ერთობლივი კომუნიკე „სეიშელის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“
მიღების თარიღი 15.03.2013
ძალაში შესვლა 15.03.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №186/1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016181
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/04/2013
დოკუმენტის ტექსტი
ერთობლივი კომუნიკე „სეიშელის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“
ერთობლივი კომუნიკე
საქართველოსა და სეიშელის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ
საქართველომ და სეიშელის რესპუბლიკამ, ხელმძღვანელობენ რა საერთო სურვილით განავითარონ და გააძლიერონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული კავშირები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობები ელჩების დონეზე და დაამყარეს საკონსულო ურთიერთობები წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის დღიდან.
ორივე სახელმწიფოს განზრახული აქვს გამოხატოს თავისი რწმენა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და ელჩების გაცვლა ორ ქვეყანას შორის შეესაბამება თავიანთ ინტერესებს, არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამშრომლობისა და საყოველთაო მშვიდობის გაძლიერებას.
საქართველო და სეიშელის რესპუბლიკა, ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის სხვა ფუნდამენტური ნორმებით, თანხმდებიან, რომ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობების, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენული სახელმწიფოების საზღვრების ურღვეობისა და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად.
ორივე სახელმწიფო თანხმდება, რომ დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს 1961 წლის 18 აპრილს ხელმოწერილი „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენციის შესაბამისად, ხოლო საკონსულო ურთიერთობები დამყარდეს 1963 წლის 24 აპრილს ხელმოწერილი „საკონსულო ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენციის შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის დასტურად, ქვემორე ხელმომწერმა პირებმა, სათანადოდ უფლებამოსილებმა თავიანთი შესაბამისი მთავრობების მიერ, ხელი მოაწერეს წინამდებარე ერთობლივ კომუნიკეს ინგლისურ და ქართულ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბრად აუთენტიკურია.
შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2013 წლის 15 მარტს.
საქართველოს სახელით
______________________
მისი აღმატებულება ბატონი
ვახტანგ მახარობლიშვილი
სეიშელის რესპუბლიკის სახელით
______________________
მისი აღმატებულება ქალბატონი
მარი-ლუის პოტერი