აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო:
ა) იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა კანონებს;
ბ) ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;
გ) უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდობლობა გამოუცხადოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;
დ) ადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებს და საპატიო წოდებებს;
ე) ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებ