ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 18.04.2013
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.138.016090
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/04/2013
matsne.gov.ge 646 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (6)
3 ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში
4 ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალში
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგი სანდროშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ზონების დასახელება
1. ქალაქი ახალციხე
2. ქალაქი ვალე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 2013 წლის 18 აპრილი ქ.ახალციხე ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე  მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1. შემოღებულ იქნეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად. 2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ტერმინთა განმარტებები, ცნებების მნიშვნელობა, ადგილობრივი გადასახადების გადამხდელი პირი, გადასახადების გამოანგარიშების, გადახდისა და ანგარიშგების წესები და ვადები, აგრეთვე გადასახადისაგან გათავისუფლების შემთხვევები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსით. 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 14 ივნისის №19 დადგენილება (სსმ ვებგვერდი 22/06/12,   190020020.35.138.016071). მუხლი 2🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოლეგი სანდროშვილი დანართი ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები მუხლი 1🔗. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით. ამ პუნქტის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს: ა. 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ; ბ. 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ; გ. 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ; დ. იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით. მუხლი 2🔗.       საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა ამ დანართის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტის ოდენობით. ამ მუხლის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში. მუხლი 3🔗.         სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვროს მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების -  0,5 პროცენტის ოდენობით. მუხლი 4🔗.   ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით, შემდეგი ოდენობით: ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.09 პროცენტის ოდენობით. ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების  0.8 პროცენტის ოდენობით. მუხლი 5🔗. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია ერთ ჰექტარზე (მათ შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე): სახნავი -  50 ლარი, ა. მრავალწლიანი ნარგავებით  დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე - 0 ლარი; სათიბები  (ბუნებრივი/გაკულტურებული) – 16 ლარი; საძოვრები (ბუნებრივი/გაკულტურებული) – 10 ლარი; საკარმიდამო - 0 ლარი. მუხლი 6🔗. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ტყის მიწებისათვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია ერთ ჰექტარზე (მათ შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე) ამ დადგენილების მე-5 მუხლის 1-4 პუნქტებით დადგენილი შესაბამისი ოდენობით. მუხლი 7🔗.   არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია: № ზონების დასახელება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე  გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტი საბაზისო განაკვეთი 1 მ​2-ზე (ლარებში) წლიური გადასახადის განაკვეთი  1 მ​2-ზე (ლარებში) (3 X 4) 2 3 4 5 1. ქალაქი ახალციხე 0,45 0,24 0.108 2. ქალაქი ვალე 0,28 0,24 0,0672 3 ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში 0.225 0,24  0,054 4 ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალში 0.135 0.24 0,0324 მუხლი 8🔗. ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწის ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი. მუხლი 9🔗. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ​2“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდეს: 1.  ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები (მათ შორის, ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მიწის ნაკვეთები), რომლის ფართობი არ აღემატება 1000 კვადრატულ მეტრს''. 2. ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომელთა ფართობი არ აღემატება  80 კვადრატულ მეტრს.