სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ
მიღების თარიღი 28.03.2013
ძალაში შესვლა 25.03.2013
ძალის დაკარგვა 01.01.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №77
სარეგისტრაციო კოდი 140080000.10.003.017241
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი | პრემიერ-მინისტრი |
| სამსახურის უფროსი | 3 540 |
| სამსახურის უფროსის მოადგილე | 2 720 |
| სამსახურის უფროსის მოადგილე - სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსი | 2 720 |
| სამსახურის უფროსის კონსულტანტი | 2 500 |
| სამსახურის უფროსის თანაშემწე | 950 |
| მთავარი სპეციალისტი | 1 050 |
| მთავარი სამმართველოს უფროსი | 2 100 |
| მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე | 1 900 |
| განყოფილების უფროსი | 1 200 |
| განყოფილების უფროსის მოადგილე | 1 100 |
| ცვლის უფროსი | 850 |
| დაცვის უფროსი ოფიცერი | 800 |
| დაცვის ოფიცერი | 750 |
| მძღოლი ოფიცერი | 750 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №77
2013 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ
მუხლი 1🔗
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ,“ „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეებს განესაზღვროთ და დაუდგინდეთ სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შემდეგი პირობები:
1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეები, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, სარგებლობენ სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების თანაბარი უფლებით.
2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე და მისი სოციალური დაცვის გარანტიას იძლევა სახელმწიფო.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური და მატერიალური უზრუნველყოფა მოიცავს:
ა) თანამდებობრივ სარგოს;
ბ) სარგოებს სპეციალური წოდებისათვის;
გ) სასურსათო უზრუნველყოფის კომპენსაციას;
დ) ფორმის ტანსაცმლისა და სანივთე ქონებით უზრუნველყოფის კომპენსაციას;
ე) დანამატებს ჯანმრთელობისათვის მავნე ან სხვა მძიმე პირობებში სამსახურისათვის;
ვ) დაკისრებული მოვალეობებიდან გამომდინარე ზეგანაკვეთური სამუშაოს, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის, საქმიანობის სპეციფიკის ან სირთულის გათვალისწინებით, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების შესაბამისად დაწესებულ დანამატს;
ზ) თანხებს სამსახურებრივი მივლინებისათვის;
თ) სახელმწიფო ჯილდოების, ხარისხებისა და ორდენებისათვის დაწესებულ, აგრეთვე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის კანონმდებლობით დადგენილ შეღავათებს;
ი) დახმარებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ჯანმრთელობის დაზიანების, დაინვალიდების ან დაღუპვის შემთხვევაში;
კ) საქართველოს კანონმდებლობით სამხედრო მოსამსახურისათვის გათვალისწინებულ სხვა სახის სოციალურ შეღავათებს.
3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა (თანამშრომელთა) შემადგენლობა, სოციალური და მატერიალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით, განისაზღვროს ორ კატეგორიად:
ა) თანამშრომლები, რომლებიც ჩარიცხულნი არიან სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და მინიჭებული აქვთ შესაბამისი სპეციალური წოდებები - მოსამსახურეები, რომლებიც გადიან საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიულ და კადრის სამსახურს;
ბ) სამოქალაქო პირები ‑ პირები, რომელთაც არ მიენიჭებათ სპეციალური წოდებები და სამსახურში მიიღებიან დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.
4. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამოქალაქო პირთა დანიშვნით მიღება (ჩარიცხვის გარეშე) შეიძლება განხორციელდეს განსაზღვრული ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებული ფულადი კმაყოფის ხარჯზე, ხოლო სხვა სამოქალაქო პერსონალის მიღება - ხელშეკრულებით, შრომის ანაზღაურების ოდენობის ინდივიდუალურად განსაზღვრის პირობით.
5. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში დანიშვნით მიღებულ სამოქალაქო პირთა ყოველთვიური ფულადი ანაზღაურება განისაზღვროს იმ საშტატო ერთეულის (საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურისათვის) წლიური ფულადი ანაზღაურების ერთი მეთორმეტედით (ყველა სახის ფულადი კომპენსაციების გათვალისწინებით), რომლის ხარჯზეც არის დანიშნული.
შენიშვნა: ამ დადგენილების მიზნებისათვის:
ა) „ფულადი სარგო“ გულისხმობს თანამდებობრივ და წოდებრივ სარგოთა ჯამს;
ბ) „ფულადი ანაზღაურება“, „ფულადი კმაყოფა“ გულისხმობს ყველა სახის სარგოს, დანამატსა და კომპენსაციას.
6. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულ სამოქალაქო პირთა ყოველთვიური შრომის ანაზღაურება არ უნდა იყოს იმ თანამშრომლის შრომის მინიმალური ანაზღაურების წლიური ოდენობის ერთ მეთორმეტედზე ნაკლები, რომელიც საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურს გადის ,,რიგითის” სპეციალური წოდებით.
7. შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სამაგალითო დისციპლინისათვის, სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება მიეცეთ ფულადი პრემიები ამავე ბრძანებით განსაზღვრული ოდენობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება გაეწიოთ ერთჯერადი მატერიალური დახმარება ერთი თვის ფულადი ანაზღაურების ოდენობით.
9. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დავალების სანიმუშოდ შესრულებისათვის, შეიძლება მიეცეთ ფულადი ჯილდო, სამსახურის უფროსის ბრძანებით, არა უმეტეს ექვსი თვის ფულადი სარგოების ოდენობით.
10. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, რომელთაც უშუალო კონტაქტი აქვთ ჯანმრთელობისათვის მავნე პირობებთან, (ქიმიური, რადიაციული პირობები; მომწამლავი, რადიაქტიური და სხვა მავნე ნივთიერებები) და რომელთა თანამდებობრივ ნუსხას ამტკიცებს სამსახურის უფროსი, ეძლევათ ყოველთვიური დანამატი:
ა) საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეებს ‑ ფულადი სარგოების ‑ 50%;
ბ) დანიშვნით მიღებულ სამოქალაქო პირებს ‑ შესაბამისი საშტატო ერთეულისათვის (რომლის ხარჯზეცაა მიღებული) გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ‑ 50%;
გ) შრომითი ხელშეკრულებით მიღებულ სამოქალაქო პირებს –ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების 50%.
11. კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომლებს, სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება დაუწესდეთ დანამატი შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე. ყველა სახის დახმარება, კომპენსაცია, დანამატი, ჯილდო, პრემია და პენსია, რომელიც გამოითვლება ფულადი სარგოებიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს უანგარიშდებათ ფულადი სარგოების ერთმაგი ოდენობიდან.
12. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს ეძლევა ყოველთვიური დანამატი ფულადი სარგოს 100%-ის ოდენობით.
13. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს უნარჩუნდებათ ფულადი სარგოები ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, არა უმეტეს ორი თვისა.
14. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ავადმყოფობის გამო ან რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, აგრეთვე წელთა ნამსახურობის საფუძველზე დათხოვნისას, ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ორი თვის ფულადი სარგოს ოდენობით, მისი დათხოვნის დღისათვის დაკავებული თანამდებობის მიხედვით.
15. თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურს გადიან სხვა სახელმწიფო უწყებებში ან სხვა ორგანიზაციებში, თანამდებობრივი სარგო განესაზღვრებათ ამ უწყებებსა და ორგანიზაციებში დადგენილი თანამდებობრივი სარგოს (განაკვეთის) ოდენობით, მაგრამ არანაკლებ ამ დადგენილების დანართი №1-ით განსაზღვრული ოდენობისა. თუ აღნიშნულ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში დაწესებული თანამდებობრივი სარგო ამ დადგენილების დანართი №1-ით შესაბამისი თანამდებობისთვის განსაზღვრულ თანამდებობრივ განაკვეთზე ნაკლებია, სხვაობას აანაზღაურებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.
16. თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურს გადიან სხვა სახელმწიფო უწყებებში ან სხვა ორგანიზაციებში, წოდებრივი სარგოთი, დათხოვნასთან დაკავშირებული ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარებით (მხოლოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში დადგენილი თანამდებობრივი სარგოს და წინამდებარე დადგენილებით დადგენილი სხვა ფულადი სარგოების ოდენობის გათვალისწინებით), სასურსათო ულუფის სანაცვლოდ დაწესებული ფულადი კომპენსაციითა და ფორმის ტანსაცმლით ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. სხვა დანამატებს განსაზღვრავს და ფინანსურად უზრუნველყოფს ის უწყება ან ორგანიზაცია, რომელშიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი გადის სამსახურს.
17. საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეებს, სამსახურის გავლის ერთი დღე ეთვლებათ ნამსახურობის დღე-ნახევრად (ფულადი ანაზღაურების გარეშე).
18. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით შეიძლება დამატებით დადგინდეს სამსახურის გავლის სხვა განსაკუთრებული პირობები.
19. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე უფასოდ იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით (ავტობუსი, ტროლეიბუსი, ტრამვაი, მეტროპოლიტენი, სარკინიგზო ტრანსპორტი) სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის აღნიშნული მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ხარჯზე.
20. საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეების და მათთან მუდმივად მცხოვრები ოჯახის წევრების (მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) ბინის ქირის, ტელეფონის დადგმისა და სააბონენტო გადასახადის, ბუნებრივი აირის, წყლის და სხვა კომუნალური მომსახურების 50% ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის აღნიშნული მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
21. საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეებს, აგრეთვე სამოქალაქო პირებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაინვალიდების ან ტრავმის მიღების შემთხვევაში, ეძლევათ ერთჯერადი დახმარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
22. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურის, აგრეთვე სამოქალაქო პირის დაღუპვის ან მიღებული ტრავმის შედეგად გამოწვეული ავადმყოფობით გარდაცვალების შემთხვევაში, მის ოჯახს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიეცემა ერთჯერადი დახმარება. ნეშტის გადასვენებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.
23. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თანამშრომლებს უზრუნველყოფს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევით სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებლივი აქტით განსაზღვრული წესით. ზარალს, რომელიც მიადგა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სრულად აანაზღაურებს სამსახური.
24. დაზღვეული მოსამსახურის დაღუპვის, გარდაცვალების, დაინვალიდების ან დაჭრის შემთხვევაში გაიცემა სადაზღვევო თანხა, რომლის გაცემის წესსა და ოდენობას განსაზღვრავს შესაბამისი კანონმდებლობა.
25. დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების ნუსხა სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მიხედვით (დანართი №1).
26. დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე ჩარიცხულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ნუსხა (დანართი №2).
27. დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა სარგოების ნუსხა სპეციალური წოდებისათვის (დანართი №3).
28. დამტკიცდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფის საორიენტაციო ნორმები (დანართი №4).
29. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა განისაზღვროს თვეში 70 ლარით. სასურსათო ულუფის ფულადი კომპენსაციის გაცემა განხორციელდეს მიმდინარე თვის შრომის ანაზღაურებასთან ერთად.
30. საყაზარმე პირობებში კვებით უზრუნველყოფის შემთხვევაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს სასურსათო ულუფის კომპენსაციიდან დაექვითებათ თანხა საყაზარმე პირობებში კვებით უზრუნველყოფის დღეების შესაბამისად. კვებით უზრუნველყო‑ ფისათვის საჭირო ხარჯები განისაზღვრება კვებით უზრუნველყოფის საორიენტაციო ნორმების გათვალისწინებით.
31. კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები სარგებლობენ ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების უფლებით, რომლის ხანგრძლივობა განისაზღვრება 30 კალენდარული დღით. თანამშრომლებს აქვთ შვებულების ნაწილ-ნაწილ (არა უმეტეს ორისა) გამოყენების უფლება. შვებულებაში გასვლის თანმიმდევრობა შეიძლება განისაზღვროს სამსახურის უფროსის ან მისგან უფლებამოსილ პირთა მიერ დამტკიცებული განრიგით.
32. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლითა და სხვა სანივთე ქონებით უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული სახეობებისა და სეზონურობის გათვალისწინებით, განხორციელდეს სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებუ‑ ლი მოხმარების (სარგებლობის) პერიოდულობის მიხედვით. კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეს, რომელიც, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, არ მოიხმარს სპეციალური ფორმის ტანსაცმელს, ეძლევა საკომპენსაციო თანხა წელიწადში 500 ლარის ოდენობით, რომელიც გაიცემა ყოველკვარტალურად, წლიური საკომპენსაციო თანხის ერთი მეოთხედის ოდენობით. ფორმის ტანსაცმლისა და სანივთე ქონებით უზრუნველყოფის კომპენსაცია არ ეძლევათ მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეებს.
33. წინამდებარე დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, სახელ‑ მწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა საჭიროების გათვალის‑ წინებით გამოსცეს ბრძანებები:
ა) „მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლითა და სხვა სანივთე ქონებით უზრუნველყოფისა და მოხმარების (სარგებლობის) პერიოდულობის განსაზღვრის შესახებ“;
ბ) „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების კვებით უზრუნველყოფის შესახებ“;
გ) „ჯანმრთელობისათვის მავნე პირობებში მომუშავე მოსამსახურე‑ თა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 25 მარტიდან.პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
დანართი №1
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების ნუსხა სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მიხედვით
სამსახურის უფროსი
3 540
სამსახურის უფროსის მოადგილე
2 720
სამსახურის უფროსის მოადგილე - სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსი
2 720
სამსახურის უფროსის კონსულტანტი
2 500
სამსახურის უფროსის თანაშემწე
950
მთავარი სპეციალისტი
950
საქართველოს პრეზიდენტის დაცვის მთავარი სამმართველო
მთავარი სამმართველოს უფროსი
2 500
მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე
2 250
განყოფილების უფროსი
2 100
განყოფილების უფროსის მოადგილე
2 050
ცვლის უფროსი
2 000
დაცვის უფროსი ოფიცერი
1 800
დაცვის ოფიცერი
1 600
მძღოლი ოფიცერი
1 500
მძღოლი
1 100
უფროსი სპეციალისტი
900
დამხმარე მოსამსახურე
500
პირადი დაცვის დეპარტამენტი
დეპარტამენტის უფროსი
2 400
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
2 100
სამმართველოს უფროსი (პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის დაცვის)
1 900
სამმართველოს უფროსის მოადგილე (პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის დაცვის)
1 800
განყოფილების უფროსი (პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის დაცვის)
1 700
განყოფილების უფროსის მოადგილე (პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის დაცვის)
1 600
ქვეგანყოფილების უფროსი (პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის დაცვის)
1 550
დაცვის უფროსი ოფიცერი (პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის დაცვის)
1 500
დაცვის ოფიცერი (პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის დაცვის)
1 300
მძღოლი ოფიცერი (პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის დაცვის)
1 050
უფროსი ოპერატიული თანამშრომელი (პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის დაცვის)
1 250
ოპერატიული თანამშრომელი (პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის დაცვის)
1 200
სამმართველოს უფროსი
1 900
სამმართველოს უფროსის მოადგილე
1 600
განყოფილების უფროსი
1 400
განყოფილების უფროსის მოადგილე
1 350
ქვეგანყოფილების უფროსი
1 300
დაცვის უფროსი ოფიცერი
1 250
დაცვის ოფიცერი
1 200
მძღოლი ოფიცერი
1 000
უფროსი სპეციალისტი
800
სპეციალისტი
750
უფროსი ოპერატიული თანამშრომელი
1 250
ოპერატიული თანამშრომელი
1 200
სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველო
მთავარი სამმართველოს უფროსი
2 450
მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე
2 250
სამმართველოს უფროსი
2 100
განყოფილების უფროსი
1 900
ჯგუფის უფროსი
1 750
წამყვანი სპეციალისტი
1 000
უფროსი სპეციალისტი
900
სპეციალისტი
850
მოიერიშე სნაიპერი
1 650
უფროსი მებრძოლი ოფიცერი
1 650
მებრძოლი ოფიცერი
1 600
უფროსი ოფიცერი
1 500
პასუხისმგებელი მორიგე
800
ოპერატიული დეპარტამენტი
დეპარტამენტის უფროსი
2 400
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
2 100
სამმართველოს უფროსი
1 900
სამმართველოს უფროსის მოადგილე
1 600
განყოფილების უფროსი
1 400
განყოფილების უფროსის მოადგილე
1 350
ქვეგანყოფილების უფროსი
1 300
უფროსი სპეციალისტი
800
სპეციალისტი
750
