⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (18.12.2015)
გაუქმებულია:

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საზოგადოებრივი მისაღების დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.05.2013
ძალის დაკარგვა 18.12.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №111
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.038.016171
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 485 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.05.2013 მიღება
18.12.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მინისტრი სოზარ სუბარი მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საზოგადოებრივი მისაღების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება № 111 2013 წლის 20 მაისი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საზოგადოებრივი მისაღების დებულების დამტკიცების შესახებ პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საზოგადოებრივი მისაღების თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მინისტრისოზარ სუბარი დანართი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საზოგადოებრივი მისაღების დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) საზოგადოებრივი მისაღების (შემდგომში – განყოფილება) ფუნქციებს, ამოცანებსა და მართვის ორგანიზაციას.  2. განყოფილება წარმოადგენს დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.  3. განყოფილება თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, პატიმრობის კოდექსით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებებით, ამ დებულებით, დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.  4. განყოფილება თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს დეპარტამენტს.  5. განყოფილება ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ადამიანის უფლებებისა და სოციალური უზრუნველყოფის დარგში და თავისი ფუნქციების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე. მუხლი 2🔗. განყოფილების ამოცანები და ფუნქციები განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) დეპარტამენტში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ახლობლების, ადვოკატების, სხვა დაინტერესებული პირების და მათი განცხადება/საჩივრების, სხვადასხვა უწყებებისა და ორგანიზაციების წერილობითი კორესპონდენციების მიღება; ბ) განცხადება/საჩივრების და სხვა წერილობითი კორესპონდენციის შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში ატვირთვა და დარეგისტრირება; გ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების  საზოგადოებრივი მისაღებების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;   დ) დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლებთან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ახლობლების, ადვოკატების და სხვა დაინტერესებული პირების შეხვედრების ორგანიზება; ე) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეებისათვის კონსულტაციების გაწევა; ვ) დეპარტამენტის ცხელი ხაზის მომსახურების განხორციელება; ზ) დეპარტამენტში შემსვლელ პირებზე, ელექტრონულ პროგრამაში არსებული მოთხოვნების საფუძველზე, ერთჯერადი საშვების გაცემა; თ) განყოფილების კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ი) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 3🔗. განყოფილების მართვა 1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) კოორდინაციას და კონტროლს უწევს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის  დაწესებულებების საზოგადოებრივი მისაღებების საქმიანობას; გ) მონაწილეობს განყოფილებაში დასანიშნი კანდიდატურების შერჩევის პროცესში; დ) ანაწილებს განყოფილებაში შემოსულ კორესპონდენციას განყოფილების მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს; ე) კონტროლს უწევს განყოფილების მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; ვ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს განყოფილების  მუშაობის შესახებ; ზ) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თავმჯდომარეს განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე; თ) შუამდგომლობს განყოფილების ფუნქციების შესასრულებლად საჭირო სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე; ი) ახორციელებს ვიზირებას და ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს; კ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობებს ასრულებს განყოფილების   ერთ-ერთი მოსამსახურე. მუხლი 4🔗. განყოფილების მოსამსახურეები 1. განყოფილების მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2. განყოფილების მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას ანგარიშვალდებულნი არიან განყოფილების უფროსის წინაშე. 3. განყოფილებაში საჯარო სამსახურს ეწევიან განყოფილების უფროსი ინსპექტორები.