⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.11.2013)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.04.2013
ძალის დაკარგვა 04.11.2013
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016122
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 831 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.04.2013 მიღება
04.11.2013 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დიმიტრი ბოჭორიძე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №23 2013 წლის 10 აპრილი ქ.თელავი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თელავის  მუნიციპალიტეტის გამგეობის  იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 თებერვლის №9 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედიმიტრი ბოჭორიძე დანართი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახური არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს საკრებულოს და გამგეობის სამართლებრივ მომსახურებას, გამგეობის სამართლებრივი ინტერესების დაცვას სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობას. 2. დებულება განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის (შემდეგში ,,სამსახური’’) დანიშნულებას,  მის ფუნქციებს, ამოცანებს, უფლება-მოვალეობებს და მართვის ორგანიზებას. 3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. მუხლი 2🔗. სამსახურის  ამოცანები  და ფუნქციები  1. სამსახური კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას და კანონმდებლობასთან  შესაბამისობაში მოყვანას; ბ) მომზადებული სამართლებრივი აქტებისა და ოფიციალური დოკუმენტების ვიზირებას; გ)   საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; დ) მოქალაქეთა განცხადებების/საჩივრების განხილვასა და შესაბამისი დასკვნების მომზადებას; ე) გამგეობის წარმოდგენას სასამართლოში. მუხლი 3🔗.  სამსახურის სტრუქტურა ა) სამსახურის შემადგენლობაში შედის ზედამხედველობის განყოფილება. მუხლი 4🔗. იურიდიული სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციებია: ა) ტექნიკური და სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების   კანონის დარღვევით მიმდინარე ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტის  მშენებლობის შეჩერება ან/და  დემონტაჟი, მათ მიმართ კანონით განსაზღვრული საჯარიმო სანქციების გამოყენება; ბ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების       დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა); გ) გარე რეკლამის განთავსებაზე  კონტროლი; დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, კომუნიკაციათა კარადების და ჭების, საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე) კონტროლი; ე) კონტროლი ავტოტრანსპორტის პარკირების დადგენილი წესების დაცვაზე; ვ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და საჯარიმო სანქციების  გამოყენება; ზ) სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლი; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიწის ნაკვეთების უნებართვოდ დაკავების ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობის, მიწის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ობიექტების მშენებლობის ფაქტების გამოვლენა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ღონისძიებების გატარება; ი) საქართველოს   ადმინისტრაციულ   სამართალდარღვევათა კოდექსის და  პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის  დამრღვევი    ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება; კ) ახლად აშენებული, რეკონსტრუირებული ობიექტების, დამთავრებული  სამუშაოების მიმღებ კომისიებში მონაწილეობის მიღება; ლ) მუნიციპალიტეტის     ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის ტექნიკურ და სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ სამუშაოებზე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართებლივი წესრიგის დაცვაზე კონტროლი; მ) თელავის  მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის მიერ საქალაქო მეურნეობის კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, ავტოტრანსპორტის პარკირების საკითხზე მიღებული დადგენილებების, განკარგულებების, ბრძანებების შესრულებაზე კონტროლი; ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის  შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე და  აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე კონტროლი; ო) კონტროლის წარმოება თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე, რომლებიც ვალდებულნი არიან ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადონ ადგილობრივი დასუფთავების მოსაკრებელი, არსებული ტარიფების შესაბამისად,  „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით; პ) ზედამხედველობა ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ    განთავსებაზე, მათ მოჭრაზე, გადაბელვაზე,  ამოძირკვაზე ან დაზიანებაზე მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე; ჟ) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დაამყაროს კონტროლი და ზედამხედველობა საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებზე, საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტებზე. მუხლი  5🔗. სამსახურის მართვა, ორგანიზება  1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.  2.    სამსახურის  უფროსი:  ა)  წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია გამგებლის წინაშე დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე; ბ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; გ)  პერიოდულად წარუდგენს გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და რეკომენდაციებს; ე) ზედამხედველობას უწევს სამსახურის მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;  ვ) ახორციელებს გამგეობაში მომზადებული სამართლებრივი აქტებისა და ოფიციალური დოკუმენტების ვიზირებას; ზ)    გამგებელს აბარებს სამსახურის მუშაობის ანგარიშს; თ)   ასრულებს გამგებლის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს. 3. სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას, მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს გამგებელი. მუხლი  6🔗. სამსახურის განყოფილების უფროსი 1.  სამსახურის განყოფილების უფროსს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს  კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი.  2.  განყოფილების უფროსი ზედამხედველობას უწევს განყოფილების   მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას.  3.    ანგარიშვალდებულია გამგებლისა და სამსახურის უფროსის წინაშე.  4. ასრულებს გამგებლისა და სამსახურის უფროსის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს. მუხლი 7🔗. სამსახურის  მოსამსახურე 1. სამსახურის მოსამსახურეს „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს გამგებელი. 2. მოსამსახურე პასუხისმგებელია გამგებლის, სამსახურის უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე. 3. მოსამსახურე უზრუნველყოფს გამგებლის, სამსახურის უფროსის, აგრეთვე  თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებას. 4. სამსახურის მოსამსახურე სავალდებულოა იყოს სამართალმცოდნეობის სპეციალობით და ჰქონდეს იურისტის კვალიფიკაცია.  მუხლი 8🔗.  დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის წესი 1.დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, კანონით დადგენილი წესით.