📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურისა და სარგებლობის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.04.2013
ძალის დაკარგვა 26.12.2013
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.162.016175
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 560 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.04.2013 მიღება
26.12.2013 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია ქინქლაძე საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურისა და სარგებლობის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება  №15 2013 წლის 19 აპრილი ქ. ახმეტა ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურისა და სარგებლობის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ     „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 19​2 მუხლის პირველი პუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის №898 ბრძანებულების შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი (დანართი №1). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის განსაზღვრის წესი (დანართი №2). მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურისა და სარგებლობის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აგვისტოს №23 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 110811011, 16/08/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040110030.35.162.016047). მუხლი 4🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეზაქარია ქინქლაძე დანართი №1 ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი 1. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონებისა) საპრივატიზებო საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრება:    ა) ბალანსმფლობელის (მოსარგებლის) მიერ მოწოდებული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით;    ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) შესაბამისი დასკვნის საფუძველზე.   2. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საპრივატიზებო საწყისი საფასური განისაზღვრება ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო შემოსულობისა და იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო თანხის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით დამტკიცების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (რომელიც არ ექვემდებარება პრივატიზებას) აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის წლიური საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის №15 დადგენილების №1 დანართის შესაბამისად.    3. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საპრივატიზებო საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრება:    ა) ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით;    ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) შესაბამისი დასკვნის საფუძველზე. დანართი №2 ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი  1. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული ქონებისა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით გადაცემისას წლიური საწყისი საფასური განისაზღვრება ნარჩენი საბალანსო ან დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნით დადგენილი ღირებულებით.    2. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გაცემისას საწყისი წლიური საფასურის (ქირის) ოდენობა განისაზღვროს:    ა) 1 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე – მისი საპრივატიზებო საწყისი საფასურის 7 (შვიდი) პროცენტით;    ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე:    ბ.ა) სახნავზე და სათიბზე – ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო შემოსულობისა და იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო თანხის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით დამტკიცების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (რომელიც არ ექვემდებარება პრივატიზებას) აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის წლიური საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის №15 დადგენილების №1 დანართით დადგენილი საპრივატიზებო საწყისი საფასურის 5 (ხუთი) პროცენტით;    ბ.ბ) საძოვრებზე – 1 ჰექტარზე 8 (რვა) ლარით;    გ) სხვა უძრავ ქონებაზე:    გ.ა) ქალაქ ახმეტაში მდებარე უძრავ ნივთებზე – მისი საპრივატიზებო საწყისი საფასურის 7 (შვიდი) პროცენტით;    გ.ბ) ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და სხვა ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ნივთებზე – მისი საპრივატიზებო საწყისი საფასურის 5 (ხუთი) პროცენტით;    დ) მოძრავ ნივთებზე – მისი საპრივატიზებო საწყისი საფასურის 10 (ათი) პროცენტით.