„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№315
სარეგისტრაციო კოდი
140030000.22.034.016189
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/04/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №315

2013 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებით (140.030.000.22.034.008.614) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სისტემური მართვის სამმართველო:

ა.ა) საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება;

ა.ბ) იურიდიული სამსახური:

ა.ბ.ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება;

ა.ბ.ბ) ადმინისტრაციული საქმისწარმოების განყოფილება;

ა.გ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და ანალიზის სამსახური:

ა.გ.ა) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების განყოფილება;

ა.გ.ბ) ანალიზის განყოფილება;

ბ) სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველო:

ბ.ა) შეიარაღების განყოფილება;

გ) საერთო განყოფილება (კანცელარია):

გ.ა) საქმისწარმოების ორგანიზების ქვეგანყოფილება (კანცელარია);

დ) კადრების სამმართველო:

დ.ა) დაკომპლექტებისა და ზონალური მუშაობის განყოფილება;

დ.ბ) საკადრო უზრუნველყოფის განყოფილება;

ე) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო:

ე.ა) ფინანსური რესურსების მართვის განყოფილება:

ე.ა.ა) ფინანსური რესურსების მართვისა და დაგეგმარების ქვეგანყოფილება;

ე.ა.ბ) შესყიდვების ორგანიზების ქვეგანყოფილება;

ე.ბ) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება;

ე.გ) სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება:

ე.გ.ა) მომარაგების ქვეგანყოფილება;

ე.გ.ბ) საწყობის ქვეგანყოფილება;

ე.დ) ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული მომსახურების         

განყოფილება:

ე.დ.ა) კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული მომსახურების

ქვეგანყოფილება;

 ე.ე) შენობათა და მატერიალურ ფასეულობათა ექსპლუატაციის განყოფილება;

ვ) ქ. თბილისის მთავარი სამმართველო;

ზ) მცხეთა-მთიანეთის სამმართველო;

თ) ქვემო ქართლის სამმართველო;

ი) შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველო;

კ) კახეთის სამმართველო;

ლ) იმერეთის მთავარი სამმართველო;

მ) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამმართველო;

ნ) აჭარის მთავარი სამმართველო.

2. დეპარტამენტისა და მის სისტემაში შემავალი ტერიტორიული დანაყოფების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.”.

 

2. მე–11 მუხლი ამოღებულ იქნეს.
3. 11 1 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუხლი 111

1. სისტემური მართვის სამმართველო:

ა) ახორციელებს  დეპარტამენტის სამართლებრივ უზრუნველყოფას;

ბ) განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს და ახორციელებს ადმინისტრაციულ საქმისწარმოებას;

გ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების რეგულაციას;

დ) ახორციელებს საგზაო ზედამხედველობისა და მოძრაობის ორგანიზების უზრუნველყოფას;

ე) უზრუნველყოფს ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევათა სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვიანობის წარმოებას.

2. სისტემური მართვის სამმართველოში შემავალი დანაყოფების კომპეტენციაა:

ა) საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება:

ა.ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საპატრულო პოლიციის საერთაშორისო საქმიანობის ორგანიზებას;

ა.ბ) კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და გაღრმავებას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის შესაბამის უწყებებთან;

ა.გ) საპატრულო პოლიციის სახელით მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებში;

ა.დ) არალეგალური მიგრაციისა და სხვა ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებსა და საზღვარგარეთის შესაბამის უწყებებთან;      

ა.ე) საქართველოს საზღვრის სამართლებრივი რეჟიმის დაცვისა და სამიგრაციო კონტროლის განხორციელების მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვიზის სახელმწიფო საზღვარზე გაცემის შემთხვევაში უზრუნველყოფს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოში მოწვევის საკითხების განხილვას;

ა.ვ) უზრუნველყოფს უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ  გაფორმებული შეთანხმებების განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;

ბ) იურიდიული სამსახური:

ბ.ა) ახორციელებს  დეპარტამენტის სამართლებრივ უზრუნველყოფას;

ბ.ბ) განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს და ახორციელებს ადმინისტრაციულ საქმისწარმოებას;

ბ.გ) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება:

ბ.გ.ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს წინადადებებსა და პროექტებს ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით;

ბ.გ.ბ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავებაში;

ბ.გ.გ) განიხილავს შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებს და ამზადებს სათანადო დასკვნებს;

ბ.გ.დ) განიხილავს დეპარტამენტის სხვადასხვა სამსახურებისა და სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ბ.გ.ე) მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე წარმოადგენს დეპარტამენტის ინტერესებს სასამართლოში;

ბ.გ.ვ) ახორციელებს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განხორციელების მიზნით;

