ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 17.04.2013
ძალის დაკარგვა 07.08.2014
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.121.016068
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| 2 | საკრებულოს წევრი – საკრებულოს არათანამდებობის მქონე პირი |
| ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია ოჩხიკიძე | ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე |
| №1 | საკრებულოს წევრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 25.12.2014
დოკუმენტის ტექსტი
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2013 წლის 17 აპრილი
ქ. ვანი
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების
განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის
დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 326 მუხლის მე-6 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად,
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობები, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება განხორციელდეს 2013 წლის 22 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეგია ოჩხიკიძე
დანართი №1
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
მუხლი 1🔗. საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)
საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) განისაზღვრება დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. საკრებულოს წევრებისთვის საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისთვის ხარჯის ანაზღაურება :
1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებასთან, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა, განისაზღვრება დანართი №2-ის მეორე გრაფის (ანაზღაურების ოდენობა (ლარი) საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის) საფუძველზე.
2. ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისთვის შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, როგორც წესი, წინა თვის 21 რიცხვიდან მიმდინარე თვის 20 რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღის) არა უგვიანეს მიმდინარე თვის 21 რიცხვის (ან შემდგომი სამუშაო დღის) მომდევნო სამუშაო დღეს. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრებისთვის განსაზღვროს ანაზღაურების ნაკლები ოდენობა, თუ საკრებულოს რომელიმე წევრის (წევრების) მიერ საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების (დასწრების) ფაქტობრივი მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება (ნაკლებია) სხვა წევრების დასწრების ფაქტობრივი მონაცემებისგან.
მუხლი 3🔗. საკრებულოს წევრებისთვის ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება:
1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის კონკრეტული ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია ამომრჩევლებთან შეხვედრებთან, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა, განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც დგება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადებების მიხედვით.
2. საკრებულოს წევრები (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა), როგორც წესი, ყოველი თვის 20 რიცხვში (თუ შესაბამისი თვის 20 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენენ განცხადებას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლებთან შეხვედრისთვის ან/და საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის კონკრეტული დავალების (დავალებების) შესრულებისთვის გაწეული დანახარჯის ოდენობა (რასაც თან უნდა ახლდეს სათანადო დოკუმენტაცია (გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და სხვ.)), წინა თვეში ამ პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის დღიდან მიმდინარე თვეში შესაბამისი განცხადების წარდგენის დღემდე.
3. თუ საკრებულოს წევრის მიერ ფაქტობრივად გაწეული დანახარჯი მნიშვნელოვნად აღემატება დადგენილების პირველ მუხლში მითითებულ ოდენობებს (რაც უნდა დასტურდებოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციით) საკრებულოს აპარატის უფროსი შეიმუშავებს საკრებულოს განკარგულების პროექტს ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებულ ზღვრულ ოდენობაზე მეტად ხარჯების ანაზღაურების თაობაზე და საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთვის მას წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. საკრებულო, დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, განკარგულებას იღებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე. საკრებულოს წევრს შესაბამისი ანაზღაურება უნდა მიეცეს დაუყოვნებლივ, ამ დადგენილების მე-4 მუხლის გათვალისწინებით.
მუხლი 4🔗. საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა:
მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური, ყოველთვიურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესით, საკრებულოს აპარატის უფროსის ინფორმაციის საფუძველზე, თუ საკრებულოს განკარგულებით ან/და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს, როგორც წესი, ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დარიცხვასთან ერთად.
დანართი №2
საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)
№1
საკრებულოს წევრი
ანაზღაურების ოდენობა (ლარი) საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისთვის
2
საკრებულოს
წევრი – საკრებულოს არათანამდებობის მქონე პირი
300