ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 25) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ნდობის ჯგუფის წევრთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება ამ კანონით.“.
2. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნდობის ჯგუფის სხდომები ტარდება წელიწადში ორჯერ ან საჭიროებისამებრ, ნდობის ჯგუფის ნებისმიერი წევრის წინადადებით, თუ სხდომის ჩატარებას მხარს დაუჭერს ნდობის ჯგუფის წევრთა უმრავლესობა.“.
3. მე-11 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ნდობის ჯგუფის აპარატის თანამშრომლებს ნდობის ჯგუფის თავმჯდომარის წარდგინებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 12 სექტემბერი.
№260–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.09.2008.
- როდის იქნა მიღებული „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 12.09.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №260. სარეგისტრაციო კოდი — 010.190.010.05.001.003.265.
- სად არის „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.09.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №260, 12.09.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.190.010.05.001.003.265 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.09.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/18946/