უფროსი ოპერატიული თანამშრომელი
1 250
ოპერატიული თანამშრომელი
1 200
ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი
დეპარტამენტის უფროსი
2 400
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
2 100
სამმართველოს უფროსი
1 900
სამმართველოს უფროსის მოადგილე
1 600
განყოფილების უფროსი
1 400
განყოფილების უფროსის მოადგილე
1 350
მძღოლი ოფიცერი
900
უფროსი სპეციალისტი
800
სპეციალისტი
750
კავშირის უფროსი ოფიცერი
1 150
კავშირის ოფიცერი
1 050
უფროსი ოპერატიული თანამშრომელი
1 250
ოპერატიული თანამშრომელი
1 200
დამთვალიერებელი
1 000
ვეტერინარი
900
გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი)
გენერალური ინსპექციის უფროსი
2 400
გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე
2 000
სამმართველოს უფროსი
1 900
განყოფილების უფროსი
1 400
განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი
1 400
უფროსი ინსპექტორი
1 300
ინსპექტორი
1 200
წამყვანი სპეციალისტი
1 000
უფროსი სპეციალისტი
900
სპეციალისტი
850
ეკონომიკური დეპარტამენტი
დეპარტამენტის უფროსი
2 300
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
2 000
სამმართველოს უფროსი
1 800
სამმართველოს უფროსი - მთავარი ბუღალტერი
1 800
სამმართველოს უფროსის მოადგილე
1 500
უფროსი ინსპექტორი
1 000
ინსპექტორი
900
მძღოლი
680
უფროსი ბუღალტერი
1 100
ბუღალტერი
1 000
ბუღალტერ-მოლარე
1 000
მთავარი სპეციალისტი
1 100
წამყვანი სპეციალისტი
1 050
უფროსი სპეციალისტი (ფინანსების)
1 050
უფროსი სპეციალისტი (შესყიდვების)
1 050
უფროსი სპეციალისტი
1 000
სპეციალისტი
900
უფროსი ავტოინჟინერი
900
ავტოინჟინერი
800
საწვავ-საცხები მასალების გამმართველი
800
საწყობის გამგე
700
ტექნიკური მოსამსახურე
700
მთავარი კომენდანტი
1 000
უფროსი კომენდანტი
800
კომენდანტი
600
უფროსი მზარეული
500
დამხმარე მოსამსახურე
300
სამსახურის ადმინისტრაცია (დეპარტამენტი)
ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე - სასწავლო ცენტრის უფროსი
2 100
ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე
2 100
სამმართველოს უფროსი
1 900
განყოფილების უფროსი
1 300
ცვლის უფროსი
1 100
მთავარი სპეციალისტი
1 050
წამყვანი სპეციალისტი
970
პასუხისმგებელი მორიგე
1050
უფროსი ოპერატიული თანამშრომელი
1 050
ოპერატიული თანამშრომელი
1 000
სასწავლო ცენტრის უფროსის მოადგილე
1 470
უფროსი ინსტრუქტორი
1 200
ინსტრუქტორი
1 100
არქივის უფროსი
1 100
უფროსი რეფერენტი
1 050
ოპერატიული მორიგე
1 000
მთავარი იურისტი
1 200
უფროსი იურისტი
1 100
კომენდანტი
600
ფსიქოლოგი
600
ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის დეპარტამენტი
დეპარტამენტის უფროსი
2 300
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
2 000
სამმართველოს უფროსი
1 800
სამმართველოს უფროსის მოადგილე
1 500
განყოფილების უფროსი (აეროპორტის სამთავრობო ტერმინალის)
1300
განყოფილების უფროსი
1 200
განყოფილების უფროსის მოადგილე
1 150
ჯგუფის უფროსი
1 120
ცვლის უფროსი
1 100
დაცვის უფროსი ოფიცერი
800
დაცვის ოფიცერი
750
წამყვანი სპეციალისტი
850
უფროსი სპეციალისტი
800
სპეციალისტი
750
უფროსი ოფიცერი
800
ოფიცერი
750
ოპერატორი
550
საშვთა ბიუროს ინსპექტორი
450
დაცვის თანამშრომელი
500
ადმინისტრატორი
855
მორიგე-ოპერატორი
810
ექსპედიტორი
700
ელექტრომექანიკოსი
655
სპეციალური დანიშნულების ავტოკოლონის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო
მთავარი სამმართველოს უფროსი
2 100
მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე
1 900
სამმართველოს უფროსი
1 500
განყოფილების უფროსი
1 200
უფროსი სპეციალისტი
800
უფროსი ოფიცერი
1 100
ოფიცერი
1 000
დაცვის თანამშრომელი
500
სამედიცინო მთავარი სამმართველო
მთავარი სამმართველოს უფროსი
2 100
მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე
1 900
სამმართველოს უფროსი
1 500
სამმართველოს უფროსის მოადგილე
1 300
განყოფილების უფროსი
1 200
სპეციალისტი
550
ქირურგი
