ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 12.04.2012
ძალის დაკარგვა 14.03.2014
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.161.016125
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (7)
| 1 | ცენტრალური ზონა (ქ. გარდაბანი დავით აღმაშენებლის ქუჩა) |
| 2 | შუალედური ზონა (ქ. გარდაბნის დანარჩენი ქუჩები) |
| 3 | პერიფერიული ზონა (სოფლები და სოფლებს შორის არეალი) |
| 4 | ტყის მიწაზე ( სასოფლო- სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული) |
| 5 | კარგი და მწირი ხარისხის სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი, საკარმიდამო და სხვ.) მიწები |
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ონიანი | გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | ტერიტორია |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2013 წლის 12 აპრილი
ქ. გარდაბანი
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის და 204 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 7 მარტის № 17 დადგენილება „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ .
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.
მუხლი 4🔗
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. N6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ონიანი
დანართი
ქონების გადასახადის განაკვეთები
მუხლი 1🔗
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.
მუხლი 2🔗
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.
მუხლი 3🔗
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.
მუხლი 4🔗
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:
№
მიწის კატეგორიები
გადასახადის განაკვეთები
ლარი/ჰა
1
სათიბები (მათ შორის, ბუნებრივი დაგაკულტურებული)
17
2
საძოვრები (მათ შორის, ბუნებრივი დაგაკულტურებული)
16
3
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის
გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწ ებ ი
3
4
ტყის მიწაზე ( სასოფლო- სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული)
45
5
კარგი და მწირი ხარისხის სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი, საკარმიდამო და სხვ.) მიწები
72
მუხლი 5🔗
1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განმსაზღვრელი ტერიტორიული კოეფიციენტებია:
ა) ცენტრალური ზონისთვის (ქ. გარდაბანი დავით აღმაშენებლის ქუჩა) – 1.2;
ბ) შუალედური ზონისთვის (ქ. გარდაბნის დანარჩენი ქუჩები) – 1.0 ;
ბ ) პერიფერიული ზონისთვის (სოფლები და სოფლებს შორის არეალი) – 0.8 .
2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქონების გადასახადის განაკვეთი ერთ კვადრატულ მეტრზე განისაზღვროს:
№
ტერიტორია
საბაზისო განაკვეთი
(ლარი)
ტერიტორიული კოეფიციენტი
გადასახადის განაკვეთი
(ლარი)
1
ცენტრალური ზონა (ქ. გარდაბანი
დავით აღმაშენებლის ქუჩა)
0,24
1, 2
0, 288
2
შუალედური ზონა (ქ. გარდაბნის დანარჩენი ქუჩები)
0.24
1.0
0.24
3
პერიფერიული ზონა (სოფლები და სოფლებს შორის არეალი)
0,24
0. 80
0,1 92
მუხლი 6🔗
ქონების გადასახადის გათავისუფლებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლი.