ქალაქ ჭიათურის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესების დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 04.04.2013
ძალის დაკარგვა 30.12.2014
გამომცემი ორგანო ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016085
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 784 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.04.2013 მიღება
30.12.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე იასონ ჭუმბურიძე საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ჭიათურის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესების დადგენის შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №10 2013 წლის 4 აპრილი ქ. ჭიათურა ქალაქ ჭიათურის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესების დადგენის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. წინამდებარე წესი არეგულირებს ქალაქ ჭიათურის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ან შენობა-ნაგებობაში გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრის,  გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი საქონლის განთავსების, გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ტერიტორიის მოწყობის წესებს. 2. გარე ვაჭრობად ითვლება: ა)  საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსებული ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის შესაბამისად მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და ამავე კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა); ბ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს და ხდება საქონლის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის მიზნით გამოყენებული ობიექტის (ჯიხური, მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა) მთლიანად ან ნაწილობრივ საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსება; გ) რესტორნის, კაფე-ბარის და სხვა ობიექტის მიმდებარე საზოგადოებრივ სივრცეში მაგიდის და სხვა ნივთის განლაგება, რომელზეც მომსახურების გაწევა ხდება არსებული რესტორნიდან, კაფე-ბარიდან და სხვა ობიექტიდან; დ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივი ტრასპორტის გაჩერე­ბისათვის განკუთვნილი ადგილიდან ან/და მასზე განთავსებული ნაგებობიდან;  ე) აზარტული და მომგებიანი თამაშობებისთვის განკუთვნილი სათამაშო ინვენტარის, ასევე სხვა სათამაშო და გასართობი აპარატის ან ნივთის საზოგადოებრივ სივრცეში განთავსება. 3. თუ საქონლის რეალიზაცია ხდება შენობაში განთავსებულ ობიექტში, მათ შორის საწარმოო ობიექტში ან სასაწყობო ნაგებობაში და საქონლის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა) უშუალოდ უკავშირდება საზოგადოებრივ სივრცეს, ნივთის რეალიზაცია ითვლება გარე ვაჭრობად. მუხლი 2🔗. გარე ვაჭრობის რეგულირების მიზანი წინამდებარე წესის მიზანია: ა) ქალაქის იერსახის დაცვა; ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გ) ქალაქის მოსახლეობის ინტერესების დაცვა. მუხლი 3🔗. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა 1. ქალაქ ჭიათურის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა დასაშვებია ჭიათურის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მხოლოდ საამისოდ განსაზღვრულ ადგილებზე.  2. გარე ვაჭრობის ადგილებისა  და ვაჭრობის ადგილების გეგმის განსაზღვრას საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს ჭიათურის მუნიციპალიტეტის აღმასრულე­ბელი ორგანო და დასამტკიცებლად კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს. 3. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრასთან ერთად ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  უფლებამოსილია, გარე ვაჭრობის თითოეული ან რამდენიმე ან/და ყველა ადგილისათვის დაადგინოს: ა) იმ საქონლის სახეობა ან/და ზუსტი ჩამონათვალი, რომელთა რეალიზაციაც დასაშვებია ან/და აკრძალულია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად;  ბ) იმ კონსტრუქციების სახეობები ან/და მათი არქიტექტურული იერსახე, რომელთა განთავსებაც დასაშვებია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე. 4. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა შეიძლება მოხდეს მუდმივად ან სეზონურად, მათ შორის, კვირის კონკრეტული დღეებისათვის, სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას. 5. თუ გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა ხდება სეზონურად, გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრასთან ერთად სავალდებულოა განისაზღვროს ვადა, რომლითაც ადგილი განსაზღვრულია გარე ვაჭრობის ადგილად.  მუხლი 4🔗. გარე ვაჭრობის ორგანიზება 1. გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები  მოეწყოს ისე, რომ აკმაყოფილებდეს ქალაქის იერსახის მოთხოვნებს და არ უნდა აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. გარე ვაჭრობა უნდა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით. 2. საზოგადოებრივ ადგილებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების მოწყობა დაიშვება მხოლოდ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.  3. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას საჭიროებს ასევე საზოგადოებრივ ადგილებში სადღესასწაულო და ბაზრობა-გამოფენებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა. 4. ქალაქ ჭიათურის  ტერიტორიაზე აიკრძალოს მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (ხორცი, ხორცის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, შეუფუთავი საკონდიტრო ნაწარმი და პური) გარე ვაჭრობა. 5. გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით: ა) ჟურნალ-გაზეთები, წიგნები; ბ) ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები; გ) ყვავილები; დ) ხილ-ბოსტნეული მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილ-ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში); ე) სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და სასაქონლო-ესთეტიკური იერსახით დაცული). 6. სეზონური გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით: ა) გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები (მათ შორის, ბურახი); ბ) ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით); გ) შეშა (სპეციალურად მოწყობილ ადგილებში); დ) ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული. 7. გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე დადგენილებით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. მუხლი 5🔗. გარე ვაჭრობის კონტროლი  1. დადგენილების შესრულების კონტროლი დაევალოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურებს მათი კომპეტენციის ფარგლებში. 2. წინამდებარე წესის ძალაში შესვლის შემდეგ განხორციელებული ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც წესის შესაბამისად ითვლება გარე ვაჭრობად, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს წესის მოთხოვნებს, ითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153 ​3 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად.  3. დაევალოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას: ა) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში გაატაროს ღონისძიებები იმ გარე მოვაჭრეების მიმართ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ წინამდებარე წესის მოთხოვნებს; ბ) განახორციელოს წინამდებარე წესის ძალაში შესვლასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები. მუხლი 6🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეიასონ ჭუმბურიძე