„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 16 ნოემბრის №895 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№306
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.034.016185
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/04/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №306

2013 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 16 ნოემბრის №895 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 16 ნოემბრის №895 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/11/2012, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.034.016142)  დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„მ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების ყოველდღიურ ანგარიშგებას შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით;

ნ) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ დაგეგმილი გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის, კონკურსის, ასევე კონსოლიდირებული ტენდერის, ერთიანი ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვასა და შენახვას;“;

ბ) „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„ღ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებში, სამინისტროს მმართველობაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში ახორციელებს საფინანსო-სამეურნეო საქმისწარმოების მონიტორინგს; ასევე სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა და ფულად საშუალებათა მიღების, შენახვისა და რეალიზაციის ოპერაციების დოკუმენტური გაფორმებისა და სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენას; უზრუნველყოფს აღრიცხვისა და ანგარიშების მოთხოვნებსა და მოქმედ ნორმატიულ აქტებთან საბუღალტრო აღრიცხვაში სამეურნეო-საფინანსო ოპერაციების ასახვის შესაბამისობის განსაზღვრას;“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“ ქვეპუნქტი:

„შ) უზრუნველყოფს ლოგისტიკასა და შესყიდვებთან დაკავშირებული პროცესების ანალიზს და  სტატისტიკის წარმოებას.“.

3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფებია:

ა) ფინანსების მართვის მთავარი სამმართველო;

            ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო;

            გ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო;

            დ) აუდიტის სამმართველო;

            ე) ლოგისტიკის სამმართველო;

            ვ) საქმისწარმოების ორგანიზების განყოფილება.“.

4. მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. ფინანსების მართვის მთავარი სამმართველოს კომპეტენცია

ფინანსების მართვის მთავარი სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) შეიმუშაოს სამინისტროს ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი და უზრუნველყოს შესაბამის ინსტანციებში მისი დროული წარდგენა;

ბ) უზრუნველყოს საბიუჯეტო სახსრების მოზიდვა და ეკონომიკური კლასი­ფიკაციის მიხედვით მათ ხარჯვაზე კონტროლის განხორციელება;

გ) უზრუნველყოს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის მიერ განხორციე­ლე­ბული ღონისძიებების დაფინანსება;

დ) შექმნილი ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე, უზრუნველყოს საფინანსო დოკუმენტაციის მომზადება საბიუჯეტო ასიგნებათა გადანაწილების ან გაზრდის თაობაზე; განახორციელოს საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაცია, სამინისტროს თანამშრომელთა ხელფასების დარიცხვა და გაცემა;

ე) მონაწილეობა მიიღოს ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებების და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარებაში, უზრუნველყოს ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრა და აღრიცხვა;

ვ) უზრუნველყოს საბუღალტრო ანგარიშების შედგენა და შესაბამის ინსტანციებში წარდგენა დაწესებულ ვადებში;

ზ) უზრუნველყოს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება; პირველადი დოკუმენტების შედგენა ოპერაციის მოხდენის მომენტში; შემოსული პირველადი საბუთების აუცილებელი შემოწმება დადგენილი წესით;

თ) უზრუნველყოს ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთა ნუსხების, მათი გაანგარიშებების და სხვა საბუთების შენახვა და დადგენილი წესით არქივში ჩაბარება;

ი) უზრუნველყოს სალაროს ოპერაციების წარმოების შესახებ არსებული დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა.

მუხლი 8. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კომპეტენცია

მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) უზრუნველყოს სამინისტროს დანაყოფები საკანცელარიო ნივთებით, ინვენტა­რით, ოპერატიულ-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებებით, კომპიუტერული ტექნიკითა და სხვა ორგტექნიკით, სატრანსპორტო საშუალებებით, საკვები პროდუქტებითა და სხვა მატერიალური საშუალებებით;

ბ) განახორციელოს სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვაზე აყვანა, აღრიცხვიდან მოხსნა, ტექნიკური გამართულობის შემოწმება და შეკეთება, ავტომეურნეობის საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საცხები მასალებით უზრუნველყოფა;

გ) უზრუნველყოს სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ჩატარება, ხარჯთაღრიცხვის შედგენა, საჭირო სამშენებლო მასალების შეძენა, სამუშაოთა მიმდინარეობისა და მასალათა  ნორმირებული ხარჯვის კონტროლი;

დ) განახორციელოს მატერიალურ ფასეულობათა დაცვის კონტროლი  მათი შენახვისა და ექსპლუატაციის ადგილებში;

ე) უზრუნველყოს სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა–ნაგებობების გამართული ფუნქციონირება;

ვ) განახორციელოს სამინისტროს ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების მართვის, პრივატიზებისა და სარგებლობაში გადაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა.

მუხლი 9. სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს კომპეტენცია

სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები;

ბ) უზრუნველყოს სამინისტროს მიერ დაგეგმილი გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის, კონკურსის, ასევე კონსოლიდირებული ტენდერის, ერთიანი ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენა, აღრიცხვა და შენახვა;

გ) უზრუნველყოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული პროცედურების ფაქტობრივ მდგომარეობასთან შესაბამისობის მონიტორინგი;

დ) განახორციელოს ბაზრის კვლევა და უზრუნველყოს მომწოდებელთა ერთიანი მონაცემთა ბაზის პერმანენტული განახლება;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშაოს სამინისტროს მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების გეგმა და შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით წარადგინოს კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში;

ვ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვების ყოველდღიური ანგარიშგება შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით.

მუხლი 10. აუდიტის სამმართველოს კომპეტენცია

აუდიტის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) განახორციელოს სამინისტროს მიერ გაწეული ხარჯებისა და მიღებული დაფინანსების ეკონომიკური ანალიზი;

ბ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებში, სამინისტროს მმართველობაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში განახორციელოს საფინანსო-სამეურნეო საქმისწარმოების მონიტორინგი; ასევე სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა და ფულად საშუალებათა მიღების, შენახვისა და რეალიზაციის ოპერაციების დოკუმენტური გაფორმება და სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენა; უზრუნველყოს აღრიცხვისა და ანგარიშების მოთხოვნებსა და მოქმედ ნორმატიულ აქტებთან საბუღალტრო აღრიცხვაში სამეურნეო-საფინანსო ოპერაციების ასახვის შესაბამისობის განსაზღვრა;

გ) უზრუნველყოს საფინანსო-სამეურნეო საქმისწარმოების მონიტორინგის შედეგების დასკვნის სახით გაფორმება და მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილისათვის წარდგენა.“.

5. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 10 1 მუხლი:

„მუხლი 101.  ლოგისტიკის სამმართველოს კომპეტენცია

ლოგისტიკის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) შეისწავლოს სამინისტროს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები და აწარმოოს მათი ანალიზი;

ბ) უზრუნველყოს სახელმწიფო შესყიდვების პერიოდული ანგარიშგება;

გ) განახორციელოს  ლოგისტიკის ანალიზი სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით;

დ) უზრუნველყოს ლოგისტიკასა და შესყიდვებთან დაკავშირებული პროცესე­ბის ოპტიმიზაცია და სტანდარტიზაცია.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი