„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის N295 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№99
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.033.016524
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/04/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (7 მუხლი)
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №99

2013 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის №295 ბრძანებით (სსმ III, 20.05.2009, №62, მუხლი 694) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს  ცვლილება და II თავი და მე-7 - მე-11 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი II

იურიდიული დეპარტამენტი

მუხლი 7. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტის უფროსი:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება (მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ  2 წლის გამოცდილება);

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ I, V და VI თავების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Exell) და Internet Explorer-ის  სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

 ე) უცხო ენის (ინგლისური/გერმანული/რუსული) ცოდნა.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება (მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ  1 წლის გამოცდილება);

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ I, V და VI თავების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Exell) და Internet Explorer-ის  სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ე) უცხო ენის (ინგლისური/გერმანული/რუსული) ცოდნა.

მუხლი 8. კონსულტანტი

 კონსულტანტი:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებას);

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“,  საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ I, V და VI თავების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის I-IV და XIV კარების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის  ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Exell) და Internet Explorer-ის  სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ე) უცხო ენის (ინგლისური/გერმანული/რუსული) ცოდნა.

მუხლი 9. თანაშემწე

 თანაშემწე:

ა) უმაღლესი იურიდიული ან სხვა უმაღლესი განათლება;

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III და VI თავების, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების „საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საქმისწარმოებასთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანებების (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები) ცოდნა;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Exell) და Internet Explorer-ის  სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

მუხლი 10. სამართალშემოქმედების სამმართველო

1. სამმართველოს უფროსი:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

 ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებას);

გ)საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ I, V და VI თავების, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის I-IV კარების,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Exell) და Internet Explorer-ის  სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ე) უცხო ენის (ინგლისური/გერმანული/რუსული) ცოდნა.

2. მთავარი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებას);

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, საქართველოს კანონის  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ I, V და VI თავების, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის I-IV კარების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Exell) და Internet Explorer-ის  სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ე) უცხო ენის (ინგლისური/გერმანული/რუსული) ცოდნა.

3. უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებას);

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ I, V და VI თავების, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის I-IV კარების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Exell) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ე) უცხო ენის (ინგლისური/გერმანული/რუსული) ცოდნა.

4. სპეციალისტი:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ I, V და VI თავების, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის I-IV კარების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Exell) და Internet Explorer-ის  სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

დ) უცხო ენის (ინგლისური/გერმანული/რუსული) ცოდნა.

მუხლი 11. სამართალწარმოების სამმართველო

1. სამმართველოს უფროსი:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება სასამართლო პროცესებზე მონაწილეობის გამოცდილებას);

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის I-IV და XIV კარების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Exell) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ე) უცხო ენის (ინგლისური/გერმანული/რუსული) ცოდნა.

2. მთავარი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება სასამართლო პროცესებზე მონაწილეობის გამოცდილებას);

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის I-IV და XIV კარების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Exell) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

3. უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება სასამართლო პროცესებზე მონაწილეობის გამოცდილებას);

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის I-IV და XIV კარების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Exell) და Internet Explorer-ის  სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

4. სპეციალისტი:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის I-IV და XIV კარების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ცოდნა;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Exell) და Internet Explorer-ის  სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“.

მუხლი 2.

 

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მესამე დღეს.


ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის N295 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 10.04.2013.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის N295 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის N295 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.04.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №99. სარეგისტრაციო კოდი — 010320040.22.033.016524.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის N295 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის N295 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის N295 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.04.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის N295 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №99, 10.04.2013, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.016524 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.04.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1893034/