გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებსთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 05.04.2013
ძალის დაკარგვა 07.05.2013
გამომცემი ორგანო გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016107
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე სირბილაშვილი | თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებსთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №18
2013 წლის 5 აპრილი
ქ. გურჯაანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებსთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 326 მუხლის მე-6 პუნქტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) მე-16 მუხლის საფუძველზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს საკრებულოს სხდომებში ან მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესასრულებლად საჭირო უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის განესაზღვროს ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ლიმიტი თვეში 200 ლარის ოდენობით.
მუხლი 2🔗
საკრებულოს დროებითი სამუშოა ჯგუფის ხელმძღვანელისთვის, თუ იგი არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, საკრებულოს მიერ დაკისრებული კონკრეტული სამუშაოს შესრულებისთვის განესაზღვროს ხარჯების ანაზღაურება საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თვიური სახელფასო სარგოს ოდენობით.
მუხლი 3🔗
დაევალოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს, განახორციელოს ზემოაღნიშნული დადგენილების 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურებისთვის სათანადო აღრიცხვის წარმოება.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე სირბილაშვილი