აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 12.04.2013
ძალის დაკარგვა 08.04.2014
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016127
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით თოფურია | აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ადგილმდებარეობა |
| 1. | ქ. აბაშაში და საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის (თბილისი-სენაკი-ლესელიძე) 50 მეტრ რადიუსში მდებარე მიწა |
| 2. | სოფლებში, გარდა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრ რადიუსში მდებარე მიწისა |
| 3. | დასახლებათა შორის არიალებში, გარდა საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრ რადიუსში მდებარე მიწისა |
| 4. | დასხლებათა შორის არეალებში გამავალი შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (აბაშა-მარტვილი) საავტომობილო გზების 50 მეტრ რადიუსში მდებარე მიწისა |
📋 აუქმებს — 1 აქტი
- აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გაცემისას, საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ. მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 19.04.2011
დოკუმენტის ტექსტი
აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2013 წლის 12 აპრილი
ქ. აბაშა
აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ' საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის, 1-ლი პუნქტის „ქ' ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ' საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, «ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ' საქართველოს კანონის 192 მუხლის პირველი პუნქტების, 195 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტის, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ' საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „აბაშის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ' აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის №10 და „აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ' აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №4 დადგენილებების საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (გარდა მიწისა) უძრავი ქონების (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული შენობა-ნაგებობები) და მოძრავი ნივთების საპრივატიზებო საწყისი ფასის ოდენობა განისაზღვროს მისი ნარჩენი საბალანსო ან დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნით დადგენილი ღირებულებებით.
მუხლი 2🔗
აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გაცემისას, საწყისი წლიური ქირის ოდენობა დადგინდეს:
1.
1 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე მისი საპრივატიზებო საწყისი ფასის არანაკლებ 7 (შვიდი) პროცენტის ოდენობით (დანართი №1-ის მიხედვით);
2.
სხვა უძრავ ქონებაზე:
ა)
ქ. აბაშაში და საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის (თბილისი-სენაკი-ლესელიძე) 50 მეტრ რადიუსში მდებარე ქონებაზე მისი საპრივატიზებო საწყისი ფასის არანაკლებ 8 (რვა) პროცენტის ოდენობით;
ბ)
სოფლებში მდებარე ქონებაზე მისი საპრივატიზებო საწყისი ფასის არანაკლებ 5 (ხუთი) პროცენტის ოდენობით.
მუხლი 3🔗
აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთებზე, მისი საპრივატიზებო საწყისი ფასის 10 (ათი) პროცენტის ოდენობით.
მუხლი 4🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 29 თებერვლის №10 დადგენილება, „აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ'.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით თოფურია
№
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ადგილმდებარეობა
1 კვ.მ. მიწის საპრივატიზებო საწყისი ფასი ლარებში
საწყისი წლიური ქირის ოდენობა ლარებში
1.
ქ. აბაშაში და საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის (თბილისი-სენაკი-ლესელიძე) 50 მეტრ რადიუსში მდებარე მიწა
15.792
1.11
2.
სოფლებში, გარდა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრ რადიუსში მდებარე მიწისა
7.896
0.55
3.
დასახლებათა შორის არიალებში, გარდა საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრ რადიუსში მდებარე მიწისა
3.948
0.28
4.
დასხლებათა შორის არეალებში გამავალი შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (აბაშა-მარტვილი) საავტომობილო გზების 50 მეტრ რადიუსში მდებარე მიწისა
7.896
0.55