,,ამბროლაურის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 04 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №09 |
|
2013 წლის 17 აპრილი ქ. ამბროლაური |
,,6. აუქციონი (აუქციონი პირობებით) ცხადდება გამყიდველის ინიაციატივით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მეშვეობით (www.eauction.ge). აუქციონის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია აგრეთვე უნდა განთავსდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.ambrolauri.ge) და ადგილობრივ გაზეთში.“;
„ა) აუქციონში გამარჯვებულმა ამ წესით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხადა საფასური;“;
„მუხლი 6. აუქციონის ორგანიზება და ჩატარების წესი
1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს გამყიდველი.
2. აუქციონი ტარდება ელექტრონულად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მეშვეობით.
3. გამყიდველი აუქციონის ფორმით ამბროლაურის თვითმმართველი ერთეულის საპრივატიზებო ქონების პრივატიზების დათქმულ თარიღამდე უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოქვეყნებას:
ა) აუქციონის ფორმით ამბროლაურის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების/რეალიზაციის დათქმულ თარიღამდე 15 კალენდარული დღით ადრე, ხოლო მოძრავი ნივთის შემთხვევაში – არანაკლებ 5 კალენდარული დღით ადრე;
ბ) განმეორებით გამოცხადებული და ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით უძრავი ნივთის პრივატიზების/რეალიზაციის შემთხვევაში ინფორმაცია ქვეყნდება უძრავი ნივთის პრივატიზების/რეალიზაციის დათქმულ თარიღამდე 10 კალენდარული დღით ადრე;
გ) ამ პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიისთვის მიკუთვნებული საქონლის რეალიზაციის შემთხვევებზე.
4. გამყიდველი ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები.
5. სააუქციონო კომისია:
ა) განსაზღვრავს აუქციონის ფორმით განსაკარგი ქონების უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და ბიჯის ოდენობას;
ბ) აუქციონის შედეგების გათვალისწინებით ადგენს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმს (ხელშეკრულებას), რომელსაც ხელს აწერენ აუქციონში გამარჯვებული პირი და საკრებულოს თავმჯდომარე.“;
|