ბ.დ) ადმინისტრაციული საქმისწარმოების განყოფილება:

ბ.დ.ა) განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს მათ შესრულებას;

ბ.დ.ბ) ახორციელებს ადმინისტრაციული წარმოების წესით ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის მომზადებასა და წარმართვას (ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა);

გ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და ანალიზის სამსახური:

გ.ა) ახორციელებს საგზაო ზედამხედველობისა და მოძრაობის ორგანიზების უზრუნველყოფას;

გ.ბ) უზრუნველყოფს ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევათა სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვიანობის წარმოებას;

გ.გ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების განყოფილება:

გ.გ.ა) აანალიზებს საავტომობილო გზებსა და ქუჩებში მომხდარ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევებს, მათი გამომწვევი მიზეზების ლიკვიდაციისთვის იკვლევს საგზაო მოძრაობის პირობებს, არსებული წესით შეიმუშავებს ტრანსპორტის მოძრაობის ორგანიზაციის გასაუმჯობესებლად გამიზნულ ღონისძიებებს;

გ.გ.ბ) საავტომობილო გზებისა და ქუჩების, საგზაო ნაგებობათა, რკინიგზის გადასასვლელების, საქალაქო ელექტროტრანსპორტის ქსელების, საინჟინრო კომუნიკაციების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, აუცილებლობის შემთხვევაში კაპიტალური შეკეთების პროექტებს უთანხმებს შესაბამის სამსახურებს;

გ.გ.გ) მონაწილეობს საავტომობილო გზებისა და ქუჩების, საგზაო ნაგებობათა, რკინიგზის გადასასვლელების, საქალაქო ელექტროტრანსპორტის ქსელების, საინჟინრო კომუნიკაციების მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან კაპიტალური შეკეთების შემდეგ ექსპლუატაციაში მიმღები კომისიების მუშაობაში;

გ.გ.დ) საავტომობილო გზებსა და ქუჩებში, საგზაო ნაგებობებზე, რკინიგზის გადასასვლელების ნებისმიერი სამუშაოების შესრულებისას ახორციელებს ზედამხედველობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვისათვის;

გ.გ.ე) ითანხმებს სახიფათო, მსხვილგაბარიტიანი და მძიმეწონიანი ტვირთის გადატანას და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს;

გ.გ.ვ) მონაწილეობს საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკურ საშუალებათა პროექტების შემუშავებასა და საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის პროგრესული მეთოდების დანერგვაში;

გ.დ) ანალიზის განყოფილება:

გ.დ.ა) ახორციელებს სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესწავლისა და შეფასების მიზნით ადგილობრივი (რეგიონალური) დანაყოფების მიერ ამ კუთხით გაწეული საქმიანობის შემოწმებას და ადგილზე პრაქტიკული დახმარების ორგანიზებას;

გ.დ.ბ) ახორციელებს ქვეყნის საავტომობილო გზებზე გამოვლენილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევათა აღრიცხვას და ანალიზს, ადმინისტრაციული პრაქტიკისა და კანონმდებლობის სრულყოფისათვის წინადადებების მომზადებას;

გ.დ.გ) ახორციელებს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ადგილობრივი (რეგიონალური) დანაყოფების მიერ გამოვლენილი და განხილული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ შესაბამისი შეტყობინებების გადაგზავნის კონტროლს;

გ.დ.დ) ახორციელებს დეპარტამენტის ადგილობრივი (რეგიონალური) დანაყოფების მიერ წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათების საფუძველზე  საანგარიშო პერიოდში დანაშაულისა და სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გაწეული საქმიანობის შედეგების დაჯამებას, ანალიზსა და სათანადო ინფორმაციის შედგენას;

გ.დ.ე) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ადგილობრივი (რეგიონალური) დანაყოფების მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის მომზადებას და განხილვის ორგანიზებას;

გ.დ.ვ) უზრუნველყოფს ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვიანობის წარმოებას;

გ.დ.ზ) უზრუნველყოფს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა სააღრიცხვო ბარათების დამუშავებას და აღრიცხვის ორგანიზებას, მათ სრულყოფილ შევსებასა და ადგილებიდან დროული გამოგზავნისათვის კონტროლის დაწესებას; 

გ.დ.თ) ახორციელებს ქვეყანაში სამართალდარღვევათა, ასევე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა შესახებ შექმნილი ოპერატიული ვითარებისა და ანალიზის საფუძველზე წინადადებების  შემუშავებას მათი აღმოფხვრის მიზნით.”.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.04.2013.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.04.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №315. სარეგისტრაციო კოდი — 140030000.22.034.016189.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.04.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №315, 24.04.2013, სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.016189 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.04.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1902769/