„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 |
|
2013 წლის 5 აპრილი ქ. ლანჩხუთი |
„3. გამგებელს ჰყავს თანაშემწე (თანაშემწეები), რომელ(ებ)იც უზრუნველყოფ(ენ)ს გამგებლის დავალებების შესრულებას, აგრეთვე ხელს უწყობ(ენ)ს გამგებელს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.“
„2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) გამგეობის აპარატი;
ბ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
გ) ეკონომიკისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახური;
დ) საფინანსო სამსახური;
ე) ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახური;
ვ) მუნიციპალური შესყიდვების სამსახური;
ზ) განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის სამსახური;
თ) შიდა აუდიტის სამსახური;
ი) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;
კ) სოციალური დაცვის სამსახური;
ლ) იურიდიული სამსახური;
მ) ქონების მართვის სამსახური;
ნ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური;
ო) სახანძრო–სამაშველო სამსახური.“
,,მუხლი 14
1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაცია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების დადგენილი წესით საქმისწარმოება, ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან მასმედიის წარმომადგენლებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მათი კომუნიკაციის უზრუნველყოფა, გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება, სამეურნეო კუთხით უზრუნველყოფა.
2. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის უზრუნველყოფა, ქვეყნის ეკონომიკური სისტემის თავისებურებათა გათვალისწინებითა და თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად, კადრების მართვის სტრატეგიისა და ერთიანი საკადრო პოლიტიკის შემუშავება, მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება.
3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, ადგილობრივი საინვესტიციო გარემოს კვლევა და სათანადო წინადადებების მომზადება, ადგილობრივი გადასახდელების და მოსაკრებლების, ადგილობრივი საბიუჯეტო და საკრედიტო პოლიტიკის წარმართვის საკითხებზე წინადადებების მომზადება.
4. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, აგრეთვე გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.
5. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვა და ინფრასტრუქტურის პროექტების მომზადება-განხორციელების მიზნით შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება, მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობა.
6. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალური შესყიდვების გეგმის პროექტის მომზადება, მუნიციპალური შესყიდვების განხორციელება და მონიტორინგი, კანონმდებლობის შესაბამისად შესყიდვების ანგარიშის მომზადება შესყიდვების სააგენტოში წარსადგენად, მუნიციპალიტეტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.
7. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის და ტურიზმის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა.
8. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციაა: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაწესებულებების (მათ შორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების) შიდა აუდიტორული შემოწმება.
9. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციაა: სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება.
10. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციაა: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანთა აღრიცხვა, მათი პრობლემების შესწავლა, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი სოციალურ უფლებათა დაცვა.
11. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციაა: საკრებულოსა და გამგეობის სამართლებრივი მომსახურება, მუნიციპალიტეტის ინტერესების სამართლებრივი დაცვა სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებისას.
12. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციაა: მუნიციპალიტეტის ქონების მართვა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა, წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე.
13. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.
14. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის თავიდან აცილება, ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების წარმოება. სახანძრო-სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფა.
15. გამგეობის სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას განყოფილებები.
16. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ფუნქციაა განამტკიცოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კავშირი მოსახლეობასთან, ორგანიზაციულად უზრუნველყოს და გააკონტროლოს საკრებულოს თანამდებობის პირების და გამგებლის გადაწყვეტილებათა შესრულება; ორგანიზება გაუწიოს და გააკონტროლოს მოსახლეობისათვის კომუნალური და სხვა საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდება.“
|