500
თერაპევტი
500
ნევროპათოლოგი
500
ოკულისტი
500
ოტოლარინგოლოგი
500
დერმატოლოგი
500
ფსიქიატრი
500
ფსიქოლოგი
500
მორიგე თერაპევტი
600
მორიგე ექიმი
600
მედდა
340
სანიტარიული ინსპექტორი
750
ეპიდემიოლოგი
750
ბაქტერიოლოგი
750
ბიოქიმიკოსი
750
ქიმიკოსი
750
ინჟინერი
750
ლაბორანტი
350
სანიტარი
285
რეანიმატოლოგი
1 100
კადრების მთავარი სამმართველო
მთავარი სამმართველოს უფროსი
2 100
მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე
1 900
სამმართველოს უფროსი
1 800
სამმართველოს უფროსის მოადგილე
1 500
განყოფილების უფროსი
1 300
განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი
1 250
უფროსი ინსპექტორი
1 100
ინსპექტორი
1 000
წამყვანი სპეციალისტი
850
უფროსი სპეციალისტი
800
სპეციალისტი
750
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო
მთავარი სამმართველოს უფროსი
2 100
მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე
1 900
განყოფილების უფროსი
1 200
განყოფილების უფროსი
(სპეციალური დანიშნულების)
1 350
განყოფილების უფროსის მოადგილე
1 100
ქვეგანყოფილების უფროსი
1 050
აპარატის უფროსი
1 500
აპარატის უფროსის მოადგილე
1 300
ჯგუფის უფროსი (სპეციალური დანიშნულების)
1 200
ჯგუფის უფროსი
850
ცვლის უფროსი
850
დაცვის უფროსი ოფიცერი
800
დაცვის ოფიცერი
750
მძღოლი ოფიცერი
750
უფროსი სპეციალისტი
800
სპეციალისტი
750
მებრძოლი ოფიცერი
1 100
პასუხისმგებელი მორიგე
770
უფროსი ოპერატიული თანამშრომელი
1 000
ოპერატიული მორიგე
730
საშვთა ბიუროს ინსპექტორი
450
დაცვის თანამშრომელი
500
კომენდანტი
600
მძღოლი
680
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო
მთავარი სამმართველოს უფროსი
2 100
მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე
1 900
სამმართველოს უფროსი
1 500
სამმართველოს უფროსის მოადგილე
1 300
განყოფილების უფროსი
1 200
ჯგუფის უფროსი
850
ჯგუფის უფროსი (ოპერატიულ-ტექნიკური)
1 050
კავშირის უფროსი ოფიცერი
750
უფროსი ტექნიკოსი
700
უფროსი ოპერატიული თანამშრომელი
1 000
ოპერატიული თანამშრომელი
900
დაცვის უფროსი ოფიცერი
800
დაცვის ოფიცერი
750
დამთვალიერებელი
500
ვეტერინარი
500
უფროსი სპეციალისტი
800
სპეციალისტი
750
დასავლეთ საქართველოს მთავარი სამმართველო
მთავარი სამმართველოს უფროსი
2 100
მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე
1 900
სამმართველოს უფროსი
1 500
სამმართველოს უფროსის მოადგილე
1 300
სამმართველოს უფროსი
(სპეციალური დანიშნულების)
1 600
განყოფილების უფროსი
(სპეციალური დანიშნულების)
1 350
განყოფილების უფროსი
1 200
განყოფილების უფროსის მოადგილე
1 100
აპარატის უფროსი
1 500
აპარატის უფროსის მოადგილე
1 300
ჯგუფის უფროსი (სპეციალური დანიშნულების)
1 200
ჯგუფის უფროსი
850
ჯგუფის უფროსი (ოპერატიულ-ტექნიკური)
1 050
ცვლის უფროსი
850
დაცვის უფროსი ოფიცერი
800
დაცვის ოფიცერი
750
წამყვანი სპეციალისტი
850
უფროსი სპეციალისტი
800
სპეციალისტი
750
მებრძოლი ოფიცერი
1 100
უფროსი ოფიცერი
(სპეციალური დანიშნულების)
1 170
უფროსი ოფიცერი
800
პასუხისმგებელი მორიგე
770
კავშირის უფროსი ოფიცერი
750
უფროსი ტექნიკოსი
700
უფროსი ოპერატიული თანამშრომელი
1 000
ოპერატიული თანამშრომელი
900
რეფერენტი
500
ოპერატიული მორიგე
730
უფროსი იურისტი
800
საშვთა ბიუროს ინსპექტორი
450
დაცვის თანამშრომელი
500
დამთვალიერებელი
500
თერაპევტი
500
სანიტარიული ინსპექტორი
700
ვეტერინარი
500
საწყობის გამგე
700
კომენდანტი
600
შენიშვნა: თანამშრომელს, რომელიც „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით სამსახურს გადის სხვა შესაბამის დაწესებულებაში, თანამდებობრივი სარგო განესაზღვროს 1200 ლარით.
დანართი №2
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე ჩარიცხულ მოსამსახურეთა
თანამდებობრივი სარგოების ნუსხა
№
საშტატო წოდებრივი კატეგორია
(სპეციალური წოდების გათვალისწინებით)
ფულადი სარგოს ოდენობა (ლარობით)
1.
დაცვის თანამშრომელი (სახ/დაცვის უფრ/სერჟანტი)
65
2.
