ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 17.04.2013
ძალის დაკარგვა 05.03.2018
გამომცემი ორგანო ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №08
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.117.016138
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ფარჯანაძე | ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №08
2013 წლის 17 აპრილი
ქ. ამბროლაური
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ფარჯანაძე
დანართი №1
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.
ეს წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესს.
2.
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გამგებლის წინადადების საფუძველზე.
3.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების მიზანია საკუთრების/სარგებლობის უფლება მიენიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის პროცესში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადამცემ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების/სარგებლობის უფლება მიანიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადამცემ ორგანოს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
4.
ელექტრონული აუქციონის ფორმით საპრივატიზებო და სარგებლობაში გადასაცემი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისი საფასური ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დგინდება „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის №898 ბრძანებულების შესაბამისად.
5.
ელექტრონული აუქციონის ფორმით საპრივატიზებო და სარგებლობაში გადასაცემი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და ბიჯის ოდენობას სააუქციონო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე განსაზღვრავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
6.
ელექტრონული აუქციონის ფორმით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
7.
ელექტრონული აუქციონის ფორმით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში მიმღები შეიძლება იყოს ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი.
8.
ელექტრონული აუქციონი (ელექტრონული აუქციონი პირობებით) ცხადდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
9.
ელექტრონული აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთა შესახებ კონფიდენციალურია.
მუხლი 2🔗.
ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზება
1.
ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზებას ახორციელებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მეშვეობით, მასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
2.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:
ა)
პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს დასახელებას;
ბ)
საპრივატიზებო ქონების დასახელებას;
გ)
აუქციონის დაწყების და დასრულების დროს (თარიღი და საათი);
დ)
საპრივატიზებო ქონების საწყის საპრივატიზებო საფასურს;
ე)
უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას;
ვ)
საპრივატიზებო პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ)
ბიჯის სიდიდეს;
თ)
გამყიდველის საკონტაქტო მონაცემებს;
ი)
ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.
3.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას, გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:
ა)
სარგებლობაში გადამცემი ორგანოს დასახელებას;
ბ)
სარგებლობაში გადასაცემი ქონების დასახელებას;
გ)
აუქციონის დაწყების და დასრულების დროს (თარიღი და საათი);
დ)
სარგებლობაში გადასაცემი ქონების საწყის სარგებლობის საფასურს;
ე)
უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას;
ვ)
სარგებლობაში გადაცემის პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ)
ბიჯის სიდიდეს;
თ)
სარგებლობაში გადამცემის საკონტაქტო მონაცემებს;
ი)
სარგებლობაში გადაცემის ვადას;
კ)
ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც სარგებლობაში გადამცემი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.
4.
აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემებისა, დამატებით უნდა შეიცავდეს:
ა)
იურიდიული პირის იურიდიულ მისამართს და საიდენტიფიკაციო კოდს;
ბ)
გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;
გ)
ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას;
დ)
აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყის საფასურს და წილს საზოგადოების კაპიტალში;
ე)
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის ნომერს.
5.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემძენს/სარგებლობაში მიმღებს უფლება აქვს მიიღოს საპრივატიზებო/სარგებლობაში გადასაცემი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია.
6.
ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო/სარგებლობაში გადასაცემ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებას.
მუხლი 3🔗.
ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები
1.
ელექტრონული აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან, „ამბროლაურის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №32 დადგენილების შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ გააკეთონ სასურველი ფასის შეთავაზება, საწყის საფასურზე ბიჯის დამატებით.
2.
ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:
ა)
შესაბამის ვებგვერდზე (www.eauction.ge) დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები (რეზიდენტი და არარეზიდენტი);
ბ)
რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;
გ)
ბეს თანხის გადახდა ელექტრონული გადახდის (საბანკო პლასტიკური ბარათი) საშუალებით, საბანკო დაწესებულების მეშვეობით ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის (მათ შორის, ელექტრონული) წარდგენა/აქტივაციით.
3.
მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა ქონების პრივატიზებისთვის/სარგებლობაში გადაცემისთვის მოწყობილ ელექტრონულ აუქციონში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია (მათ შორის, ელექტრონული) უნდა წარმოადგინოს/გაააქტიუროს და/ან ბე უნდა გადაიხადოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული თითოეული ქონებისათვის ცალკ-ცალკე.
4.
მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა)
მონაწილე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო/სარგებლობაში გადასაცემი ქონების მყიდველად/მოსარგებლედ;
ბ)
დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები.
მუხლი 4🔗.
ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი
1.
ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისთვის რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე (www.eauction.ge) ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რის შემდეგაც მას ენიჭება აუქციონში მონაწილის სტატუსი.
2.
ელექტრონული აუქციონი ტარდება ონლაინრეჟიმში.
3.
ელექტრონული აუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინრეჟიმში.
4.
აუქციონის დასაწყისად ითვლება ლოტში მითითებული დაწყების დრო.
5.
აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინრეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც ასევე ფიქსირდება ონლაინ რეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება ითვლება გაყიდულად/სარგებლობაში გადაცემულად აუქციონის იმ მონაწილეზე, რომლის მიერაც ონლაინრეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.
6.
თუ აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 2 წუთის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შემოთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 2 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით მანამ, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ, თუ დამატებული 2 წუთის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შემოთავაზებული, აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო თანხის შემთავაზებელი პირი.
7.
ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულსა და აუქციონის სხვა მონაწილეებს ელექტრონული გზით გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
8.
აუქციონში გამარჯვებულს ელექტრონული გზით ეცნობება თანხის სრულად გადახდის თარიღი და ქონების გადაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
9.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემისას აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმების წესი რეგულირდება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით.
მუხლი 5🔗.
მხარეთა უფლებები და მოვალეობები
1.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია:
ა)
შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს (www.eauction.ge) ან ამბროლაურის მუნიციპალიტეტს;
ბ)
შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე (www.eauction.ge), თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით;
გ)
გააკონტროლოს ყველა მოქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.
2.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია კანონით დადგენილი წესით გადასცეს აუქციონში გამარჯვებულს საკუთრების/სარგებლობის უფლება ქონებაზე (ხოლო ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში – საკუთრების/სარგებლობის უფლება ვალდებულებებთან ერთად).
3.
მომხმარებელი უფლებამოსილია:
ა)
გააკეთოს არჩევანი და შეიძინოს ქონება;
ბ)
ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.
4.
მომხმარებელი ვალდებულია:
ა)
დაიცვას აუქციონში მონაწილეობის წესები და პირობები;
ბ)
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №32 დადგენილებით „ამბროლაურის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილ დროში გადაიხადოს შეძენილი/სარგებლობაში გადაცემული ქონების ღირებულება.
მუხლი 6🔗.
ანგარიშსწორება
1.
მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც საბანკო დაწესებულებაში, ისე საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით, ასევე უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარატიის (მათ შორის, ელექტრონული) წარმოდგენის/გააქტიურების საშუალებით.
2.
აუქციონის გვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით. მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს, ბეჭდავს ლოტის ფასის გადახდის ფორმას და აღნიშნული ფორმის საფუძველზე საბანკო დაწესებულებაში იხდის შესაბამის თანხას.
3.
საბანკო პლასტიკური ბარათით თანხის გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს ელექტრონული გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების (მომხმარებლი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს) ნომრების მითითებით. მონაცემების სისწორის შემთხვევაში მომხმარებელი აჭერს გადახდის ღილაკს და შესაბამისად გადადის საბანკო პლასტიკური ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.
4.
ოპერაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში გადახდის გვერდზე გამოდის შესაბამისი შეტყობინება.
5.
ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს ქონების ღირებულება აუქციონის პირობებში მითითებულ ვადაში, რის შემდეგაც ის მიიღებს სათანადო შეტყობინებას.
6.
ელექტრონულ აუქციონში დამარცხებულს ბე ან/და საბანკო გარანტია დაუბრუნდება უკან. ბე დაუბრუნდება იმ ანგარიშზე, საიდანაც მოხდა გადახდა.
მუხლი 7🔗.
დავების გადაწყვეტის წესი
ელექტრონული აუქციონის შედეგებთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.