⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.06.2015)
გაუქმებულია:

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შესახებ

მიღების თარიღი 18.04.2013
ძალის დაკარგვა 01.06.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №83
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.017247
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,082 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.04.2013 მიღება
01.06.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №83 2013 წლის 18 აპრილი ქ.თბილისი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შესახებ მუხლი 1🔗 ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მოსი­ლე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-5 მუხლის  ,,თ“,  „ი“,  „კ“,  „მ“ ქვეპუნქტებისა  და 29-ე მუხლის შესაბამისად: 1. შეიქმნას ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი  სამთავრობო კომისია (შემდგომში -კომისია) და დამტკიცდეს მისი შემადგენლობა:  დავით ნარმანია  –  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე  კახა კალაძე –  საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე  გიორგი კვირიკაშვილი –  საქართველოს ეკონომიკისა  და  მდგრადი განვითარების მინისტრი, კომისიის წევრი დავით კირვალიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, კომისიის წევრი ნოდარ ხადური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის წევრი ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, კომისიის წევრი ხათუნა გოგალაძე – საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი, კომისიის წევრი დავით სერგეენკო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, კომისიის წევრი გურამ ოდიშარია – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, კომისიის წევრი დავით დარახველიძე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, კომისიის წევრი ლევან ყიფიანი – სპორტისა  და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, კომისიის წევრი გელა ხვედელიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  პირველი მოადგილე, კომისიის წევრი გიორგი თაბუაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის  პირველი მოადგილე, კომისიის წევრი დიმიტრი ქუმსიშვილი  –  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, კომისიის წევრი თენგიზ შერგელაშვილი – საქართველოს  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი შოთა მურღულია – საქართველოს  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი დავით ჯანდიერი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი თამარ მაჭავარიანი –  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი გიორგი ბაქრაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი გიორგი გახარია –  საგადასახადო ომბუდსმენი, კომისიის წევრი ტატო ურჯუმელაშვილი – სსიპ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, კომისიის წევრი გიორგი როინიშვილი –  საქართველოს  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი, კომისიის მდივანი 2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენლებს. 3. დამტკიცდეს კომისიის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი  სამთავრობო კომისიის დებულება მუხლი 1🔗.  ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება შემუშავებულია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. 2. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი  სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შეისწავლის საქართველოს სამინისტროების, მათი გამგებლობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების,  სამინისტროებისათვის მართვის უფლებით გადაცემული, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების,  აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ან საერთაშორისო ხელშეკრულებების (შეთანხმებების) შესაბამისად წარმოებული შესყიდვების  ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემებს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს მათი გადაწყვეტის ღონისძიებათა თაობაზე.  მუხლი 2🔗. კომისიის უფლებამოსილებები 1. კომისია უფლებამოსილია დადგენილების ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში განიხილოს და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადებები:  ა) ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით  წარმოქმნილ პრობლემათა გამომწვევი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების  შესახებ;  ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების, მათ შორის საერთაშორისო  ხელშეკრულებების (შეთანხმებების) შესაბამისად წარმოებული შესყიდვების   თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვა­ლისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადის გახანგრძლივების, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქცია-საურავების დარიცხვის ან ამოღების ღონისძიებათა შეჩერების, მათი განაკვეთის შემცირების ან გადახდის გადავადების თაობაზე; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში, ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე შეწყვეტის, მისი მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში ახალი ვადის დაწესების, ხელშეკრულებაში და/ან საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანის, არსებულ მომწოდებელთან  შეთანხმებით მისი სხვა მომწოდებლით ჩანაცვლების, აგრეთვე დამტკიცებული პროექტით და/ან  შესაბამისი ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი, მაგრამ პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი სამუშაოების(საქონლის, მომსა­ხურების) ღირებულების ანაზღაურების მიზანშეწონილობის თაობაზე. 