„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ახალგაზრდული კავშირი არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული საქმიანობის მიზანია ახალგაზრდების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის, მათი ნიჭისა და უნარის განვითარებისათვის და საზოგადოებაში დამკვიდრებისათვის ხელის შეწყობა. ახალგაზრდულ კავშირში გაწევრებისა და მისი სადამფუძნებლო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება აქვთ საერთო ინტერესების მქონე მოქალაქეებს, რომლებიც იზიარებენ ახალგაზრდული კავშირის წესდებით გათვალისწინებულ მიზნებსა და ამოცანებს.“.
2. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს, რომლებიც უპასუხებენ ამ კანონის მე-4 მუხლის მოთხოვნებს, უფლება აქვთ, სახელმწიფოსგან მიიღონ ამ კანონით განსაზღვრული ფინანსური მხარდაჭერა მათი საქმიანობის შედეგების გათვალისწინებით.“.
3. მე-13 მუხლი ამოღებულ იქნეს.
4. მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:
„მუხლი 151
1. ბავშვთა და ახალგაზრდულმა კავშირებმა, რომლებიც ამ მუხლის ამოქმედებამდე ირიცხებოდნენ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრში და გრანტის სახით მიღებული ჰქონდათ ამ კანონით განსაზღვრული ფინანსური მხარდაჭერა, ამ მუხლის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უნდა წარუდგინონ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს ფინანსური ანგარიში სახელმწიფოსგან მიღებული თანხების მიზნობრივი ხარჯვის შესახებ.
2. ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა უზრუნველყოს იმ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების აღრიცხვის წარმოება, რომლებიც იღებენ ამ კანონით განსაზღვრულ ფინანსურ მხარდაჭერას.“.
მუხლი 2. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვეში უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 25 მარტი 2013 წ. N448-რს |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.03.2013.
- როდის იქნა მიღებული „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.03.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №448-რს. სარეგისტრაციო კოდი — 040040000.05.001.016968.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.03.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №448-რს, 25.03.2013, სარეგისტრაციო კოდი 040040000.05.001.016968 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1886994/