქტო-პროფესიული მოსამსახურე კადრის მოსამსახურე ხდება (კადრის სამსახურში ჩარიცხულად ითვლება) მისთვის პირველადი საშუ­ალო სპეციალური წოდების ‑ „სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენან­ტის”  მინიჭების დღიდან. მუხლი 13🔗 1. ვაკანტურ თანამდებობათა დაკომპლექტების, მოსამსახურის პროფესიული შესაძლებლობის მიზნობრივი გამოყენების, დროებით არმყოფი მოსამსახურის ჩანაცვლების ან მოსამსახურის სხვა ადგილ­მდებარეობის სამუშაოზე გადაყვანის საჭიროების გამო, თანამშრომლის თანამდებობრივი გადაადგილების საკითხს წყვეტს სამსახურის უფროსი. 2. თანამშრომელს შეუძლია უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გათვალისწინებულ მოვალეობათა დროებით შეს­რულებაზე, თუ მათი შესრულება წინააღმდეგ ნაჩვენებია მისი ჯანმრთე­ლობის მდგომარეობისათვის ან მისი კვალიფიკაცია და პროფესიული მომზადება არ შეესაბამება თანამდებობის დასაკავებლად გათვალის­წინებულ მოთხოვნებს. 3. იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს თანამშრომლის დაქვე­ითების საფუძველი და მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანა ხორციელ­დება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების გამო, ახალ თანამდებობაზე შრომის დაბალი ანაზღაურების არსებობის შემთხვევაში, თანამშრომელს მიეცემა დანამატი შრომის ანაზღაურების ოდენობის შესანარჩუნებლად. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარე­მოე­ბების გარდა, სხვა საფუძვლით თანამდებობრივი გადაადგილების შემთ­ხვევაში, თანამშრომელი შრომის ანაზღაურებას იღებს დაკავებული თა­ნამდებობის მიხედვით. 5. თუ თანამშრომელს სამსახურის უფროსის ბრძანებით დაეკისრება მოვალეობის შესრულება სხვა ვაკანტურ თანამდებობაზე, მას მიეცემა უფ­რო მაღალი თანამდებობრივი სარგო. მუხლი 14🔗 1. დისციპლინური გადაცდომის საფუძველზე თანამშრომლის თა­ნამდებობრივი ჩამოქვეითება ხორციელდება სამსახურის დისციპლი­ნური წესდებით დადგენილი წესით. დისციპლინური სახდელის მოქმე­დების ვადის გასვლის ან მისი ვადამდე მოხსნისას, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების შესაბამისად თანამშრომელი შეიძლება: ა) დაბრუნებულ იქნეს სახდელის დაკისრებამდე დაკავებულ თა­ნამდებობაზე, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში; ბ) დაინიშნოს სახდელის დაკისრებამდე დაკავებული თანამ­დე­ბო­ბის თანაბარი რანგის ან სახდელის დაკისრების შემდეგ დაკავებულთან შედარებით მაღალი რანგის თანამდებობაზე, შესაბამისი ვაკანსიის არსე­ბობის შემთხვევაში; გ) დატოვებულ იქნეს დისციპლინური სახდელის დაკისრების შემ­დეგ დაკავებულ თანამდებობაზე. 2. შესაბამისი საექიმო კომისიის დასკვნის საფუძველზე, თანამ­შრომელი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გა­და­ყ­ვა­ნილი უნდა იქნეს შესაბამის თანამდებობაზე. უარის ან შესაბამისი ვაკანსიის არარსებობის შემთხვევაში, იგი გათავისუფლდება სამსახუ­რიდან ან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, შესაძლოა აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში. 3. თანამშრომლის თანამდებობაზე აღდგენისას, თუ არ არსებობს იმავე რანგის სხვა ვაკანტური თანამდებობა, ან სხვა ვაკანტური თანამდებობა საჭიროებს განსხვავებულ პროფესიულ კვალიფიკაციას, მოსამსახურეს, რომელსაც დაკავებული აქვს აღსადგენი თანამშრომლის თანამდებობა ან თანამდებობა, რომელიც უქმდება, მისივე თანხმობით გადაიყვანენ დაბალი რანგის თანამდებობაზე. შესაბამისი ვაკანსიის არარსებობის ან მოსამსახურის მიერ უარის თქმის შემთხვევაში, მას დაითხოვენ სამსახურიდან ან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, აიყვანენ კადრების განკარგულებაში. 4. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ სა­ქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნ­ქტებით განსაზღვრული თანამდებობიდან თანამშრომელი შეიძლება გადაყვანილ იქნეს დაბალ თანამდებობაზე, შესაბამისად საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკების მთავრობათა ხელმძღვანელებთან შეთანხმებით. ასეთ შემთხ­ვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით მას შეიძლება მიეცეს ყოველ­თვიური ფულადი დანამატი შრომის ანაზღაურების ოდენობის შესა­ნარჩუნებლად. 5. ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით, თანამშრომელი და­ბალ თანამდებობაზე გადაიყვანება სამსახურის უფროსის გადაწყვე­ტი­ლებით. თავი III სამსახურის გავლის პირობები მუხლი 15🔗 სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთი­ერთობის რეგულირების მიზნით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრუ­ლების დამადასტურებელ პირობებად ითვლება: ა) თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულება; ბ) ხელმძღვანელი პირის ბრძანების, განკარგულების, დავალების ან დასახული ამოცანის შესრულება; გ) სასწავლო, საწვრთნელ-სავარჯიშო და სხვა სამსახურებრივ შეკ­რე­ბებში მონაწილეობა; დ) სამუშაო ადგილზე, სამსახურებრივი საჭიროებით განპირობე­ბულ ან მასთან დაკავშირებულ ადგილზე ყოფნა; ე) სამსახურებრივ მივლინებაში ყოფნა, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული დაზიანების ან ავადმყო­ფობის გამო სამკურნალოდ ყოფნა; ვ) სამსახურის ადგილამდე მგზავრობა ან დაბრუნება; ზ) ტყვეობაში, მძევლად (ნებაყოფლობით დანებების ან მოწინააღ­მდეგის მხარეს გადასვლის გარდა) ან ინტერნირებულად ყოფნა; თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა პირის სი­ცოცხ­ლის, ჯანმრთელობის, პატივისა და ღირსების დაცვა; ი) სამართალდამცავი ორგანოებისათვის დახმარების გაწევა; კ) სხვაგვარი ქმედება, რომელიც სასამართლომ ცნო საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვისათვის ჩადენილად; ლ) უკანონოდ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების მოხდის პე­რიოდი. მუხლი 16🔗 1. თანამშრომლის სამუშაო რეჟიმი განისაზღვრება სამსახურის შინა­განაწესით, აგრეთვე სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანა­ყოფის სახელმძღვანელო და სამსახურის საქმიანობის შესაბამისი მიმარ­თულების მარეგულირებელი წესდებებით და ინსტრუქციებით. 2. თანამშრომლის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება და­კა­ვებული საშტატო თანამდებობის შესაბამისად სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის დებულებით განსაზღვრული ამოცანების გათვალისწინებით. შრომითი ხელშეკრულებით მიღებული სამოქალაქო პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამავე ხელშეკრულებით. 3. დაცვით ღონისძიებებში ჩართულ თანამშრომელს დამატებითი მოვალეობები განესაზღვრება სამსახურის უფროსის მიერ დამტკი­ცებუ­ლი დაცვითი ღონისძიების გეგმებით. მუხლი 17🔗 1. სამსახურის გავლის პერიოდში სახელმწიფო სპეციალური წო­დების ჩამორთმევა ან ჩამოქვეითება, სახელმწიფო სპეციალური წოდების აღდგენა და მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. თანამშრომლის სამსახურებრივ ჯილდოზე ან სახელმწიფო ჯილ­დოზე წარდგენა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 18🔗 1. თანამშრომლისათვის დაკავებული თანამდებობის მიხედვით დგინ­დება სამსახურის გავლის დამატებითი მოთხოვნები, მათ შორის: ა) პროფესიული მომზადებისა და გადამზადების კურსების გავლა, აგრეთვე ნორმატივების და ტესტირებების ჩაბარება, სამსახურის უფრო­სის მიერ დამტკიცებული შესაბამისი პროგრამებით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ბ) სამსახურის გაგრძელების შესახებ წერილობითი ვალდებულების აღება, საკუთარი სურვილით, დიდი ოდენობის ხარჯებთან დაკავშირე­ბული, სამსახურის