2.  თუ კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული პრობლემები  მომწოდებელთა განცხადებით გამოწვეულია საჯარო  მოსამსახურეთა  ან სხვა პირთა მხრიდან უკანონო იძულებისა და ზემოქმედების შედეგად, კომისია ასეთ საკითხებს განიხილავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომწოდებლის მიერ უკანონო ზემოქმედების ამსახველი ინფორმაცია წარდგენილია შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში. მუხლი 3🔗. კომისიის მუშაობის რეგლამენტი 1. კომისია თავის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისიის სხდომაზე. 2. კომისიის სხდომას არანაკლებ თვეში ერთხელ, ან საჭიროების მიხედვით იწვევს კომისიის თავმჯდომარე. 3. კომისიის სხდომის მომზადებას, გამართვასა და სხვა ორგანიზაციულ და ტექნიკურ უზრუნველყოფასა და კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი). 4. დეპარტამენტი  კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენს კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხას, კომისიის თავმჯდომარის მიერ სხდომის გამართვის თარიღისა და კომისიის სხდომის სავარაუდო დღის წესრიგის განსაზღვრის მიზნით. 5. სავარაუდო დღის წესრიგი, სათანადო ინფორმაციასა და შესაბამის მასალებთან ერთად, სხდომის თარიღამდე არა უგვიანეს ორი დღისა, წარედგინებათ კომისიის წევრებს. 6. სავარაუდო დღის წესრიგში შესაძლებელია განხორციელდეს ცვლილება, რაც გულისხმობს საკითხის განსახილველად დამატებას, განსახილველი საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას და/ან გადადებას კომისიის სხვა სხდომაზე განსახილველად. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებულ საკითხთან დაკავშირებული მასალები კომისიის წევრებს გადაეცემათ უშუალოდ სხდომაზე. 8. კომისიის სხდომაზე მტკიცდება დღის წესრიგი სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. 9. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 10. კომისიას უფლება აქვს საკითხის შესწავლისას მიიწვიოს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლები. 11. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. 12. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა, ხოლო ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 13. კომისიის სხდომის მიმდინარეობის შესახებ დგება სხდომის ოქმი, რომელშიც ასევე აისახება კომისიის გადაწყვეტილება. 14. კომისიის სხდომაში მონაწილე კომისიის წევრს უფლება აქვს გადაწყვეტილების მიღებისას ჰქონდეს განსხვავებული აზრი, რაც გადმოიცემა წერილობითი ფორმით. კომისიის წევრის წერილობით ჩამოყალიბებული განსხვავებული აზრი დაერთვის კომისიის სხდომის ოქმს და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. 15. კომისიის სხდომას ესწრება და სხდომის ოქმს ადგენს დეპარტამენტის წარმომადგენელი. 16. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერენ კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრები. მუხლი 4🔗. კომისიის სხდომისათვის მასალების მომზადება 1. კომისიის სხდომაზე  განსახილველ საკითხებს, საკურატორო სფეროებისა და დარგების მიხედვით, ამზადებს შესაბამისი სამინისტრო, სამინისტროს დავალებით სამინისტროს დაქვემდებარებული დაწესებულება(საწარმო) ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. 2. სხდომაზე განსახილველ საკითხებს, თანდართულ მასალებთან ერთად, კომისიას უშუალოდ წარუდგენს უფლებამოსილი სამინისტრო. 3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მომზადებულ საკითხებს კომისიის განსახილველად წარადგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. მუხლი 5🔗. კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება 1. კომისიის სხდომაზე საკითხები განსახილველად გამოაქვს შესაბამის სამინისტროს ან სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს. 2.   თუ განსახილველად წარდგენილი დოკუმენტების შინაარსობრივი მხარე არ იძლევა საკმარის საფუძველს გადაწყვეტილების მისაღებად, კომისია უფლებამოსილია გადადოს საკითხის განხილვა და დაავალოს შესაბამის ორგანოს საკითხის დამატებით შესწავლა (მათ შორის, დაინტერესებული მხარის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტების გათვალისწინებით) და განუსაზღვროს დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა. 3. კომისიის სხდომის გამართვიდან არაუმეტეს 10 კალენდარული დღის ვადაში დეპარტამენტი უზრუნველყოფს სხდომის მიმდინარეობისა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ კომისიის სხდომის ოქმის მომზადებას და ხელმოწერას. მუხლი 6🔗. საქართველოს მთავრობისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების  წარდგენა კომისიის მიერ მიღებული წინადადებებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, დეპარტამენტი, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან/ორგანოსთან ერთად, უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი მასალების (საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტის) მომზადებას და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენას, კომისიის სხდომის ოქმის გაფორმებიდან  არაუგვიანეს  20 კალენდარული დღის ვადაში.