საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირის – ცეკავშირის განცხადება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირის – ცეკავშირის
განცხადება
იმის გამო, რომ პროკურატურაში დაიწყო 2013 წლის 30 იანვარს ჩატარებული ყრილობის კანონიერების გამოძიება და მის დამთავრებამდე სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების განხორციელება ვერ მოხდება, ცეკავშირის გამგეობის 2013 წლის 16 აპრილის დადგენილებით /სხდომის ოქმი № 4, მუხ. 1/ საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირის – ცეკავშირის გამგეობის მიერ 2013 წლის 26 აპრილს დაგეგმილი ცეკავშირის XXVII რიგგარეშე ყრილობა ექვემდებარება გადადებას.
ყრილობის ჩატარების შესახებ ინფორმაცია გეცნობებათ დამატებით.
ცეკავშირის
გამგეობის თავმჯდომარე რ. ადამაძე