მიერ დაფინანსებული სპეციალური მომზადების გავლის შემთხვევაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალის­წი­ნებულ შემთხვევაში, სპეციალურ მომზადებაზე წარდგენამდე, თანამშ­რო­მელი დებს სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრა­ციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის ხელწერილს, რომლითაც ადასტურებს თანხმობას სპეციალური მომზადების გავლაზე და იღებს ვალდებულებას მხარეთა შორის წინასწარ შეთანხმებული კონკრეტული ვადით სამსახურის გაგრძელების შესახებ, ხოლო აღნიშ­ნული ვადის გასვლამდე საკუთარი ინიციატივით ან ბრალეული ქმე­დების გამო სამსახურიდან გათავისუფლებისას მასზე ფინანსური პასუ­ხისმგებლობის დაკისრების შემთხვევაში, რომელიც განისაზღვრება სპე­ცი­ალურ მომზადებაზე გაწეული ხარჯებით, შესაბამისი თანხა გადა­იხა­დოს 6 თვეში. 3. გამოსაცდელი ნორმატივებისა და ტესტირების შედეგების გათვა­ლისწინებით, განიხილება თანამშრომლის დამატებითი სწავლების, დაკა­ვებულ თანამდებობასთან შესაბამისობის, მისი თანამდებობრივი გადა­ად­გილების ან სამსახურიდან დათხოვნის საკითხი. 4. თანამშრომელი სამსახურში უნდა გამოცხადდეს/იმყოფებოდეს მოწესრიგებული, ფხიზელ მდგომარეობაში. საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, სამსახურის უფროსის ბრძანების შესაბამისად, ატარებს სპეციალური ფორმის ტანსაცმელს. მუხლი 19🔗 1. დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, სამსახური თა­ნამ­შრომელს უზრუნველყოფს საჭირო იარაღით და ამუნიციით, სპეცი­ალური ფორმის ტანსაცმლით, სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუა­ლებებით და სამუშაო პირობებით. 2. თანამშრომლისათვის იარაღისა და მატერიალურ-ტექნიკური სა­შუ­ალებების გამოყოფა, აგრეთვე მიღება-ჩაბარების გაფორმება, წარმოებს დადგენილი წესების დაცვით. 3. თანამშრომელი ვალდებულია გაუფრთხილდეს მისთვის გადა­ცემულ ქონებას, მოახდინოს მათი რენტაბელური გამოყენება, დაიცვას შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შენახვის, გამოყენე­ბისა და მიღება-ჩაბარების წესები. 4. თანამშრომელი ვალდებულია, თავისი კომპეტენციის ფარგლებ­ში, დაიცვას სამსახურებრივი დოკუმენტაციის წარმოებისა და შენახვის წესები. მუხლი 20🔗 1. სამსახური, შესაძლებლობის ფარგლებში, თანამშრომლებს უქმ­ნის შესაბამის პირობებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად და დაკისრე­ბული მოვალეობების მაღალპროფესიულ დონეზე შესასრულებლად, ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობების გასაუმჯობესებ­ლად. ამ მიზნით თანამშრომლები იგზავნებიან სამსახურის მიერ ორგა­ნიზებულ პროფესიული მომზადების და გადამზადების კურსებზე, დრო­ებით თავისუფლდებიან სამსახურებრივი მოვალეობების შესრულე­ბი­საგან აკადემიურ სასწავლო პროცესთან და მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. 2. კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამშრომელი ექვემ­დე­ბარება ატესტაციას, რომლის შედეგებიც გამოიყენება კადრების სწორი შერჩევისა და განაწილების მიზნით. მუხლი 21🔗 1. თანამშრომელი მივლინებაში იგზავნება სამსახურებრივი საჭი­როებიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ად­მინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 2. სამსახურის უფროსის მივლინების შემთხვევაში, გამოიცემა ინ­დი­ვიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სამსახურის უფ­როსის სამივლინებო უზრუნველყოფის შესახებ. 3. სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება კანონ­მ­დებლობით დადგენილი წესით, ხოლო მივლინების გაფორმების ორგანი­ზაციული საკითხები რეგულირდება სამსახურის უფროსის ინდივიდუა­ლური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად. მუხლი 22🔗 1. თანამშრომელს ეძლევა მორიგი ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით. თანამშრომელს პირვე­ლი ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება სრულად ეძლევა თერთ­მე­ტი თვის შემდეგ, ხოლო ექვსი თვის შემდეგ მას უფლება აქვს ისარ­გებლოს აღნიშნული შვებულების ნაწილით, არა უმეტეს ნახევარი ვა­დით. თუ მოსამსახურეს არ უსარგებლია ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით, მას უფლება აქვს აღნიშნული შვებულება გამოიყენოს მომდევნო წელს საკუთარი სურვილით, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო წლის პირველი კვარტალისა, შვებულებიდან გამოსვლის დღის ჩათვ­ლით. 2.  სამსახურის უფროსი შვებულებაში გასვლის თაობაზე მიმარ­თავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. 3.  თანამშრომელს ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულება ეძლევა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. ავადმყოფობის გამო შვებულება თანამშრომელს ეძლევა სხეულის დაზიანების სიმძიმის ან დაავადების ხასიათის გათვალისწინებით, დრო­ებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე. ავადმყოფობის გამო შვებულება ფორმდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად. 5. თანამშრომელს ავადმყოფობის გამო შვებულება ეძლევა ხელფა­სის შენარჩუნებით და მისი საერთო ხანგრძლივობა ერთი წლის განმავ­ლობაში არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს. ცალკეულ შემთხვევაში, სამსა­ხურის უფროსს უფლება აქვს აღნიშნული ვადა გააგრძელოს კიდევ 2 თვით. თუ ამ ვადების გასვლის შემდეგ თანამშრომელი ვერ აგრძელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, მას დაითხოვენ სამსახური­დან ჯანმრთელობის გაუარესების გამო. 6. შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, შრომის ან­აზ­ღაურების შენარჩუნებით, თანამშრომელს შეიძლება მიეცეს: ა) დამატებითი შვებულება წახალისების სახით, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) მოკლევადიანი შვებულება აკადემიურ სასწავლო პროცესთან და მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობასთან დაკავში­რებით; გ) ოჯახური პირობების გამო ათ დღემდე ვადით. 7. ამ მუხლის მე-3-მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შვებუ­ლებები მორიგი ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ანგარიშში არ ჩაითვლება. 8. შვებულებაში მყოფ თანამშრომელს (გარდა ამ მუხლის მე-3-მე-5 პუნ­ქტებით გათვალისწინებული შვებულებაში მყოფი პირისა) გამო­იძახებენ: ა) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე განსა­კუ­თ­რებულ ვითარებაში ან ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მზად­ყოფნის მდგომარეობის გამოცხადებისას; ბ) მასთან დაკავშირებული სამსახურებრივი შემოწმების მიმდინა­რე­ობისას; გ) რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების დროს. 9. სამსახურის ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმზე გადასვლის შემდეგ ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად გამოძახებულ თანამშრომელს საერ­თო წესით უგრძელდება დარჩენილი შვებულება, გარდა შესაბამისი სა­ფუძ­ვლით კადრების განკარგულებაში აყვანის ან სამსახურიდან დათ­ხოვნის შემთხვევისა. 