გარემოსდაცვით და ეკოლოგიურ საკითხებზე მოსახლეობაში ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 04.04.2013
გამომცემი ორგანო ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016084
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/04/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.04.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე იასონ ჭუმბურიძე | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
გარემოსდაცვით და ეკოლოგიურ საკითხებზე მოსახლეობაში ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2013 წლის 4 აპრილი
ქ. ჭიათურა
გარემოსდაცვით და ეკოლოგიურ საკითხებზე მოსახლეობაში ინფორმაციის
გავრცელების უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს გარემოსდაცვით და ეკოლოგიურ საკითხებზე მოსახლეობაში ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფის თანდართული წესი (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეიასონ ჭუმბურიძე
გარემოსდაცვით და ეკოლოგიურ საკითხებზე მოსახლეობაში ინფორმაციის
გავრცელების უზრუნველყოფის წესი
მუხლი 1🔗.
გარემოსდაცვითი ინფორმაცია
1.
გარემოსდაცვითი ინფორმაცია მოიცავს ინფორმაციას გარემოს ელემენტების შესახებ, ასევე იმ ფაქტორებზე, საქმიანობებსა ან ღონისძიებებზე, რომლებიც მოქმედებენ ან შესაძლოა იმოქმედონ გარემოზე და ინფორმაციას გარემოს ელემენტების ზემოქმედების შესახებ ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე.
2.
საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ზრდა მოიცავს:
ა)
სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურდებას ადგილობრივი გარემოს დაცვის საკითხებში;
ბ)
მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობას ეკო-პრობლემების დაგეგმარებისა და რეალიზაციის პროცესებში;
გ)
მოქალაქეთა პირადი საზოგადოებრივი ინიაციტივებს სახელისუფლო დონეზე;
დ)
მოქალაქეთა ცნობიერებისა და კულტურის დონის ამაღლებას.
მუხლი 2🔗.
ინფორმაცია გარემოს ელემენტებისა და მათი ურთიერთქმედების შესახებ
ინფორმაცია გარემოს ელემენტების შესახებ მოიცავს:
ა)
ნიადაგის, ზედაპირული ან გრუნტის წყლების, ჰაერის მდგომარეობას;
ბ)
ბიომრავალფეროვნების, მათ შორის გენმოდიფიცირებული ორგანიზმების, მდგომარეობას;
გ)
ლანდშაფტებისა თუ ბუნებრივი ობიექტების მდგომარეობას და სხვა.
მუხლი 3🔗.
გარემოსდაცვითი ინფორმაციის აქტიური გავრცელება
გარემოს დაცვითი ინფორმაციის აქტიური გავრცელება წარმოადგენს საჯარო დაწესებულების მიერ თავისი ინიციატივით ინფორმაციის გავრცელებას.
მუხლი 4🔗.
ინფორმაციის გავრცელების ფორმა
ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ გამოიცემა ბეჭდვითი ან ელექტრონული ფორმით.
მუხლი 5🔗.
ინფორმაციის გავრცელების წესი
1.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ვალდებულია, განახლებული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ სამ თვეში ერთხელ მიაწოდოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რომელიც მას განათავსებს თვითმმართველი ერთეულის ოფიციალურ ვებგვერდზე.
2.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ განახლებული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ შესაძლოა ექვს თვეში ერთხელ გაავრცელოს ადგილობრივი მასობრივი საშუალებების მეშვეობით.
3.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ვალდებულია დაინტერესებულ პირს მიაწოდოს ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.