სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის საერთაშორისო ფონდებთან ურთიერთობისა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 22.04.2013
ძალის დაკარგვა 20.09.2019
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.168.016082
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მჭედლიშვილი | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის საერთაშორისო ფონდებთან ურთიერთობისა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2013 წლის 22 აპრილი
ქ. სიღნაღი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის საერთაშორისო ფონდებთან ურთიერთობისა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის საერთაშორისო ფონდებთან ურთიერთობისა და ტურიზმის სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ მჭედლიშვილი
დანართი №1
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის საერთაშორისო ფონდებთან ურთიერთობისა
და ტურიზმის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.
მუნიციპალიტეტის (შემდგომ – სამსახური) საერთაშორისო ფონდებთან ურთიერთობისა და ტურიზმის სამსახური არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების დადგენილი წესით საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას.
2.
სამსახურს აქვს ორი განყოფილება: საერთაშორისო ფონდებთან ურთიერთობის განყოფილება და ტურიზმის განყოფილება.
3.
სამსახურს აქვს ორი განყოფილება: საერთაშორისო ფონდებთან ურთიერთობის განყოფილება და ტურიზმის განყოფილება.
მუხლი 2🔗.
საერთაშორისო ფონდებთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციები და ამოცანები
განყოფილება კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს შემდეგ საკითხებს:
ა)
ბიზნესის მოზიდვა და მათთან ურთიერთობა;
ბ)
საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და საგარეო ეკონომიკური მიმართულება;
გ)
მუნიციპალური პროგრამების ინიციირება, პრიორიტეტების განსაზღვრა და მართვის მეთოდოლოგიური და ტექნოლოგიური ოპტიმიზაცია;
დ)
მუნიციპალიტეტის არსებული ეკონომიკური რესურსების შეფასება და მონაცემთა ბაზის შექმნა;
ე)
მიზნობრივი პროგრამებისა და შეთავაზებების შემუშავება/შექმნა;
ვ)
შესაბამისი საინფორმაციო კამპანიების წარმოება;
ზ)
დასაქმების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;
თ)
მუნიციპალიტეტის საშინაო და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ინიციირება, კოორდინაცია, ინვესტირების მიმართულებების განსაზღვრა, ინვესტორთა ხელშემწყობი პროექტების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია;
ი)
მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ორგანიზება საქართველოსა და უცხოეთის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან;
კ)
ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობა;
ლ)
მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
მ)
ოფიციალური დელეგაციების მიღება, საგარეო ვიზიტების ორგანიზება;
ნ)
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების ეკონომიკური პროგრამების შედგენა, განხორციელებისა და განახლების კოორდინაცია და მათი შესრულების მონიტორინგი.
მუხლი 3🔗.
ტურიზმის განყოფილების ფუნქციები და ამოცანები
განყოფილება და დგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარებასა და ხელშეწყობას;
ბ)
ტურისტული საინფორმაციო-სარეკლამო პროდუქციის მომზადებასა და გავრცელებას;
გ)
ტურისტული ინფრასტრუქტურის გაფართოებასა და განვითარებას, ახალი ტურისტული ობიექტების მშენებლობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას;
დ)
ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ღონისძიებების გატარებას;
ე)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗.
სამსახურის მართვა და ორგანიზება
სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
1.
სამსახურის უფროსი:
ა)
წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია გამგებლის წინაშე დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;
ბ)
წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
გ)
პერიოდულად წარუდგენს გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
დ)
ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და რეკომენდაციებს;
ე)
ზედამხედველობას უწევს სამსახურის მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ვ)
გამგებელს აბარებს სამსახურის მუშაობის ანგარიშს;
ზ)
ასრულებს გამგებლის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს.
2.
სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს გამგებელი.
მუხლი 5🔗.
სამსახურის მოსამსახურე
1.
სამსახურის მოსამსახურეს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2.
მოსამსახურე პასუხისმგებელია გამგებლის, სამსახურის უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე.
3.
მოსამსახურე უზრუნველყოფს გამგებლის, სამსახურის უფროსის, აგრეთვე თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებას.
მუხლი 6🔗.
დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ კანონით დადგენილი წესით.