,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 |
|
2013 წლის 5აპრილი ქ. თბილისი |
,,მუხლი 1. დამტკიცდეს ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის თანდართული წესი. “;
,,ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.”;
,,მუხლი 4. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი დევნილი ოჯახების დახმარება:
1. ერთჯერად (200 ლარის) ოდენობით დაფინსებას მიიღებენ, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი დევნილი ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა ტოლია, ან ნაკლებია 55000-ზე.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დევნილის მოწმობის ასლი:
დ) ცნობა სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოდან ;
ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.”
,,მუხლი 13 . ნუშურა ჯირკვლებისა და ადენოიდების გამოკვლევისა და ქირურგიული მკურნალობის დაფინანსება
1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სრულად ანაზღაურდება, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, 6-18 წლამდე ასაკის იძულებით გადაადგილებული ბავშვების ნუშურა ჯირკვლებისა და ადენოიდების გამოკვლევა, ასევე ქირურგიული მკურნალობა ზოგადი ანესთეზიის გარეშე, თუ მათ არ აქვთ მიღებული ან განახლებული სადაზღვევო პოლისი, ან პოლისი არ ითვალისწინებს ასეთი სახის გამოკვლევებისა და ქირურგიული მკურნალობის დაფინანსებას.
2. დახმარების მისაღებად 6-18 წლამდე ასაკის ბავშვის კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელეზე;
ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დევნილის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.”;
,, მუხლი 131 ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების გამოკვლევა
1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სრულად ანაზღაურდება, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირების (60 წლამდე ასაკის ქალებისა და 65 წლამდე ასაკის მამაკაცების) ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა, თუ მათ არ აქვთ მიღებული ან განახლებული სადაზღვევო პოლისი, ან პოლისი არ ითვალისწინებს ასეთი სახის გამოკვლევის დაფინანსებას.
2. დახმარების მისაღებად პაციენტმა ან მისმა კანონიერმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელეზე;
ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დევნილის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.“;
,,მუხლი 18. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების დახმარება
1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, დახმარება გაეწევათ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის დაფინანსებით არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით.
2. დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელეზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სტუდენტის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) დევნილის მოწმობის ასლი;
ე) ცნობა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის/სწავლის შესახებ;
ვ) პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიში (ცნობა) – სტუდენტის სწავლის საფასურისა და სასწავლებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების შესახებ.”
|