განჩინება სს ”დაიმონდ დეველოპმენტი”-ს განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/4471-13
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/04/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/4471-13

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

2013 წლი ს 8 აპრილი

 

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

 

განმცხადებელი: სს „დაიმონდ დეველოპმენტი” (ს/კ 205294894)

წარმომადგენელი: დარეჯან კალანდაძე (დირექტორი);

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2013 წლის 3 აპრილს განცხადებით მიმართა სს „დაიმონდ დეველოპმენტის” დირექტორმა დარეჯან კალანდაძემ და ითხოვა სს „დაიმონდ დეველოპმენტის” (ს/კ 205294894) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

განმცხადებელი განმარტავს, რომ სს „დაიმონდ დეველოპმენტის” (ს/კ 205294894) ერთადერთი კრედიტორია სახელმწიფო ბიუჯეტი და მისი საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე შეადგენს 49 193,63 ლარს. განმცხადებლის მტკიცებით, მოვალეს არ აქვს უძრავ-მოძრავი ქონება და ფულადი სახსრები, შესაბამისად მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს ერთადერთი კრედიტორის მოთხოვნა.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, მასზე თანდართულ დოკუმენტებს და მიიჩნევს, რომ სს „დაიმონდ დეველოპმენტის” (ს/კ 205294894) განცხადება არ უნდა იქნეს მიღებული სასამართლო წარმოებაში შემდეგი სახის საფუძველთა არსებობის გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის
დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. იგივე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

სს „დაიმონდ დეველოპმენტს” (ს/კ 205294894) უქონლობის სამტკიცებლად სასამართლოსათვის წარდგენილი აქვს მთელი რიგი მტკიცებულებები. კერძოდ, წარმოდგენილია სს „ბაზისბანკის”, სს „თიბისი ბანკისა” და სს „ბანკი რესპუბლიკ ი ს” მიერ გაცემული ცნობები, სადაც აღნიშნულია, რომ სს „დაიმონდ დეველოპმენტს” (ს/კ 205294894) ანგარიშებზე თანხები არ გააჩნია (განცხადებაზე დართული შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობიდან ირკვევა, რომ მოვალე საწარმოს მხოლოდ მითითებულ ბანკებში აქვს ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი). განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია სსიპ _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2013 წლის 20 მარტს გაცემული ცნობა, რომ სს „დაიმონდ დეველოპმენტის” (ს/კ 205294894) სახელზე რაიმე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება არ არის რეგისტრირებული; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 21 მარტის ცნობის თანახმად, კი თბილისის სარეგისტრაციო ზონაში სს „დაიმონდ დეველოპმენტი” (ს/კ 205294894) უძრავი ნივთის მესაკუთრედ არ არის რეგისტრირებული. ამ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლოს უჩნდება რწმენა, რომ სს „დაიმონდ დეველოპმენტი” (ს/კ 205294894) უქონელია, რაც გამორიცხავს მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში არა თუ ასეთ წარმოების მიზნის მიღწევას, არამედ საპროცესო ხარჯების ანაზღაურების შესაძლებლობას. ასეთი ვითარებაში „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, განცხადება არ მიიღება სასამართლო წარმოებაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „დაიმონდ დეველოპმენტს” (ს/კ 205294894) უარი ეთქვას მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.

2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორთაგან რომელიმე სს „დაიმონდ დეველოპმენტის” (ს/კ 205294894) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სს „დაიმონდ დეველოპმენტი“გამოცხადდება გაკოტრებულად, რაც თავის მხრივ განაპირობებს მოვალე სს „დაიმონდ დეველოპმენტის” რეგისტრაციის გაუქმებას.

3. კრედიტორთა ინფორმირების მიზნით განჩინება არაუგვიანეს 2013 წლის 19 აპრილისა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უნდა უზრუნველყოს სს „დაიმონდ დეველოპმენტმა”.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ ი მა ვე წესით კრედიტორებმაც განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.

 

   მოსამართლე                     ბესიკ სისვაძე