"ტურბაზა მწვანე კონცხი"-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/115
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/04/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

"ტურბაზა მწვანე კონცხი"-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის თაობაზე

საქართველოს

სახელით

შპს ,,ტურბაზა მწვანე კონცხის”

გაკოტრების

მმართველად

სსიპ

აღსრულების                                                  ეროვნული ბიუროს

დანიშვნის

თაობაზე

19 მარტი,  2013 წელი                                                                                       ქ. ქუთაისი

ქუთაისის

საქალაქო

სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

ნოდარ გიორგიძის მდივნობით

შპს ,,ტურბაზა მწვანე კონცხის”  მეურვის – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის ნათია სახოკიას, კრედიტორ – სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის მადონა გეწაძის  მონაწილეობით განიხილა შპს ,,ტურბაზა მწვანე კონცხის”    გაკოტრების მმართველის დამტკიცების საკითხი და


:

2013 წლის 04 თებერვალს შპს ,,ტურბაზა მწვანე კონცხის” სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა დირექტორმა ოთარ თურმანიძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოებას გააჩნია კრედიტორული დავალიანება - 133 163,06 ლარის ოდენობით, რომელთა შორის 126 127.92 ლარი არის უზრუნველყოფილი კრედიტორული დავალიანება (საგადასახდო-საბიუჯეტო დავალიანება). განმცხადებელმა მოითხოვა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად განჩინების გამოცემა განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ იმაზე მითითებით, რომ შპს ,,ტურბაზა მწვანე კონცხი” გაკოტრებულად გამოცხადდეს რეგისტრაციის გაუქმების გზით.

2013 წლის 08 თებერვლის განჩინებით შპს ,,ტურბაზა მწვანე კონცხის” დირექტორის ოთარ თურმანიძის განცხადება მიღებული იქნას წარმოებაში.

შპს ,,ტურბაზა მწვანე კონცხის” მეურვის – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის ნათია სახოკიას მიერ კრებაზე წარმოდგენილ იქნა მოხსენება.

კრედიტორმა სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა გაკოტრების მმართველად სასამართლოს მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნა მოითხოვა, რასაც დაეთანხმა – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლი.

სასამართლო

გაეცნო

რა

კრედიტორთა

კრების

გადაწყვეტილებას
,მიაჩნია
,რომ

შპს ,,ტურბაზა მწვანე კონცხის” გაკოტრების მმართველად დანიშნულ უნდა იქნეს სსიპ

აღსრულების ეროვნული ბიურო შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას, მაშინ  კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,  გაკოტრების პროცესში საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობას ახორციელებს გაკოტრების მმართველი. გაკოტრების მმართველი აღჭურვილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებისათვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილებით. გაკოტრების პროცესში მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები უჩერდება, გარდა ამ კანონის 36
1
მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, გაკოტრების მმართველი შესაძლებელია იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. გაკოტრების მმართველი უნდა იყოს მხარეთაგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი (იურიდიული პირის შემთხვევაში – საქმიანი რეპუტაციის მქონე) პირი. გაკოტრების მმართველად არ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც ახორციელებს იმავე ან მსგავს საქმიანობას, როგორსაც მოვალე.

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გაკოტრების მმართველსა და კრედიტორებს შორის იდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების ფარგლები, მისი ანაზღაურებისა და პასუხისმგებლობის საკითხები. პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია საბანკო გარანტიის ან/და პასუხისმგებლობის დაზღვევის გამოყენება; ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“  საქართველოს კანონის 27-ე  მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრება ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ,  ხოლო მე-8 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება მასზე წარმოდგენილ ხმათა უბრალო უმრავლესობით, თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2  პუნქტის მიხედვით,   გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გაკოტრების მმართველად აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის შემთხვევაში მმართველის უფლებამოსილების განხორციელებასთან  დაკავშირებული   აღსრულების ეროვნული ბიუროს  მომსახურების საფასურის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 551 მუხლის პირველი პუნქტის თნახმად, სასამართლოს გადაწყვეტილებები გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყების, შეწყვეტის, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მეურვის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის (ასევე მათი ცვლილების), რეაბილიტაციის საქმის წარმოების დასრულების და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საფუძველზე იურიდიული პირის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ რეგისტრირდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმის წარმოება დაწყებულად, შეწყვეტილად, მეურვის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველის უფლებამოსილება (ასევე მათი ცვლილება) წარმოშობილად, რეაბილიტაციის საქმის წარმოება დასრულებულად და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საფუძველზე იურიდიული პირის რეგისტრაცია გაუქმებულად ჩაითვლება მხოლოდ შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ.

სასამართლომ

იხელმძღვანელა
„გადახდისუუნარობის

საქმის

წარმოების

შესახებ
“ საქართველოს

კანონის

მე
-4,მე
-5,მე
-7,მე
-8, 27-ე
,  37-ე
,  39-ე
, 55
1

მუხლებით
,საქართველოს

სამოქალაქო

საპროცესო

კოდექსის 284-ე
, 285-ე

მუხლებით

და


:

1.
შპს ,,ტურბაზა მწვანე კონცხის” (ს/კ 248385206) მიმართ გაიხსნას გაკოტრების საქმის წარმოება.

2.
შპს ,,ტურბაზა მწვანე კონცხის” (ს/კ 248385206) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.

3.
დაევალოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს შპს ,,ტურბაზა მწვანე კონცხის” (ს/კ 248385206) გაკოტრების საქმესთან დაკავშირებით განახორციელოს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოქმედებები.

4.
შპს ,,ტურბაზა მწვანე კონცხის” (ს/კ 248385206) გაკოტრების მმართველად სსიპ –აღსრულების ეროვნული ბიუროს  დაინიშვნის შესახებ ინფორმაცია დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.

5.
განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს,  შესასრულებლად სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს.

6.
განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

მოსამართლე
:

გენადი მაკარიძე