10. შვებულების გაფორმების ორგანიზაციული საკითხები რეგუ­ლირდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად. მუხლი 23🔗 1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშ­რომე­ლი სამსახურში შტატების შემცირების, რეორგანიზაციის, ატესტაციის შედე­გების გათვალისწინებით, მხარეთა შეთანხმების, სამსახურებრივი მოკვ­ლე­ვის, პირადი პატაკის საფუძველზე ან მის მიმართ საქართველოს სისხ­ლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ისეთ საპროცესო ღონისძიებათა გამოყენების შემთხვევაში, რომლებიც გამორი­ც­ხავს მის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების შესაძ­ლებ­ლობას ან მიზანშეწონილობას, შესაბამისი თანამდებობიდან გადაყენე­ბით შეიძლება აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში. სამსახურში შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციისას კადრების განკარგულე­ბაში მყოფ მოსამსახურეს, გარდა მოსამსახურისა, რომლის მიმართაც გამო­ყენებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონ­მდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიება, კადრების გან­კარ­გულებაში ყოფნის პირველი თვის განმავლობაში შეიძლება დაე­კის­როს სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულება კადრების განკარგუ­ლება­ში აყვანამდე დაკავებული თანამდებობის მიხედვით.   2. თანამშრომლის კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნ­და აღემატებოდეს ოთხ თვეს. კადრების განკარგულებაში მყოფ თანამ­შრომელს პირველი ორი თვის განმავლობაში ეძლევა თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები კადრების განკარგულებაში აყვანამდე დაკავე­ბული თანამდებობის მიხედვით. 3. სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებითა და მოსამსახურის თან­ხმობით, კადრების განკარგულებაში ყოფნის მე-2 პუნქტით განსაზ­ღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ორი თვისა.  4.       სამსახურის უფროსის კადრების განკარგულებაში აყვანის სა­კითხს შესაბამისი ბრძანებით წყვეტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 5. კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ, მო­სამ­სახურე უნდა დაინიშნოს თანამდებობაზე ან ამოირიცხოს სამსახურის პირადი შემადგენლობიდან. 6. კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა მოსამსახურეს ეთვ­ლება ნამსახურობის სტაჟში. მუხლი 24🔗 1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქარ­თველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თანამშრომელი შე­იძ­ლება სამსახურს გადიოდეს სხვა შესაბამის ორგანიზაციაში, სამსა­ხუ­რის კადრში დატოვებით. 2. თანამშრომელს ეკრძალება გაფიცვის ან სხვა სახის საპროტესტო აქციის მოწყობა და მასში მონაწილეობა, სამეწარმეო საქმიანობა, სახელ­მწიფო დაწესებულებებში ან სხვა ორგანიზაციებში შეთავსებით მუშაობა, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, სპორტული ან შემოქმედებითი საქმი­ანობისა, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვე­ვისა და სამედიცინო საქმიანობისა სამსახურის სისტემაში ამავე სფეროში დასაქმების შემთხვევაში. მუხლი 25🔗 1. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის პერიოდში თანამშრომლები სამსახურს გადიან „საგანგებო მდგომარეობის შესახებ” და „საომარი მდგო­მარეობის შესახებ” საქართველოს კანონებით დადგენილი სპეცია­ლური მოთხოვნების გათვალისწინებით. 2. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს: ა) ჩერდება განსაკუთრებულ განკარგულებამდე ყველა მოსამსახუ­რის სამსახურიდან დათხოვნის პროცესი; ბ) წყდება ყველა სახის შვებულება, გარდა ავადმყოფობის გამო და ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულებებისა. შვებულებაში მყოფი მოსამსახურეები ვალდებული არიან დაუყოვნე­ბლივ დაუბრუნდნენ სამსახურის გავლის ადგილებს; გ) წყდება სამსახურებრივი მივლინებები, გარდა დასაცავი პირის ვიზიტთან დაკავშირებული მივლინებისა. 3. მობილიზაციის გამოცხადებისას მოსამსახურე მოქმედებს სამსა­ხურის უწყებრივი და შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის სამოქ­მედო გეგმის შესაბამისად. 4. მობილიზაციის დროს სამსახურში არასაპატიო მიზეზით დრო­ულად გამოუცხადებლობის/არგამოცხადების შემთხვევაში, განიხილება მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი. 5. