განჩინება სს „დასასვენებელი სახლი ნარინჯის“ გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1438
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/04/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

№2/1438                              

 საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

 

2013 წლის 14 მარტი

. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე - გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი - ნოდარი გიორგიძე

 

   სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე სს ,,დასასვენებელი სახლი ნარინჯის’’ გაკოტრების მმართველის –სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის თამაზ კიკიანის,  კრედიტორის: სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის მადონა გეწაძის მონაწილეობით განიხილა გაკოტრების მმართველის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის თამაზ კიკიანის გაკოტრების ანგარიში (მოხსენება) სს ,,დასასვენებელი სახლი ნარინჯის’’  მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და სამეწარმეო რეესტრში მოვალე საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ და   

                 

:

 

2012წლის12 ნოემბერს სს ,,დასასვენებელი სახლი ნარინჯის’’ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა საზოგადოების დირექტორმა ავთანდილ ბოლქვაძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოებას გააჩნია კრედიტორული დავალიანება - 195 305,11 ლარის ოდენობით, რომელთა შორის 185 877,11 ლარი არის უზრუნველყოფილი კრედიტორულ დავალიანება (საგადასახდო-საბიუჯეტო დავალიანება). განმცხადებელმა მოითხოვა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად განჩინების გამოცემა განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ იმაზე მითითებით, რომ სს ,,დასასვენებელი სახლი ნარინჯი’’ გაკოტრებულად გამოცხადდეს რეგისტრაციის გაუქმების გზით.

     2012 წლის 16 ნოემბრის განჩინებით სს ,,დასასვენებელი სახლი ნარინჯის’’ დირექტორის ავთანდილ ბოლქვაძის განცხადება მიღებულ იქნეს წარმოებაში.

      2013 წლის 15 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სს ,,დასავენებელი სახლი ნარინჯის’’ გაკოტრების მმართველმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით თამაზ კიკიანმა, წარმოადგინა გაკოტრების ანგარიში და სს ,,დასასვენებელი სახლი ნარინჯის’’ გაკოტრების საქმის დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება ითხოვა;

       საბოლოო ანგარიშის თანახმად: სს ,,დასასვენებელ სახლ ნარინჯს’’ ბალანსზე გააჩნია ერთადერთი სახის აქტივი, კერძოდ საქართველოს ოკუპირებეული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ არსებული 2004 წელს წარმოშობილი დებიტორული მოთხოვნა 9870 ლარის ოდენობით. ამასთან სს ,,დასასვენებელი სახლი ნარინჯის’’ მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულება და დოკუმენტური მასალა აღნიშნულ დებიტორულ დავალიანებათან მიმართებაში.

  ზემოაღნიშნული დებიტორული მოთხოვნის არსებობის დადასტურების მოთხოვნით სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წერილით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოსთხოვა სს ,,დასავენებელი სახლი ნარინჯის’’ მიმართ არსებული დავალიანების არსებობა.

   ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გაკოტრების მმართველი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო მიიჩნევს, რომ სს ,,დასასვენებელი სახლი ნარინჯის’’ ბალანსზე ასახული დებიტორული მოთხოვნა დღეის მდგომარეობით საკმარისი მტკიცებულებების არქონის და ხანდაზმულობის გამო ვერ ჩაითვლება სს ,,დასასვენებელი სახლი ნარინჯის’’ აქტივად. ამავე მიზეზით მიჩნევს, რომ ვერ განხორციელდება ხსენებული დებიტორული მოთხოვნის აუქციონზე რეალიზაცია. ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო არ აღიარებს ამ დავალიანებას.

       გაკოტრების მმართველი მიიჩნევს, რომ სს ,,დასასვენებელი სახლი ნარინჯი’’ არ ფლობს არანაირ ქონებას, მათ შორის დებიტორულ მოთხოვნებს სხვა პირების მიმართ, შესაბამისად ქონების არარსებობის გამო გაკოტრების მმართველი მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს სს ,,დასასვენებელი სახლი ნარინჯის’’ ქონების აუქციონზე რეალიზაცია.

    ყოველივე აღნიშნულის გათვალიწინებით გაკოტრების მმართველი ითხოვს მიღებული იქნეს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და სს ,,დასასვენებელი სახლი ნარინჯი’’  რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

     2013 წლის 14 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჩატარებულ კრედიტორთა კრებაზე გამოცხადებულმა კრედიტორმა სსიპ შემოსავლების სამსახურის  წარმომადგენელმა წარმოდგენილ ანგა რიშს მხარი არ დაუჭირა იმ მოტივით, რომ მათთვის უცნობია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პოზიცია ზემოაღნიშნული დავალიანების შესახებ, რის გასარკვევადაც სსიპ შემოსავლების სამსახურმა წერილით მიმართა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რაზეც პასუხი დღეის მდგომარებით მიღებული არ აქვთ.

