საქართველოს მთავრობასა და გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და სამართლის კვლევის ინსტიტუტს (UNICRI) შორის წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.04.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №226
სარეგისტრაციო კოდი 480140000.08.002.016770
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/04/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.04.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი | საქართველოს პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობასა და გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და სამართლის კვლევის ინსტიტუტს (UNICRI) შორის წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №226
2013 წლის 4 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და სამართლის კვლევის ინსტიტუტს (UNICRI) შორის წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:
1.
ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „საქართველოს მთავრობასა და გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და სამართლის კვლევის ინსტიტუტს (UNICRI) შორის „საქართველოში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაქტიული და ბირთვული (CBRN) „გამოცდილების გაზიარების ცენტრების“ (CoE) რეგიონული სამდივნოს ჩამოყალიბების შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება.
2.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი