⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (16.12.2018)
გაუქმებულია:

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.04.2013
ძალის დაკარგვა 16.12.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №365
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016181
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 567 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.04.2013 მიღება
16.12.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საქართველოს თავდაცვის მინისტრი
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №365 2013 წლის 29 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ‘‘უ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველო (შემდგომ - სამმართველო) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის (შემდგომ - გაერთიანებული შტაბი) სტრუქტურული ქვედანაყოფი.  2. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ - მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის (შემდგომ - გაერთიანებული შტაბის უფროსი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით. 3. სამმართველო ანგარიშვალდებულია გაერთიანებული შტაბის უფროსის წინაშე. 4. სამმართველოს აქვს საკუთარი სახელწოდებით - ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით, შტამპი და ბლანკი. მუხლი 2🔗. სამმართველოს ფუნქციები და ამოცანები  სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია: ა) გაერთიანებული შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და სახმელეთო ჯარებში საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების განხორციელება და ინსპექტირების გეგმების შემუშავება; ბ) საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების შედეგების საფუძველზე, შეფასებისა და ანალიზის განხორციელება, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობისათვის გადაწყვეტილების მისაღებად; გ)  საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების, შეფასებისა და ანალიზის ერთიანი მონაცემთა ბაზის  შექმნა და პერიოდული განახლება; დ) საბრძოლო მზადყოფნისათვის საჭირო მოთხოვნების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება. მუხლი 3🔗. სამმართველოს ხელმძღვანელობა 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.  2. სამმართველოს უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  მინისტრი. 3. სამმართველოს  უფროსი უშუალოდ ექვემდებარება გაერთიანებული შტაბის უფროსს. 4. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქცია-მოვალეობებს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს სამმართველოს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 5.  სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) წარადგენს დასამტკიცებლად სამმართველოს საშტატო ნუსხას; გ) განსაზღვრავს და ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს; დ) ახორციელებს კონტროლს სამმართველოს სტრუქტურული ერთეულების მუშაობაზე, თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და დისციპლინის დაცვაზე;  ე) სამმართველოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის  უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, მინისტრსა და გაერთიანებული შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების ან/და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ; ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულებებიდან; თ) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნას. მუხლი 4🔗. სამმართველოს სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები 1. სამმართველოს სტრუქტურული ერთეულებია: ა) მონიტორინგის განყოფილება; ბ)  შეფასებისა და ანალიზის განყოფილება. 2. მონიტორინგის განყოფილება - უზრუნველყოფს გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სახმელეთო ჯარების საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების განხორციელებას, ინსპექტირების გეგმების შემუშავებას და საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების მონაცემთა ბაზის შექმნას. 3. შეფასებისა და ანალიზის განყოფილება - საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების შედეგების საფუძველზე, უზრუნველყოფს საბრძოლო მზადყოფნის შეფასებას და ანალიზს, საბრძოლო მზადყოფნის შეფასებისა და ანალიზის ერთიანი მონაცემთა ბაზის  შექმნას. 5. ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც სამმართველოს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 6. ერთეულის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ერთეულის საქმიანობას, პასუხს აგებს ერთეულზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) წარმოადგენს ერთეულს დაკისრებული უფლება-მოვალეობის განხორციელებისას; გ) ანაწილებს მოვალეობებს ერთეულის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე; დ)  ხელს აწერს და/ან ვიზირებას უკეთებს ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) შეიმუშავებს წინადადებებს ერთეულის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) შუამდგომლობს ერთეულის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ზ) ანგარიშს აბარებს სამმართველოს უფროსს ერთეულის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.