ეს შეთანხმება ძალაშია ვიდრე ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ შეწყვეტს მის მოქმედებას. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება მისი ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, კალენდარული წლის დასრულებამდე სულ მცირე ექვსი თვით ადრე მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების საშუალებით. ასეთ შემთხვევაში, შეთანხმება წყვეტს მოქმედებას:

(i) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ თანხებზე, რომელიც ამოღებულ იქნა შეტყობინების მიღების წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.

(ii) შემოსავლებსა და კაპიტალზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება შეტყობინების მიღების წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.

რის დასტურადაც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შესრულებულია 2012 წლის 28 სექტემბერს ქ. ნიუ-იორკში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, იტალიურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. მხარეთა მიერ ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს

სახელით

(ხელმოწერილია)

სან-
მარინოს რესპუბლიკის

სახელით

(ხელმოწერილია)

ოქმი

საქართველოსა და სან-მარინოს რესპუბლიკას შორის „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” შეთანხმების ხელმოწერის დროს ხელმომწერნი შეთანხმდნენ, რომ შემდეგი დებულებები წარმოადგენენ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს:

გასაგებია, რომ:

1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტში, საქართველოს შემთხვევაში ტერმინი „პოლიტიკური ქვედანაყოფები” ან ,,ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები’’  ნიშნავს ,,ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს და ხელისუფლების თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს”;

2.  მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, „მუდმივი დაწესებულება“ შეიძლება მოიცავდეს სერვერს.

რის დასტურადაც, ამ ოქმს ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შესრულებულია 2012 წლის 28 სექტემბერს ქ. ნიუ-იორკში ორ დედნად, თითოეული ქართულ, იტალიურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. მხარეთა მიერ განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს

სახელით

(ხელმოწერილია)

სან-
მარინოს რესპუბლიკის

სახელით

(ხელმოწერილი