სისტემატური დასახელება     ქიმიური   ფორმულა

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№80
სარეგისტრაციო კოდი
230210000.10.003.017244
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/04/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №80

2013 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

 

„შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
 
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის   მე-4   პუნქტის   შესაბამისად,  „შეზღუდულად ბრუნ­ვა­დი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექს­პორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგე­ნილე­ბაში (სსმ, 2006 წელი, მუხლი 1854) შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:

 1. დადგენილებით დამტკიცებული „შეზღუდულად ბრუნვადი მა­სა­ლების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექს­პორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შე­სახებ“ დებულების:

ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი - წინასწარი თანხმობა, რო­მელიც გაიცემა მესამე დანართში მითითებუ­ლი პრე­კურსორე­ბის (გარ­და სამკურნალო დანიშნულების) იმპორტსა და ექსპორტზე, ექსპორ­ტიო­რი (იმპორტიორი) ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოსთან წინასწარი შეთან­ხმების საფუძველზე.“;

ბ) მე-4 მუხლის:

ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტი­რების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა გა­იცემა საქართველოს შინაგან  საქმეთა სამინისტროს (აკრძალული და  მკა­ც­რად შეზ­ღუ­­დული ნივთიერებების შემთხვევაში), სოფლის მეურნე­ობის სამინის­ტროსა (აკრძალული და მკაცრად შეზღუდული პესტიცი­დების შემთხვე­ვა­ში) და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაც­ვის სამინის­ტ­როს (პირველ დანართში მითითებული მასალების შემთხვე­ვაში) დას­კვნის საფუძველზე.“;

ბ.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. მე-3 დანართში მითითებული პრეკურსორების (გარდა სამკურ­ნალო დანიშნულების) იმპორტისა და ექსპორტის შემთხვევაში, ნებართვა გაიცემა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იუ­რიდიული პირის ‑ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგული­რე­ბის სააგენტოს მიერ გაცემული წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის სა­ფუძველზე.“;

გ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ე“ ქვეპუნქტი:

   „ა.ე) მე-3 დანართში მითითებული პრეკურსორების (გარდა სამკურ­ნალო დანიშნულების) იმპორტისა და ექსპორტის შემთხვევაში ამ დებუ­ლების მე-4 მუხლის 21 პუნქტით გათვლისწინებული წინასწარი შეთან­ხმების დოკუმენტი;“.

2. დადგენილებით დამტკიცებული  „შეზღუდულად  ბრუნვადი  მა­­სა­­ლების სიის“ დანართი №3 (პრეკურსორები)  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რე­დაქციით:

 

პრეკურსორები

 

დანართი №3

 

სისტემატური დასახელება

    ქიმიური   ფორმულა

1. N-აცეტილანტრანილის მჟავა

N- ACETHYLANTRANILIC ACID

2. იზოსაფროლი

ISOSAFROLE

3. 3,4-მეთილენ დიოქსიფენილ-2-

 პროპანონი

3,4 – METHYLENEDIOXYPHENYL-

 2-PROPANONE

4. პიპერონალი

 PIPERONAL

5. საფროლი

 SAFROLE

6. 1-ფენილ-2-პროპანონი

 1-PHENYL-2-PROPANONE

7. ძმარმჟავას ანჰიდრიდი

 ACETIC ANHYDRIDE

8. ანტრანილის მჟავა

 ANTRANYLIC ACID

9. აცეტონი

 ACETONE

10. გოგირდმჟავა კონცენტრირებული

(გარდა მისი მარილებისა)

 SULPHURIC ACID

11. ეთილის ეთერი

ETHYL ESTHER

12. მეთილეთილკეტონი

METHYL ETHYL KETONE

13. პიპერიდინი

PIPERIDINE

14. ტოლუოლი

TOLUOLE

15. ქლორწყალბადმჟავა კონცენტრირებული (გარდა მისი მარილებისა)

HYDROCHLORIC ACID

16. ფენილძმარმჟავა

PHENYLACETIC ACID

17. კალიუმის პერმანგანატი

POTASSIUM PERMANGANATE

18. ნორეფედრინი

NOREPHEDRINE

19. ფსევდოეფედრინი

PSEUDOEPHEDRINE

20. ერგომეტრინი

ERGOMETRINE

21. ერგოტამინი

ERGOTAMINE

22. ეფედრინი

EPHEDRINE.

მუხლი 2
„შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრან­სპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნე­ბართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნ­ვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილების ამოქმედებამდე საქარ­თველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ  შეიმუშაოს და დაამტკიცოს პრე­კურ­სორების (გარდა სამკურნალო და­ნიშ­ნულების) იმპორტისა და ექს­პორ­ტის წინასწარი შეთანხმების დოკუ­მენ­ტის ფორმა და მისი გაცემის წესი.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 12 აპრილიდან.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი