აუქციონის დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო განცხადება
აუქციონის დანიშვნის შესახებ
2013 წლის 10 აპრილი
სპეციალისტი:
შპს „მალი XXI”-ის (ს/კ 202463342)
დირექტორ ი ზვიად მირიანაშვილ ი
მისამართი: ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი 117
ელფოსტა: specialist@mali.ge
სადეპოზიტო ანგარიში: GE09CN0000036202176001
სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს „ბანკ კონსტანტას” სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
| საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: M013 |
| უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელი და მისამართი: მაია გველესიანი, პირადი №35001093361, მცხოვრები: რუსთავი, ალ. მესხიშვილის II გას. კორ. 8 ბ. 56 |
| აუქციონის ჩატარების დრო: 2013 წლის 26 აპრილი, 12:00 საათი (საქართველოს დროით). |
| აუქციონის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი №117 შპს „მალი XXI”-ის ოფისი |
| უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 5519.63 აშშ დოლარი და 105,00 ლარი |
| უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა: რაიონი ლაგოდეხი, სოფელი ფონა, საკადასტრო კოდი: 54.11.51.075 |
| უძრავი ნივთის აღწერა: რაიონი ლაგოდეხი, სოფელი ფონა. ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო); დაზუსტებული ფართობი: 4301.00 კვ.მ; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: განაშენიანების ფართით №1-98.90 კვ.მ, №2-23.40 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 54.11.51.075 |
| გარდამავალი უფლებები: აუქციონის გზით ქონების რეალიზაციის შედეგად გარდამავალი უფლებები არ წარმოიშვება |
| აუქციონის პირობები: ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორისб კრედიტორს (სს „ბანკი კონსტანტა“), მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს ; ბ) აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა სპეციალისტთან უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია, გაცემული სს „ბანკ კონსტანტას“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის თარიღიდან 30 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის დაწყებამდე, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა; გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის სასურველი ნებისმიერი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. სპეციალისტმა უნდა გამოაცხადოს ბოლო შემოთავაზება სამჯერ და ხმამაღლა. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს. დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღესვე, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი. ასეთ შემთხვევაში აუქციონზე გამარჯვებულად ითვლება ის პირი, რომლის შემოთავაზებული თანხა ერთი ბიჯით ჩამორჩებოდა გამარჯვებაჩამორთმეული პირის შეთავაზებას. |
ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.
სპეციალისტი შპს „მალი XXI ”, დირექტორ ი ზვიად მირიანაშვილ ი