„სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.120.016084
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/04/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

 სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2013 წლის 17 აპრილი

ქ. სამტრედია

 

      „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 


მუხლი 1
1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე V, №53, 18. 11. 2010, მუხ. 1572) შეტანილ იქნეს ცვლილება.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2.  სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილება;

ბ) აგრარული და ბუნებრივი რესურსების  განყოფილება.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა  და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და  შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.“.

3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3.  სამსახურის საჯარო მოხელეები

სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის   სამსახურის საჯარო მოხელეებია:

ა) სამსახურის უფროსი;

ბ)  განყოფილების უფროსები;

გ)  მთავარი სპეციალისტი;

დ)  წამყვანი სპეციალისტი;

ე)  უფროსი სპეციალისტი;

ვ)  სპეციალისტი.“.

4. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 მუხლი:

„მუხლი 52. აგრარული და ბუნებრივი რესურსების  განყოფილება

სამსახურის აგრარული და ბუნებრივი რესურსების  განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების აღრიცხვიანობას და მათი მოწესრიგების შესახებ წინადადებების შემუშავებას;

ბ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მოსარგებლეების მიერ მიწის სარგებლობის ქირისა გადახდისა და ხელშეკრულებით გასათვალისწინებული სხვა ღონისძიებების შესრულების შესახებ წინადადებების მომზადებას;

გ) წინადადებების შემუშავებას ახალი ტექნოლოგიების დასანერგად მცირე გადამამუშავებელი საწარმოების შექმნის მიზნით;

დ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის აღრიცხვიანობას და მათ მობილიზებას სამუშაოების აგროვადებში განხორციელების მიზნით;

ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ჯვარშეიშვილი