ცაგერის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.04.2013
გამომცემი ორგანო ცაგერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.116.016134
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/04/2013
matsne.gov.ge 850 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ლეთოდიანი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ცაგერის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №39 2013 წლის 16 აპრილი ქ. ცაგერი ცაგერის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ     „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარემამუკა ლეთოდიანი                                               დანართი №1  დებულება მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის ფუნქციონირების შესახებ მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. დებულება  „ცაგერის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის ფუნქციონირების შესახებ" ადგენს ცაგერის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს. 2. მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დანიშნულებაა: ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის (თვითმმართველობის) პერსპექტიული განვითარების, თვითმმართველობის ორგანოების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის; ბ) უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების მუდმივი კავშირი თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან; საშუალება მისცეს მოსახლეობას და იურიდიულ პირებს შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები თვითმმართველობის ორგანოებს და თანამდებობის პირებს მუნიციპალიტეტში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ; უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება. 3. ცაგერის მუნიციპალიტეტის (თვითმმართველობის) ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.tsageri.com.ge. მუხლი 2🔗. ვებგვერდის ადმინისტრირება 1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილება) . 2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს: ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას; ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას; გ) ინფორმაციის განთავსებას; დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებების და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლისათვის; ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან. 3. საკრებულოს და გამგეობის მიმართვა ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის განსათავსებლად სავალდებულოა შესასრულებლად თვითმმართველობის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და ადმინისტრაციული დაწესებულებებისათვის. მუხლი 3🔗. ინფორმაციის წყაროები, კატეგორიები და სტატუსი 1. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის თვითმმართველი ერთეულის საკუთრება. იგი საჯარო და უსასყიდლოა. 2. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი. 3. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით. 4. ვებგვერდის შევსების წყაროებია: ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები; ბ) თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები; გ) თვითმმართველობის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები; დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტრესურსები; ე) საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები; ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები. 5. ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ა) მუდმივი (ყოველდღიური); ბ) პერიოდული (ყოველკვირეული, ყოველთვიური) ; გ) ერთჯერადი.  მუხლი 4🔗. ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება 1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები, საწარმოები და ორგანიზაციები გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურს (საინფორმაციო-ანალიტიკურ განყოფილებას) აწვდიან ვებგვერდზე განსათავსებელ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით, ამ დებულებით დადგენილი გადაცემისა და განახლების პერიოდულობის ვადების დაცვით. 2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებგვერდზე დროულ, შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – ადმინისტრაციული სამსახური(საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილება). 3. ინფორმაციის მიწოდების ვადებია: ა) მუდმივად განახლებადის – ყოველი დღის 13.00 სთ; ბ) ყოველკვირეულის – ყოველი სამშაბათის 13.00 სთ; გ) ყოველთვიურის – ყოველი თვის 15 რიცხვის 13.00 სთ. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებ-გვერდზე ხორციელდება „მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსებისა და ვებგვერდით სარგებლობის წესის“ მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარესთან და გამგებელთან შეთანხმების საფუძველზე. მუხლი 5🔗. ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა ვებგვერდის სტრუქტურის ძირითადი განყოფილებებია: ა) მუნიციპალიტეტი; ბ) ბიუჯეტი; გ) ინფრასტრუქტურა; დ) ბიზნესი; ე) ისტორია; ვ) ახალი ამბები; ზ) განათლება, მეცნიერება: თ) სოციალური სფერო; ი) ბუნებრივი რესურსები; კ) ღირშესანიშნაობები; ლ) რელიგია; მ) მაჟორიტარი დეპუტატი; ნ) მართლწესრიგი; ო) სამუშაო ჯგუფი; პ) კონტაქტები;  ჟ) ბმულები. მუხლი 6🔗. ვებგვერდის განყოფილებათა სტრუქტურა 1. თვითმმართველობის ორგანოების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად: ა) საკრებულო: ა.ა) საკრებულოს დებულება (რეგლამენტი); ა.ბ) საკრებულოს თანამდებობის პირები (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები); ა.გ) საკრებულოს წევრები; ა.დ) საკრებულოს კომისიები (უფლებამოსილება, სამუშაო გეგმა, კომისიის შემადგენლობა, კომისიის სხდომის ოქმები); ა.ე) საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფები (უფლებამოსილება, სამუშაო გეგმა, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმები); ა.ვ) საკრებულოს ფრაქციები (ფრაქციის წესდება; ფრაქციის შემადგენლობა; ფრაქციის სხდომის ოქმები, ფრაქციის განცხადებები და მიმართვები); ა.ზ) საკრებულოს ბიურო (შემადგენლობა, უფლებამოსილება, სამუშაო გეგმები, ბიუროს სხდომის ოქმები); ა.თ) საკრებულოს აპარატი (აპარატის დებულება, აპარატის უფროსი (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, სამსახურის ტელეფონი, მისამართი), აპარატის სტრუქტურა. ბ)  გამგეობა; ბ.ა) გამგეობის დებულება; ბ.ბ) გამგეობის თანამდებობის პირები (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები); ბ.გ) გამგეობის სტრუქტურა; ბ.დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულები (სტრუქტურული ერთეულის დებულება, პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და სამსახურის ტელეფონის მითითებით); ბ.ე) გამგეობის ტერიტორიული ორგანოები (ტერიტორიული ორგანოს დებულება, გამგეობის რწმუნებული, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი). 2. სამართლებრივი აქტების განყოფილება იყოფა შემდეგ განყოფილებებად: ა.ა) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი; ა.ბ) საკრებულოს დადგენილებები, საკრებულოს განკარგულებები, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები; ა.გ) გამგებლის ბრძანებები; ა.დ) პროექტები: ა.ე) კანონპროექტები; ა.ვ) საკრებულოს დადგენილებათა პროექტები. 3. მუნიციპალიტეტის (თვითმმართველობის) განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად: ა) მუნიციპალიტეტის ძირითადი გეოგრაფიული და დემოგრაფიული მონაცემები; ბ) ისტორია; გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები; დ) მუნიციპალიტეტის რუკა. 4. ახალი ამბების განყოფილებაში თავსდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტში მომხდარ და მიმდინარე მოვლენებზე. 5. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად: ა) ეკონომიკა; ბ) მრეწველობა; გ) მიწათმოწყობა; დ) ბუნებრივი რესურსები; ე) საბინაო-კომუნალური მეურნეობა; ვ) თვითმმართველი ერთეულის ქონება; ზ) ტრანსპორტი; თ) ტურიზმი. 6. სოციალური სფეროს განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად: ა) განათლება; ბ) კულტურა; გ) ჯანმრთელობის დაცვა; დ) სპორტი; ე) სოციალური დაცვა; ვ) ახალგაზრდობა; ზ) მასმედია; თ) არასამეწარმეო (არაკომერციული) ორგანიზაციები. 7. კონტაქტების განყოფილებაში თავსდება თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული იურიდიული პირების საცნობარო ინფორმაცია (მოქმედების სფერო, მისამართი, ტელეფონი).