⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (16.02.2015)
გაუქმებულია:

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.04.2013
ძალის დაკარგვა 16.02.2015
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.162.016178
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 812 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.04.2013 მიღება
16.02.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია ქინქლაძე საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება  №18 2013 წლის 19 აპრილი ქ. ახმეტა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ     „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22­ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-­ე მუხლის მე­-2 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗    დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესი თანდართული რედაქციით (შეთანხმებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან - 2013 წლის 13 აპრილის წერილი №702418). მუხლი 2🔗    ეს დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარეზაქარია ქინქლაძე დანართი ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესი თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. სახანძრო დაცვისა და  სამაშველო სამსახურში პირადი  შემადგენლობის სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონები „საჯარო სამსახურის შესახებ“, „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, აგრეთვე  ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოების (თანამდებობის პირთა) სამართლებრივი აქტები. მუხლი 2🔗. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური (შემდგომში - სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში და დაგეგმილ სახანძრო-ტექნიკურ სწავლებებში. მუხლი 3🔗. მოსამსახურეთა სამსახურებრივი უფლებები და მოვალეობები 1. მოსამსახურეები სარგებლობენ საქართველოს კანონმდებლობით, შრომითი ხელშეკრულებითა და ამ დებულებით განსაზღვრული უფლებებითა და მოვალეობებით. 2. მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან უშუალო ხელმძღვანელის წინაშე. 3. უკანონო ბრძანებების ან მითითებების შესრულება მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. 4. მოსამსახურეები სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას სარგებლობენ დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც მათ ეძლევათ უფასოდ, ნორმის ფარგლებში. 5. მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის, პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 6. მოსამსახურეთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას. მუხლი 4🔗. მოსამსახურეთა პროფესიული მომზადება 1. სამსახურის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტების მიზნით ხორციელდება მოსამსახურეთა მომზადება, რომელშიც შედის:      ა) უმცროს მეთაურთა და რიგითი შემადგენლობის მომზადება (მათ შორის ახლად მიღებული მეხანძრეების სპეციალური დაწყებითი მომზადება);      ბ) უფროსი და საშუალო მეთაურთა სამსახურებრივი მომზადება.     2. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მოსამსახურეთა სწავლების ორგანიზებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია. თავი II სამსახურში მოსამსახურეთა მიღება და თანამდებობრივი გადაადგილება მუხლი 5🔗. სამსახურში მიღების წესი   1. სამსახურში სამუშაოდ მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები 18-დან 35 წლამდე, რომელთაც აქვთ არანაკლებ საბაზო ზოგადი განათლება. განსაკუთრებულ შემთხვევაში მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომლის ასაკი აღემატება 35 წელს.      2. მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.     3. სამსახურის უფროსი და მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან გამგებლის ბრძანებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. მუხლი 6🔗. შეზღუდვები სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში მიღებასა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებით სამსახურში არ მიიღება პირი, თუ იგი:     ა) ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი ან გაქარწყლებული არა აქვს ნასამართლობა;     ბ) იმყოფება წინასწარი გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში;     გ) სასამართლო გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;     დ) სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;     ე) სამედიცინო დასკვნის თანახმად, მისი ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობების დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს. თავი III სამსახურებრივი დისციპლინა მუხლი 7🔗. სამსახურში სამსახურებრივი დისციპლინა სამსახურებრივი დისციპლინა ნიშნავს მოსამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების, აგრეთვე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ბრძანებების, უშუალო უფროსის მითითებების შესრულებას. მუხლი 8🔗. სამსახურის უფროსის  ფუნქციები სამსახურებრივი დისციპლინის განმტკიცების საქმეში     სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია დაქვემდებარებული მოსამსახურეების სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობაზე. იგი ვალდებულია:     ა) შექმნას შრომის, დასვენებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საჭირო პირობები;   ბ) ჩაუნერგოს მოსამსახურეებს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პასუხისმგებლობის გრძნობა;     გ) უზრუნველყოს საჯაროობა და ობიექტურობა სამსახურებრივ საქმიანობაში;     დ) პატივი სცეს სამსახურის მოსამსახურეთა პირად ღირსებას. თავი IV სამსახურის გავლის პირობები მუხლი 9🔗. სამუშაო დროის ხანგრძლივობა   სამსახურში დადგენილია ორმოცსაათიანი სამუშაო კვირა. ცვლებში მომუშავე მოსამსახურეთათვის დადგენილია ერთიანი ხანგრძლივობის სამუშაო დრო (მუშაობის დაწყების და დამთავრების დრო) ცვლების განრიგის შესაბამისად. მუხლი 10🔗. მოსამსახურეთა შვებულება     მოსამსახურეთა შვებულებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით. თავი V წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა მუხლი 11🔗. წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების წესი 1. წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების თაობაზე სამსახურის უფროსი აღძრავს შუამდგომლობას ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე, რომელიც, თავის მხრივ, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს შუამდგომლობას მოსამსახურის წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ.     2. წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება ხორციელდება ახმეტის მუნიციპალიტეტის   საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.    3. დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების შესახებ მოსამსახურეებს ეცნობება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული წესით. დისციპლინური პასუხისმგებლობის დადებამდე მოსამსახურეებს უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება.     4. დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ფორმის გამოყენება აღინიშნება პირად საქმეში შეტანით.   5. თუ მოხელეს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ. მუხლი 12🔗. სამსახურში მიღება და გათავისუფლება   მოსამსახურეთა სამსახურში მიღება და სამსახურიდან გათავისუფლება ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.  თავი VI მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება, შეღავათები და გარანტიები მუხლი 13🔗. მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება 1. მოსამსახურეები იღებენ ხელფასს, რომელიც მოიცავს თანამდებობრივი სარგოს  დადგენილ განაკვეთს, დანამატს სამსახურის რთული, დაძაბული და სპეციალური რეჟიმის პირობებისათვის, ანაზღაურებას ზეგანაკვეთური მუშაობისათვის, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა კომპენსაციებს.      2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოსამსახურეთათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.