„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№250
სარეგისტრაციო კოდი
010210040.08.002.016777
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/04/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №250

2013 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2005 წ., №78, მუხ. 831) შეტანილ იქნეს დამატებები და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულების:
ა) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) საორგანიზაციო სამსახური.“;

ბ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-ე პუნქტი:

„21. საორგანიზაციო სამსახურის ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი ცალკეული ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება და მათი განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების ადმინისტრაციებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის კოორდინაცია;

გ) საქართველოს პრეზიდენტისა ან/და ადმინისტრაციის უფროსის დავალების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის და ადმინისტრაციის მიერ გასამართი ღონისძიებების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.04.2013.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.04.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №250. სარეგისტრაციო კოდი — 010210040.08.002.016777.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.04.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №250, 17.04.2013, სარეგისტრაციო კოდი 010210040.08.002.016777 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.04.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1900101/