      სასამართლომ შეამოწმა   სს ,,დასასვენებელი სახლი ნარინჯის’ გაკოტრების საქმის მასალები, გაეცნო წარმოდგენილ საბოლოო ანგარიშს, მოუსმინა  კრედიტორებს და მიაჩნია, რომ სს ,,დასასვენებელი სახლი ნარინჯის’’ მიმართ დაწყებული გაკოტრების საქმის წარმოება უნდა  შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

       სასამართლო აღნიშნავს, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხების ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ.

   აღნიშნული ნორმის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საფუძველს წარმოადგენს მოვალე საწარმოს ქონების რეალიზება, რაც ემსახურება რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

     განსახილველ შემთხვევაში გაკოტრების მმართველის ანაგარიშით ირკვევა, რომ სს ,,დასასვენებელ სახლ ნარინჯს’’ რაიმე სახის ქონება არ გააჩნია, შესაბამისად შეუძლებელია კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ქონების რეალიზაციის გზით.

 

     ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

    ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

     აღნიშნული ნორმების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ გაკოტრების საქმის წარმოება ემსახურება დაიცვას, როგორც კრედიტორის ისე მოვალის ინტერესები. იმ შემთხვევაში, როდესაც თავიდანვე ცალსახად ნათელია, რომ მოვალე არათუ კრედიტორების მოთხოვნების არამედ საპროცესო ხარჯების დაფარვასაც კი ვერ უზრუნველყოფს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მოვალე გაკოტრებულად ცხადდება თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში რომელიმე კრედიტორმა  არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

    განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2012 წლის 12 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სს ,,დასასვენებელი სახლი ნარინჯის’’ დირექტორმა და მიუთითა, რომ საზოგადოება გაკოტრების დაწყების შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას და მოითხოვა საზოგადოება გაკოტრებულად გამოცხადებულიყო რეგისტრაციის გაუქმების გზით „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად. წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვეოდა, რომ საზოგადოების მიმართ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გააჩნდა დავალიანება 9870 ლარის ოდენობით. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს ეჭვი შეეპარა მოვალის ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მითითებისა და მტკიცებულების ნამდვილობაში ან მიიჩნია, რომ მოვალის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ვერ ადასტურებს მოვალის მითითებას, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლო უფლებამოსილია ამ კანონის მე-19 მუხლით დადგენილი წესით გამოიტანოს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ირკვეოდა, რომ საზოგადოების ვალი 98700 ლარის ოდენობით აქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადება მიღებული იქნა წარმოებაში. 2013 წლის 15 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სს ,,დასასვენებელი სახლი ნარინჯის’’ გაკოტრების მმართველმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით თამაზ კიკიანმა, წარმოადგინა საბოლოო ანგარიში და აღნიშნა, რომ მართალია ასეთი დებიტორული დავალიანება არსებობს, მაგრამ იგი არის ხანდაზმული, მოვალე არ აღიარებს დავალიანებას და შესაბამისად მის წინააღმდეგ დავის წამოწყება უპერსპექტივოა.

    ამდენად ამ ეტაპზე უტყუარად არის დადასტურებული, რომ სს ,,დასასვენებელი სახლი ნარინჯი’’ თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვასაც კი.

   „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.

    საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის  272-ე და 275-ე მუხლები).

     განსახილველ შემთხვევაში უტყუარად დასტურდება, რომ სს ,,დასასვენებელი სახლი ნარინჯის’’  გაკოტრების საქმის წარმოების მიმდინარეობის დროს გამოვლინდა გარემოებები, რაც განცხადების მიღებაზე უარის თქმის საფუძველია, კერძოდ, სს ,,დასასვენებელი სახლი ნარინჯი’’ თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვასაც კი. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,დასასვენებელი სახლი ნარინჯის’’ მიმართ დაწყებული გაკოტრების საქმის წარმოება უნდა შეწყდეს და გაუქმდეს საზოგადოების რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

   სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 272-ე, 284-285-ე მუხლებით

 

:

 

1. სს ,,დასასვენებელი სახლი ნარინჯის’’ (ს/ნ 248381497), იურიდიული მისამართი: ხელვაჩაურის რაიონი, დაბა მახინჯაური) მიმართ შეწყდეს გაკოტრების საქმის წარმოება.

2. გაუქმდეს სს ,,დასასვენებელი სახლი ნარინჯის’’-~ (ს/ნ 248381497) რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

3. განჩინების შესახებ ეცნობოთ მხარეებს; განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“  ვებგვერდზე.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა მისი ასლის კრედიტორებზე, აგრეთვე იმ პირებზე გადაცემიდან, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, ხუთი დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11).

 

 

მოსამართლე                                             გენადი მაკარიძე