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საზღვარგარეთ მყოფი თანამშრომელი, გარდა დასაცავ პირთან მყოფისა, ვალდებულია გა­მო­ც­ხადდეს საქართველოს უახლოეს დიპლომატიურ წარმომადგენ­ლობაში. 6. მოსამსახურე, რომელიც მობილიზაციისას ობიექტური მიზე­ზე­ბის გამო ვერ ცხადდება სამსახურის გავლის ადგილზე, ვალდებულია გა­მო­ცხადდეს სამსახურის უახლოეს რეგიონალურ ქვედანაყოფში, ხოლო ასე­თის არარსებობის შემთხვევაში – პოლიციის უახლოეს ორგანოში ან ად­გილობრივ სამობილიზაციო სამსახურში და აღნიშნულის შესახებ აც­ნობოს თავის უშუალო ხელმძღვანელს ან ზემდგომ თანამდებობის პირს. თავი IV თანამშრომელთა სოციალური დაცვა მუხლი 26🔗 1. სამსახურის თანამშრომლები სარგებლობენ საქართველოს კანონ­მდებლობით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის თანა­ბარი უფლებით. 2. თანამშრომლის სოციალური დაცვა უზრუნველყოფილია: ა) შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით და ოდე­ნობით შრომის ანაზღაურებით; ბ) დასვენების უფლებით, შრომის უსაფრთხო და ხელსაყრელი პი­რობების შექმნით; გ) სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევით; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ზარა­ლის ანაზღაურებით; ე) სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით დახმარებებით და სახელმწიფო კომპენსაციით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 27🔗 1. თანამშრომლები იღებენ შრომის ყოველთვიურ ანაზღაურებას და­კავებული თანამდებობის და დაკისრებული მოვალეობების შესაბამი­სად. 2. თანამშრომლები დასვენების უფლებით სარგებლობენ სამსახუ­რის შინაგანაწესით, ამ დებულებითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხო­ლოდ დროებით, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე. 3. სამსახური უზრუნველყოფს თავისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებას და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობას, თანამშრომელთა პროფესიულ მომზადება-გადამზადებას და სათანადო ინფორმაციის მიწოდებას შრომის უსაფრთხო და ხელსაყრელი პირო­ბების შესაქმნელად. მუხლი 28🔗 1. სამსახური თანამშრომლებს საქართველოს კანონმდებლობის შე­სა­ბამისად უზრუნველყოფს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდე­ბულო დაზღვევით. ზარალს, რომელიც მიადგა სამსახურის თანამშრო­მელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, თუ ეს არ არის მისი უკანონო ქმედების შედეგი, მას სრულად აუნაზღაურებს სამსახური. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის თანამშრომ­ლის დაინვალიდების ან/და დასახიჩრების, ტრავმის მიღების, დაღუპვის ან მიღებული ტრავმის შედეგად გამოწვეული ავადმყოფობით გარდაც­ვალების შემთხვევა წარმოადგენს სადაზღვევო რისკს, რომლის დროსაც თანამშრომელს ან მის ოჯახს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთ­ჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) სხეულის მძიმე დაზიანებისას ან/და დაინვალიდებისას ‑ 7 000 (შვი­დი ათასი) ლარი; ბ) სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას ‑ 4 000 (ოთხი ათასი) ლა­რი; გ) სხეულის მსუბუქი დაზიანებისას ‑ 2 000 (ორი ათასი) ლარი; დ) გარდაცვალებისას ‑ 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი. ამასთა­ნა­ვე, სამსახური აანაზღაურებს ნეშტის გადასვენებასა და დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს. 2. განსაზღვრული სადაზღვევო ანაზღაურების ფარგლებში, დაზ­ღვე­ვის ხელშეკრულებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს კანონ­მდე­ბ­ლობით დადგენილზე უფრო ხელსაყრელი ან დამატებითი პირობები. შესაბამისი ლიცენზიის მქონე სადაზღვევო ორგანიზაცია შეირჩევა სა­ხელ­მწიფო შესყიდვის წესით. სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს ისარგებლოს მისთვის სასურველი სადაზღვევო ორგანიზაციის მომსა­ხურებით, რომლის უზრუნველყოფაც განხორციელდება სამსახურის უფ­რო­სის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შე­სა­ბამისად. თანამშრომლის ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა არ ითვალისწინებს სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებით გათვა­ლისწინებული ხარჯების, უკანონო ქმედებით ან თვითდაშავებით მიღე­ბული დაზიანების მკურნალობის ხარჯების, ნარკოტიკული ან ალკოჰო­ლური ნივთიერების ზემოქმედების გამო მიღებული დაზიანების მკურ­ნა­ლობის ხარჯების და კოსმეტიკური ან არასამედიცინო მიზნით მკურ­ნალობის ხარჯების დაფარვას. თანამშრომლის ჯანმრთელობის სავალ­დებულო დაზღვევა ითვალისწინებს: ა) ყოველწლიური სავალდებულო სამედიცინო გამოკვლევის ხარ­ჯებს; ბ) სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარჯებს; გ) სამედიცინო კონსულტაციების მიღების ხარჯებს; დ) ამბულატორიული მკურნალობის (ყველა ტიპის ლაბორატო­რი­ული გამოკვლევა, ფუნქციური დიაგნოსტიკა), მკურნალი ექიმისა და სპე­ციალისტების ხარჯებს; ე) ჰოსპიტალური მკურნალობის ხარჯებს, რომლებიც საჭიროების შემ­თხვევაში საოპერაციო ხარჯებსაც მოიცავს; ვ) სამედიცინო დაწესებულების რეცეპტით შეძენილი მედიკა­მენ­ტების ღირებულების 80 პროცენტის დაფარვის ხარჯებს. 3. შესაბამისი საფუძვლით სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში, სამსახური თანამშრომელს უზრუნველყოფს გასასვლელი დახმარებით, აგ­რე­თვე სამსახურის გავლასთან ან საპენსიო უფლებით სარგებ­ლო­ბასთან დაკავშირებული დოკუმენტების დროული გაცემით. თავი V სამსახურის შეწყვეტის საფუძველი მუხლი 29🔗 1. სამსახურის შეწყვეტის საფუძვლებია: ა) თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა; ბ) თანამშრომლისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; გ) თანამშრომლის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლი­ლად ცნობა კანონით დადგენილი წესით; დ) თანამშრომლის გარდაცვალება. 2. თანამშრომელს სამსახურიდან დაითხოვენ: ა) ზღვრული ასაკის მიღწევისას ან წელთა ნამსახურობის გამო; ბ) ჯანმრთელობის გაუარესების, დასახიჩრების ან ქრონიკული დაა­ვადების დროს, რომლის გამოც მას აღარ შეუძლია სამსახურის გაგრ­ძელება, აგრეთვე ისეთი ტრავმის მიღების ან დაავადების შემთხვევაში, რომელიც მას სამსახურისთვის შეუფერებელს ხდის; გ) კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლისას; დ) კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებ­ლობისათვის; ე) სამსახურებრივი შეუსაბამობის გამო; ვ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარ­ღვევისათვის; ზ) შტატების შემცირებისას; თ) საკანონმდებლო, აღმასრულებელ ან სასამართლო ორგანოებში არჩევისას ან დანიშვნისას; ი) ფიცის გატეხის ან თანამშრომლისათვის შეუფერებელი საქცი­ელის გამო; კ) დანაშაულის ჩადენისათვის, კანონიერ ძალაში შესული გამამ­ტყუნებელი განაჩენის საფუძველზე; ლ) მხარეთა შეთანხმებით, პირადი პატაკის საფუძველზე; მ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლისას; ნ) გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების სა­ფუძველზე; ო) სპეციალური შემოწმების შედეგებით უარყოფითი დასკვნის სა­ფუძველზე. 3. თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწ­ყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი. სამსახურის შეწყვეტის შემთხ­ვევაში, პირი ამოირიცხება სამსახურის პირადი შემადგენლობიდან. 4. თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ მისი საცხოვ­რებელი ადგილის მიხედვით ეცნობება ადგილობრივი თვითმმარ­თვე­ლობის ორგანოს შესაბამის სამსახურს.