დაცვის თანამშრომელი (სახ/დაცვის სერჟანტი)
60
3.
დაცვის თანამშრომელი (სახ/დაცვის უმცრ/სერჟანტი)
55
4.
დაცვის თანამშრომელი (სახ/დაცვის რიგითი)
50.
შენიშვნა: თუ საკონტრაქტო სამსახურში მყოფი მოსამსახურე დაინიშნება სხვა შესაბამის უმცროს თანამდებობაზე (გარდა დაცვის თანამშრომლისა), თანამდებობრივი სარგო განესაზღვრება დანართი №2-ის თანრიგების მიხედვით, ამ მოსამსახურისათვის მინიჭებული სპეციალური წოდების გათვალისწინებით.
დანართი №3
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა სარგოების ნუსხა სპეციალური წოდებისათვის
№
სპეციალური წოდება
სარგოს ოდენობა
(ლარობით)
1.
სახელმწიფო დაცვის გენერალ-პოლკოვნიკი
150
2.
სახელმწიფო დაცვის გენერალ-ლეიტენანტი
130
3.
სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი
120
4.
სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკი
90
5.
სახელმწიფო დაცვის ვიცე-პოლკოვნიკი
75
6.
სახელმწიფო დაცვის მაიორი
65
7.
სახელმწიფო დაცვის კაპიტანი
50
8.
სახელმწიფო დაცვის უფროსი ლეიტენანტი
45
9.
სახელმწიფო დაცვის ლეიტენანტი
40
10.
სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი
30
11.
სახელმწიფო დაცვის ზემდეგი
25
12.
სახელმწიფო დაცვის უფროსი სერჟანტი
20
13.
სახელმწიფო დაცვის სერჟანტი
15
14.
სახელმწიფო დაცვის უმცროსი სერჟანტი
14
15.
სახელმწიფო დაცვის რიგითი
12
შენიშვნა: სპეციალური წოდებისათვის დაწესებული სარგოები არ ეძლევათ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე ჩარიცხულ მოსამსახურეებს.
დანართი №4
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფის საორიენტაციო ნორმები
1. მორიგე განწესში და საყაზარმე პირობებში (საქვაბე კმაყოფაზე ყოფნის პირობებში) თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფის სასურსათო იჯრა:
დასახელება
ბრუტო
სასარგებლო საკვების ბრუტო
წონა გადანაყრების შემდეგ
(თერმულ დამუშავებამდე)
პური (თეთრი)
700 გ
700 გ
ფუნთუშა (I ხარისხის ფქვილი)
100 გ
100 გ
ხორბლის ფქვილი
10 გ
10 გ
ბრინჯი
62 გ
60 გ
მაკარონი
60 გ
60 გ
ბარდა
84 გ
80 გ
წიწიბურა
86 გ
80 გ
მანანის ბურღული
40 გ
40 გ
ვერმიშელი
60 გ
60 გ
შვრიის ფანტელი (ჰერკულესი)
80 გ
80 გ
ხორცი (საქონლის)
– I კატეგორიის
– II კატეგორიის
230 გ
250 გ
170 გ
ხორცი (ღორის)
– I ხარისხის
– II ხარისხის
212 გ
267 გ
170 გ
ხორცი (ფრინველის)
243 გ
170 გ
სოსისი
122 გ
110 გ
თევზი (გაყინული)
– უთავო
– თავიანი
115 გ
140 გ
100 გ
საქონლის ხორცის კონსერვი
170 გ
170 გ
შესქელებული რძე
20 გ
20 გ
არაჟანი
100 გ
100 გ
ხაჭო
60 გ
60 გ
მაწონი
100 გ
100 გ
ყველი
54 გ
50 გ
კვერცხი
3 ცალი
3 ცალი
კარაქი
40 გ
40 გ
ერბო
30 გ
30 გ
მარგარინი
10 გ
10 გ
მაიონეზი
55 გ
55 გ
ზეთი
20 გ
20 გ
ტომატ-პასტა
25 გ
25 გ
ძმარი
3 გ
3 გ
მარილი
20 გ
20 გ
შაქარი
90 გ
90 გ
ჩაი
2 გ
2 გ
კაკაო
4 გ
4 გ
ლობიო
84 გ
80 გ
კარტოფილი
400 გ
320 გ
ხახვი
55 გ
50 გ
კომბოსტო
150 გ
120 გ
ჭარხალი
24 გ
20 გ
სტაფილო
56 გ
45 გ
წიწაკა, საკმაზ-სანელებლები
1 გ
1 გ
მწვანილი
22 გ
20 გ
ბადრიჯანი, ისპანახი, ფხალი (სეზონურად)
125
-150 გ
110 გ
ნიორი
6 გ
5 გ
პამიდორი (სეზონურად)
160 გ
136 გ
კიტრი (სეზონურად)
160 გ
136 გ
მდოგვი
10 გ
10 გ
ტყემალი
50 გ
50 გ
ხილი, ციტრუსი (სეზონური)
200 გ
200 გ
ხილის ჩირი
36 გ
35 გ
ხილის წვენი
200 მ/ლ
200 მ/ლ
კისელის კონცენტრატი
10 გ
10 გ
თაფლი
30 გ
30 გ
საკონდიტრო ნაწარმი
200 გ
200 გ
შოკოლადის ნაწარმი
60
60 გ
ჯემი
37 გ
37 გ.
2. მშრალი კვებით უზრუნველყოფის სასურსათო იჯრა:
№
პროდუქტის დასახელება
დღიური ნორმა
1.
პური მშრალი
300 გ
2.
დაკონსერვებული ლორი
200 გ
3.
საქონლის ან ფრინველის პაშტეტი
100 გ
4.
საქონლის ხორცის კონსერვი
600 გ
5.
შოკოლადი
100 გ
6.
ხილის წვენი
400 გ
7.
ყავა ერთჯერადი
2 გ
8.
ჩაი ერთჯერადი
2 გ
9.
შაქარი (რაფინადი)
25 გ
10.
ბოსტნეულის კონსერვი
150 გ.
3. მშრალი კვებით უზრუნველყოფის დამხმარე ნივთები:
№
პროდუქტის დასახელება
დღიური ნორმა
1.
ერთჯერადი ხელსახოცი
1 შეკვრა
2.
ერთჯერადი ხელსახოცი (სველი)
1 შეკვრა
3.
ერთჯერადი კოვზი-ჩანგალი
1 ცალი
4.
პოლიეთილენის ტომარა
1 ცალი
4. სასურსათო იჯრის ენერგეტიკული ღირებულების საორიენტაციო დღიური ნორმები:
ა) სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებისათვის, აგრეთვე სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული პროგრამით გათვალისწინებული მომზადების სპეციალური კურსის გავლის პერიოდში სპეციალური დანიშნულების დანაყოფებში ჩასარიცხი კანდიდატებისათვის, სასურსათო იჯრის ენერგეტიკული ღირებულების საორიენტაციო დღიური ნორმაა 4700-5000 კკალ (საუზმე: 1200-1300 კკალ, სადილი: 2200-2300 კკალ, ვახშამი: 1300-1400 კკალ);
ბ) სამსახურის სხვა თანამშრომლებისათვის სასურსათო იჯრის ენერგეტიკული ღირებულების საორიენტაციო დღიური ნორმაა 4300-4700 კკალ (საუზმე: 1200-1300 კკალ, სადილი: 1900-2100 კკალ, ვახშამი: 1200-1300 კკალ).
შენიშვნა:
1. ამ დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრული კვებით უზრუნველყოფის სასურსათო იჯრაში გათვალისწინებული კვების პროდუქტები შეიძლება შეიცვალოს სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, თუ ეს არ გამოიწვევს ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფის სასურსათო იჯრაში შემავალი პროდუქტების ერთობლივი ენერგეტიკული ღირებულების დღიური ნორმის შემცირებას. ამავე პუნქტით გათვალისწინებულ „გადანაყარში“ იგულისხმება პროდუქტის ის ნაწილ(ებ)ი, რომელიც უვარგისია საკვებად მოხმარებისათვის.
2. მშრალი კვებით უზრუნველყოფის სასურსათო იჯრაში შემავალი პროდუქტები და დამხმარე ნივთები მოსამსახურეებს ეძლევათ იმ შემთხვევაში, როდესაც მათი კვებით უზრუნველყოფა ვერ ხორციელდება ამ დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრული სასურსათო იჯრის შესაბამისად.
3. მოსამსახურეთა მშრალი კვებით უზრუნველყოფის შემთხვევაში:
ა) დღიური ნორმით გათვალისწინებულ პროდუქტებზე არ ვრცელდება ამ დანართის მე-4 პუნქტით დადგენილი სასურსათო იჯრის ენერგეტიკული ღირებულების საორიენტაციო დღიური ნორმები;
ბ) კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო ხარჯები არ იზღუდება ამ დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საორიენტაციო ნორმების შესაბამისად კვებით უზრუნველყოფისათვის დადგენილი ოდენობით.